საერთაშორისო კონფერენცია

"გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები"

მიძღვნილი ქართველი გეოგრაფისა და ანთროპოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი

თსუ–ს პირველი თაობის პროფესორ–მასწავლებლები, 1925 წელი

ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები

გეოგრაფიის განყოფილების თანამშრომლები, 1930-32 წლები

გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლები, 1940 წელი

ექსპედიცია ყაზბეგში

თსუ მეტეოლოგიური სადგური ძველად

პროფ. გ.ნ. გეხტმანი, ა.ნ. ჯავახიშვილი, ს.ნ. ჯანაშია საპასუხო წერილს გზავნიან კიევს. ქ. თბილისი, 1940 წელი

ლანდშაფტმოცდნეობის III საკავშირო კონფერენციის დელეგატები, 1958

ამერიკელ და რუს გეოგრაფთა დელეგაცია თბილისიდან გამგზავრების წინ, 1961 წელი

ალექსანდრე ჯავახიშვილი

სახელმიწფო პრემიის ლაურეატები

ალექსანდრე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ჯავახიშვილის მწვერვალი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი

ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი

საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება

  Geo Eng
ალ. ჯავახიშვილი თემები ორგკომიტეტი სტატიისა და თეზისების წარდგენა ვადები სპონსორები ღონისძიების ადგილი სასტუმროში განთავსება პროგრამა პუბლიკაციები მოსწავლეთათვის  
 

ძვირფასო კოლეგებო,

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: "გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები", რომელიც ჩატარდება 2015 წლის 22-23 ოქტომბერს ქ. თბილისში. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და ანთროპოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლისთავს.
  კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
  კონფერენციის მასალები დაიბეჭდება კრებულის სახით.
მონაწილეები, რომლებიც მოხსენებას გააკეთებენ ქართულად უნდა დარეგისტრირდნენ მხოლოდ ქართულენოვან საიტზე ქართული რეზიუმეთი.
მონაწილეები, რომლებიც მოხსენებას გააკეთებენ რუსულ ან ინგლისურ ენაზე უნდა დარეგისტრირდნენ უცხოენოვან საიტზე უცხოენოვანი (ინგლისური,რუსული) რეზიუმეთი.

ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • კვირეულის საზეიმო გახსნა და იუბილე;
  • საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება;
  • საიუბილეო გამოცემების მომზადება–დაბეჭდვა;
  • ვიზიტი სახლ–მუზეუმში;
  • მოსწავლე–ახალგაზრდობის ღონისძიებები;
  • და სხვ.

საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში
  • იუბილეს აღნიშვნა ქუთაისის, ბათუმისა და გორის უნივერსიტეტებში;
  • ქუთაისის უნივერსიტეტში გამოჩენილი მეცნიერის კაბინეტის გახსნა და მისი სახელობის სტიპენდიის დაწესება;
  • ბათუმისა და გორის უნივერსიტეტებში აუდიტორიისათვის სახელის მინიჭება;
  • ქ. გორში  ერთ–ერთი ქუჩისათვის მეცნიერის სახელის მინიჭება;

სხვა უწყებები
  • ალ. ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმის ექსპონატების განახლება  [გორის მუნიციპალიტეტი, სამხარეო ადმინისტრაცია].
  • ალ. ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმის მეგზურის მომზადება–გამოცემა [გორის მუნიციპალიტეტი, სამხარეო ადმინისტრაცია];
  • საერთაშორისო კონფერენციის ერთი სექციისა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ზოგიერთი ღონისძიების ჩატარება საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში.

მოსწავლეთა კონფერენციის საინფორმაციო წერილი

ძვირფასო ბავშვებო,

გვინდა მოგიწვიოთ მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე გეოგრაფიაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და ანთროპოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლისთავს

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა კრებულის სახით: „აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია გეოგრაფიაში“ 

სტატიის სრული ვერსიის წარდგენის ბოლო ვადა – 15 აპრილი, 2015
ავტორების შეტყობინება – 1 მაისი, 2015
     



პატივისცემით
სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი