საერთაშორისო კონფერენცია
"გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები"
მიძღვნილი ქართველი გეოგრაფისა და ანთროპოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი
|
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი
საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება
|
|
|
|
ლალი შავლიაშვილი,
-----------,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: shavliashvililali@yahoo.com
მოხსენების სათაური: ალაზნის ველის ხელოვნური წყალსაცავების ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესწავლა
ავტორი(ები): ლ.შავლიაშვილი, გ.კორძახია, გ.კუჭავა, ნ.ნასყიდაშვილი, ე.შუბლაძე
მომხსენებელი: ლალი შავლიაშვილი
საკვანძო სიტყვები: წყალსაცავი, დაბინძურება, დამლაშებული ნიადაგები, ეკოლოგიური პრობლემები
აბსტრაქტი:
ნაშრომში განხილულია ძველი ანაგის დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებზე განთავსებული ხელოვნური წყალსაცავების ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების დონე. ხელოვნური წყალსაცავები ივსება ქვემო ალაზნის სარწყავი არხის საშუალებით, რომელიც მარაგდება მდ.ალაზნის წყლით. როგორც გამოკვლევის შედეგები გვიჩვენებს წყალსაცავების წყალში შედარებით მაღალია სულფატების, კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის და მთლიანად მინერალიზაციის შემცველობა, რაც მიუთითებს დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგებისა და მინერალიზირებული გრუნტის წყლების გავლენაზე წყალსაცავების წყლის ხარისხზე. გამოვლენილია ზოგიერთი ინგრედიენტის მაღალი შემცველობა თევზსამეურნეო წყალმომარაგების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე.
ნაშრომში განხილულია აგრეთვე წყალსაცავების მიკრობიოლოგიური დაბინძურების დონე. ხელოვნურ წყალსაცავში წყლის ხარისხის ცვლილება განპირობებულია როგორც მასში ჩამდინარე წყლის რეჟიმის ცვლილებით, ისე შიდა ბიოლოგიური პროცესებით: დინების სიჩქარის ცვლილება, გამჭვირვალობის გაზრდა, რომელიც გამოწვეულია სამრეწველო, კომუნალური და სასოფლო-სამეურნეო ჩამონადენებით, იწვევს ბიოგენური ნივთიერებებით გამდიდრებულ წყალში ფიტოპლანქტონის გაძლიერებას. თუ წყალში გაჩნდნენ ლურჯი და მწვანე წყალმცენარეები, მაშინ ამ წყალში წარმოიქმნებიან ტოქსიკური ნივთიერებები და ბუნებრივია წყლის ხარისხი უარესდება.
ნათელა დვალიშვილი,
-----------,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: natelad@yandex.ru
მოხსენების სათაური: საქართველოში აბრეშუმის გზის სრული ამოქმედების შედეგად ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების შეფასება
ავტორი(ები): ნათელა დვალიშვილი, ნანული ნასყიდაშვილი, ლალი შავლიაშვილი, ქეთევან ლატარია
მომხსენებელი: ნათელა დვალიშვილი
საკვანძო სიტყვები: აბრეშუმის გზა, გამონაბოლქვები, ეკოლოგია
აბსტრაქტი:
საქართველოს გოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართვლოს მომავალი მდგრადი გნვითარებისათვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.
აბრეშუმის გზის სატრანსპოტრტო მაგისტრალი ქვეყანას გადაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით 450 კმ-ის სიგრძეზე და უმეტეს წილად გადის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.
ამჟამად ავტოტრანსპორტის მიერ გამოტყორცნილი აირების მავნე ინგრედიენტები შთაინთქმებიან გზის მიმდინარე ტერიტორიეაზე არსებული აგრარული კულტურებისა და სხვა მცენარეების მიერ. ასეთი პროდუქტები საკვებად სახიფათოა, როგორც ადამიანისათვის, ასევე შინაური ცხოველებისათვის (შინაური ცხოველების კუნთოვან ქსოვილში დაგროვილი ტოქსინები, საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან) ჩვენს მიერ ჩატარებულმა გაზომვებმა გვიჩვენა, რომ მძიმე მეტალებისაგან თავისუფალი ზონა მაგისტრალიდან 50 მეტრის დაშორებით იწყება.
საქართველო წარმოადენს ბუნებრივ ხიდს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აკავშირებს კასპიის ზღვის აუზის და ცენტრალური აზიის რეგიონებთან. პერსპექტივაში საქართველოს, როგორც სამხრეთ კვკასიის ნაწილს, მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაეკისრება ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების რუსეთთან და აღმოსავლეთ ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების საქმეში, რის შედეგადაც მკვეთრად გაიზარდა ქვეყნის ტერიტორიაზე გადაზიდვების ინტენსივობა, ხოლო სატრანსპორტო მიმოსვლის გააქტიურება საგზაო მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიის გამონაბოლქვი აირებით მკვეთრ დაჭუჭყიანებას გამოიწვევს.
დღეისათვის არ არსებობს საკაკნონმდებლო აქტი, რომელიც დაარეგულირებდა სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურების მავნე ზემოქმედებას გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. სატრანსპორტო მაგისტრალის ამოქმედებით აუცილებელია ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების შეფასება.
თინათინ ნანობაშვილი,
-----------,
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: tinatin.nanobashvili@tsu.ge
მოხსენების სათაური: გეომორფოლოგიური ტერმინების ცვლილება ალ. ჯავახიშვილის 1926 წ. მონოგრაფიის მიხედვით
ავტორი(ები): თინათინ ნანობაშვილი
მომხსენებელი: თინათინ ნანობაშვილი
საკვანძო სიტყვები: ალ. ჯავახიშვილი, გეომორფოლოგიური ტერმინები, ქართულენოვანი შესატყვისები, ცვლილება.
აბსტრაქტი:
ახალგაზრდა ანთროპოლოგის ალ. ჯავახიშვილის რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებით და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში საფუძველი ეყრება სამეცნიერო გეოგრაფიასაც. საჭირო ხდება სამეცნიერო, ლიტერატურული ტერმინოლოგიის შემუშავება; რიგ შემთხვევაში თარგმნა და უფრო ხშირად კი აქამდე უცნობი ქართული შესატყვისების მოძიება, ხოლო სამომავლოდ ზრუნვა იმაზე, რომ ეს ტერმინები დამკვიდრდეს ზეპირმეტყველებაში, რომ ისინი ენამ გაითავისოს. ალ. ჯავახიშვილი სწორედ ამიტომაც იწოდება ქართული გეოგრაფიის პატრიარქად, რომ მან გარს შემოიკრიბა თანამოაზრეები, დააარსა ქართული გეოგრაფიული საზოგადოება, არაერთი გეოგრაფიული მიმართულების ფაკულტეტი და კათედრა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სასწავლო და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში.
გეოგრაფიაში, როგორც ურთულეს კომპლექსურ მეცნიერებათა სისტემაში, არ დარჩენილა მიმართულება, რომლის განვითარებაშიც აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილს მნიშვნელოვანი წვლილი არ შეეტანოს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აცნობიერებდა რა გეოგრაფიულ გარემოში რელიეფის უპირატეს და გადამწყვეტ როლს, იგი უპირველესად სწორედ გეომორფოლოგიის მიმართულების გაძლიერებისთვის ზრუნავდა. ასევე გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ საქართველო განეკუთვნება მთიან ქვეყანათა რიგს, სადაც ეგზოგენური პროცესები ფართო სპექტრით ვლინდება და პრიორიტეტულად სწორედ რელიეფის შესწავლა განისაზღვრა.
1926 წელს იბეჭდება ალ. ჯავახიშვილის საქართველოს გეოგრაფიის პირველი ტომი, რომელიც რელიეფის შესწავლას ეძღვნება. ეს არის პირველი ქართულენოვანი მონოგრაფია "გეომორფოლოგიაში". სტატია ეძღვნება სწორედ ამ მონოგრაფიის ანალიზს. განხილულია ქართული გეომორფოლოგიური ტერმინების პირველი შეთავაზების ცდები, ასევე ის ტრანსფორმაცია, რომელიც თითქმის საუკუნის განმავლობაში ამ ტერმინებმა განიცადა.
დავით მერკვილაძე,
Dr.,
ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: histend55@yahoo.com
მოხსენების სათაური: კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის საზღვრების შესახებ ლეონტი მროველის ცნობების ვახუშტი ბატონიშვილისეული ინტერპრეტაცია
ავტორი(ები): დავით მერკვილაძე
მომხსენებელი: დავით მერკვილაძე
საკვანძო სიტყვები: საზღვართა აღწერა, წყარო-მასალა, შედარებითი ანალიზი
აბსტრაქტი:
ლეონტი მროველი “მეფეთა ცხოვრებაში” იძლევა ჰერეთის, კახეთისა და კუხეთის უძველეს საზღვართა შესახებ ცნობებს ჰეროსის, კახოსისა და კუხოსის წილი ქვეყნების საზღვრების გადმოცემის სახით. დასახელებულ ქვეყანათა საზღვრების შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც. ამ ქვეყნების საზღვართა აღწერის გარდა, ვახუშტი ასევე ჩამოგვითვლის მათში შემავალ სხვადასხვა მხარეებს. ამდენად მის მიერ მოწოდებული ცნობები ინფორმაციულად უფრო ტევადია. მაგრამ გარკვეული განსხვავებები არსებობს აღნიშნული შრომების ინფორმაციებს შორის.
ვახუშტი ბატონიშვილისა და ლეონტი მროველის შესაბამისი მონაცემების შედარებითი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ჰერეთის, კახეთისა და კუხეთის უძველესი საზღვრებისა და ტერიტორიის გადმოცემისას ვახუშტის ძირითად წყაროს ლეონტი მროველის საისტორიო თხზულება წარმოადგენს. მისი განსხვავებული მონაცემები კი უმთავრესად `მეფეთა ცხოვრების~ ცნობების თავისებური გააზრებისა და ინტერპრეტაციის ნაყოფია, რომელიც გარკვეულწილად გვიანდელი ვითარების გავლენის შედეგად ჩანს მიღებული. ამ განსხვავებული გააზრების ძირითადი საფუძველი კი უნდა იყოს ლეონტი მროველთან დასახელებული “კახეთის მთის”, იგივე დღევანდელი იალნო-საგურამოს ქედის ვახუშტის მიერ შეცდომით თავის თანადროულ “კახეთის მთასთან” ანუ დღევანდელ კახეთის ქედთან (ხანდახან ამ უკანასკნელის ქართლის ქედთან ერთიანობაში) გაიგივება, რამაც გამოიწვია ბატონიშვილის ნაშრომში ჰერეთის, კახეთისა და კუხეთის საზღვრების სხვაგვარად წარმოსახვა, ვიდრე ეს შეიძლება დავინახოთ ლეონტი მროველის მონაცემების მიხედვით.
გიორგი ბაგრატიონი,
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე,
საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: g_bagrationi@yahoo.com
მოხსენების სათაური: საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზის შექმნისთვის
ავტორი(ები): პარმენ მარგველაშვილი, გიორგი ბაგრატიონი, ნინო ბაგრატიონი, გია შერვაშიძე, ქეთევან მგალობლიშვილი
მომხსენებელი: გიორგი ბაგრატიონი
საკვანძო სიტყვები: ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, ინტერაქტიული რუკა, მონაცემთა ბაზა, ბეჭდვით-ელექტრონული წიგნი
აბსტრაქტი:
მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის ნიმუშთა მეცნიერული კვლევა, აღნუსხვა, აღწერა, დოკუმენტური ფიქსაცია, დაცვა და მოვლა-პატრონობა ყველა თანამედროვე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანს წარმოადგენს. ასეთი ზრუნვის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული აღმოჩნდა პროექტი: „საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტერაქტიული ისტორიულ-გეოგრაფიული რუკისა და საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის შექმნა“.
მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშების თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით წარმოდგენა არის არამარტო ძეგლის ფიქსაციის, მისი დაცვისა და მოვლისათვის აუცილებელი მონიტორინგის საუკეთესო ხერხი, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიული გეზის, მისი კულტურის ღირსეულად წარმოჩენის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მისი ეფექტურად ჩართვის საშური ამოცანის გადაჭრის საუკეთესო გზა.
სამეცნიერო პროექტის მიზანი განსაზღვრული იყო საგრანტო ხელშეკრულებით და ითვალისწინებდა, პირველყოვლისა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საზღვრებში არსებული უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღწერას, ფოტოდოკუმენტურ ფიქსაციასა და წარმოჩენას; შექმნილი პროდუქტის სათანადო ხერხებით გავრცელებას და მათ მიწოდებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინტერნეტ სივრცეთა მომხმარებლებისათვის.
შეიქმნა 102 ხუროთმოძღვრული ძეგლის 760 სფერული პანორამული ფოტოსახე და თექვსმეტ ათასამდე ფერადი ფოტო კადრი. ყოველი ძეგლის აღწერა მოიცავს მრავალცენტრიან სფერულ პანორამულ ფოტო სახეს (პანორამათა ცენტრების რაოდენობა შეესაბამება ძეგლის არქიტექტურას, ყოველი მათგანისათვის ინდივიდუალურია და მერყეობს 2-დან 32-მდე), მდიდარ, სათანადოდ სისტემატიზებულ ფოტოგალერეას (ზოგადი ხედების. დეტალების, ფრესკების, წარწერების, დეკორატიული მორთულობების ამსახველ ფოტო მასალას), არქიტექტურულ ანაზომებსა და ნახაზებს და მოკლე საინფორმაციო ტექსტურ ნაწილს.
შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა სამხრეთ კავკასიის ინტერაქტიული რუკა (http://maps.nekeri.net), რომელზედაც დატანილია ყველა ძეგლის სრული დოკუმენტირებული სახე. ვებ გვერდთან მომხმარებლის ურთიერთობა ხორციელდება როგორც ინტერაქტიული რუკის გამოყენებით, ასევე კატალოგიზებული ბაზის მეშვეობით. ვებ გვერდი დაინტერესებულ მომხმარებელს აცნობს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების: საინგილოს, ლორეს, ფოცხოვის, ერუშეთის, კოლას, არტაანის, ჩილდირის, შავშეთის, კლარჯეთისა და ტაოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. კარგად ცნობილ და შესწავლილ ძეგლებთან ერთად მომხმარებელი გაეცნობა პროექტის აღმოჩენებს: აქამდე სრულიად უცნობ კლდეში ნაკვეთ ქალაქს „ნოქალაქოი“, კლდეში ნაკვეთი ეკლესიითურთ (ერუშეთი), საფორტიფიკაციო ძეგლს „ფერდანინ კალე“ (ტაო) და ასევე სრულიად უცნობ ტაძრებს: „ოქრობაგეთი“ (შავშეთი), „რუსდანკალმა“ (ოლთისი), „ბიდეიზი“ (საინგილო), „სედვი მეორე“ (ლორე) და „არსენისეული მეორე“, რომელიც ტაოს მხარის დიდებულ ოთხთა ეკლესიასთან ახლოს, არსენისეული ეკლესიის უშუალო მახლობლობაში მდებარე ძეგლია.
განხორციელებული პროექტის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის, რომ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით, უწყვეტი დინამიური კომუნიკაციის რეჟიმში, არამარტო იმოგზაუროს სამგანზომილებიან ფერად ვიზუალურ გარემოში, მიმოიხილოს ისტორიულ ძეგლთა გარე და შიდა ხედები და მაქსიმალურად განიცადოს რეალურ სივრცეში მყოფობა, არამედ მშვიდად, ნებისმიერი, სასურველი ხანგრძლივობით, დეტალურად შეისწავლოს და იკვლიოს არქიტექტურული ფორმები, დეკორატიული ელემენტები, ფრესკული გამოსახულებები თუ პალეოგრაფიული მოცემულობები, შეაჯეროს და შეადაროს ძეგლებისა და ძეგლთა ჯგუფების ფოტოთი ფიქსირებული და დოკუმენტირებული სახეები.
პროექტის ფარგლებში აღიწერა იშხნის საკათედრო ტაძრის რესტავრაციამდელი და რესტავრაციის შემდგომი სახეები. ამ სახეთა შედარება ადასტურებს, რომ ხუროთმოძღვრული ძეგლების პერიოდული მონიტორინგის საქმეში პროექტით შემოთავაზებული ტექნოლოგიების გამოყენება არის ეფექტური და აუცილებელი.
პროექტის ფარგლებში მომზადდა ალბომი, რომელიც წარმოადგენს ბეჭდვით-ელექტრონული კომპლექსური წიგნის ნაწილს. თანდართულ კომპაქტ დისკზე კი განთავსებულია სათანადო პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ყველა ძეგლის ყველა სფერულ-პანორამული ფოტოსახე და სრული ფოტო გალერეა. დიდი მოცულობის გამო, საბოლოო პროდუქტი შედარებით შეკუმშული სახით არის განთავსებული ინტერნეტში და კომპაქტ დისკზე. სრული მოცულობით ის ინახება მონაცემთა ბაზაში, რომელიც დაცულია საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში.
განხორციელებული პროექტი ღიაა თანამშრომლობისათვის, მონაცემთა ბანკის დამატებითი, ახალი ან ნაკლებად ცნობილი ძველი ტექსტური, გრაფიკული, ფოტო თუ სხვა სახის მასალით შევსებისა და გაფართოებისათვის.
ნაზიბროლა ფაღავა,
ასისტენტ პროფესორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ბათუმი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: pagava63@mail.ru
მოხსენების სათაური: აჭარის ტერიტორიაზე ტემპერატურის ცვლილებების თავისებურებანი გლობალური დათბობის ფონზე
ავტორი(ები): ფაღავა ნაზიბროლა, ქამადაზე ცირა
მომხსენებელი: ნაზიბროლა ფაღავა
საკვანძო სიტყვები: კლიმატი, დათბობა, აცივება, გლობალური
აბსტრაქტი:
თანამედროვე გლობალური დათბობის გამო ადგილი აქვს ტემპერატურული ველის თანდათანობით ზრდას, მაგრამ მსოფლიოში არის რეგიონები სადაც პირიქით აცივება მიმდინარეობს. ასეთ რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება საქართველო. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ინტენსიურ დათბობას აქვს ადგილი, დასავლეთ საქართველოში აცივების პროცესი მიმდინარეობს. ასეთ პირობებში უდიდეს ინტერესს წარმოადგენს აჭარაში ჰავის ცვლილების პროცესის შესწავლა.
ნაშრომის მიზანს შეადგენს აჭარის ტერიტორიაზე ჰავის ცვლილების შესწავლა. ჰავის განმსაზღვრელი ძირითადი პარამეტრი ჰაერის მიწისპირული ტემპერატურაა. ჰაერის მიწისპირული ტემპერატურული ველის ცვლილების შესასწავლად კი სხვადასხვა ამოცანის გადაჭრაა აუცილებელი.
აჭარის დაკვირვებათა პუნქტების ტემპერატურული რეჟიმის ცვლილების მიმართულებისა და ინტენსიურობის დასადგენად საშუალო წლიურ და საშუალო თვიურ პერიოდებში გამოვიყენეთ უმცირეს კვადრატთა მეთოდი. დაკვირვების ყოველი პუნქტისთვის განისაზღვრა ტემპერატურის ნორმა და საშუალო კვადრატული გადახრა. აღწერილი მეთოდით, აჭარასა და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებული დაკვირვების რვა პუნქტისთვის განისაზღვრა ტემპერატურის ცვლილების საშუალო წლიური სიდიდე 1905-1995 წლების პერიოდისთვის და მათი ცვლილების მიმართულებები.
Dდადგინდა, რომ აჭარის ტერიტორიაზე აცივების საერთო ტენდენციის მიუხედავად, ზღვისპირეთის მცირე მონაკვეთზე ბათუმსა და ჩაქვს შორის ადგილი ჰქონდა დათბობას. აღსანიშნავია, რომ აცივების პროცესი აჭარის ტერიტორიაზე სრულ თანხმობაშია მსოფლიოში ჰავის ცვლილების პროცესთან რადგან, როგორც ცნობილია მეოცე საუკუნის განმავლობაში გლობალური დათბობის ფონზე შავი ზღვის აკვატორიაში აცივების პროცესი მიმდინარეობდა. რაც შეეხება მწვანე კონცხის მცირე ტერიტორიაზე დათბობის პროცესს, იგი ჯერჯერობით ისევე გაურკვეველია, როგორც ლოკალური აცივებები მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში გლობალური დათბობის საერთო ფონზე.
კობა კორსანტია,
ასისტენტ პროფესორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: kob1973@mail.ru
მოხსენების სათაური: ჰიდროკლიმატური რესურსების პოტენციალი აფხაზეთის საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის
ავტორი(ები): კორსანტია კ.,.,მზარელუა ლ., მაისურაძე რ
მომხსენებელი: კობა კორსანტია
საკვანძო სიტყვები: საკვანძო სიტყვები: აფხაზეთი, ჰიდროკლიმატური, პოტენციალი, კურორტი, რესურსი
აბსტრაქტი:
ჰიდროკლიმატური რესურსების პოტენციალი აფხაზეთის საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის
კორსანტია კ.,.,მზარელუა ლ., მაისურაძე რ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
kob1973@mail.ru; lana-mzarelua@mail.ru; romanioli.1978@ yahoo.com;
ჰიდროკლიმატური რესურსების პოტენციალის კვლევა აფხაზეთის სინამდვილეში, როდესაც ეს რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. აფხაზეთს თავისი ბუნებრივ-გეოგრაფიული, ჰიდროკლიმატური, ტურისტულ-რეკრეაციული შესაძლებლობებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გამო საკურორტო მეურნეობის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. საკვლევ რეგიონში 50-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილია. ისინი განსხვავებულ საკურორტო ზონებშია განლაგებული და თითოეულს თავისი სამკურნალო პროფილი და თვისებები გააჩნია. ასევე აფხაზეთის დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას მეცნიერულ დონეზე შეფასებული ბუნებრივი პირობების, კერძოდ ჰიდროკლიმატური რესურსების პოტენციალის სრული სურათი საკურორტო მეურნეობის აღდგენის და მისი შემდგომი განვითარებისათვის. ამიტომ ავტორთა კვლევა შეჩერებულია აფხაზეთის ჰიდროკლიმატური რესურსების პოტენციალის კვლევაზე.
აფხაზეთის მრავალფეროვანი ჰიდროკლიმატური, ლანდშაფტური და ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გათვალისწინებით კვლევის მიზანია: 1. აფხაზეთის ჰიდროკლიმატური რესურსული პოტენციალის განაწილების სტრუქტურული სურათის წარმოჩენა გეოინფორმაციული და სქემატური რუკების გამოყენებით, 2.კურორტებისა და საკურორტო ადგილების პოტენციალის კვლევა ტურისტული მეურნეობის განვითარებისათვის, 3.ჰიდროკლიმატური რესურსული პოტენციალის გამოყენება რეგიონის საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის.
რეგიონის ჰიდროკლიმატური რესურსული პოტენციალის კვლევის პერიოდში ავტორთა მიერ ჩატარდა მრავალფაქტორული გეოგრაფიული კვლევა, უკვე არსებული სტატისტიკური, ლიტერატურული, მონაცემთა ბაზების საშუალებით და თვით ავტორთა მიერ ადგილზე მოპოვებული თანამედროვე გეოგრაფიული მონაცემების გამოყენების საფუძველზე. ამასთან ერთად რეგიონის ჰიდროკლიმატური რესურსების პოტენციალის შეფასებისა და საკურორტო მეურნეობის შემდგომი განვითარებისათვის გამოყენებულიქნა ავტორთა მიერ შედგენილი გეოინფორმაციული რუკები, რომელიც ნათლად ასახავს ჰიდროკლიმატური რესურსების და საკურორტო ადგილების გეოგრაფიული განაწილების კანონზომიერებებს.
კვლევის შედეგად მივიღეთ შემდეგი შედეგები: 1. განხილულია აფხაზეთის კლიმატური და ჰიდროლოგიური რესურსების ფორმირების ძირითადი ფაქტორები, ჰიდროქსელისა და კლიმატური ელემენტების ტერიტორიული განაწილების კანონზომიერებანი, კომპლექსური ჰიდროკლიმატური მახასიათებლები, 2. შექმნილია აფხაზეთის ჰიდროკლიმატური რესურსული პოტენციალის სრული სურათი თვით ავტორთა მიერ შემუშავებული ტემპერატურული გრადაციების, იზოთერმებისა და ჰიდროლოგიური რუკების ანალიზის საფუძველზე, 2. აფხაზეთის ჰიდროკლიმატური რესურსების პოტენციალის შეფასების მიზნით შედგენილია გეოინფორმაციულ რუკათა სერია, რომელიც ამომწურავად გამოხატავს აღნიშნული რესურსების ტერიტორიული განაწილების პრინციპებს, 3. შეფასებულია ჰიდროკლიმატური რესურსების პოტენციალის მნიშვნელობასა კურორტო მეურნეობის აღდგენისათვის, ხოლო შემდგომ მისი განვითარებისათვის, 4. ნაჩვენებია საკურორტო მეურნეობის განვითარებისა და კურორტების განლაგების პრინციპები და კავშირები ჰიდროკლიმატური რესურსების მრავალფეროვნებასთან.
დადგენილია, რომ აფხაზეთის ჰიდროკლიმატური რესურსული პოტენციალის შეფასება კლიმატური და ჰიდროლოგიური ელემენტების კარტოგრაფირება გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებით, საკურორტო მეურნეობის განვითარების პერსპექტივებისHჩვენება აუცილებელი პირობაა ოკუპირებული რეგიონის შემდგომიAაღორძინებისათვის, მისი ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კურორტების, ტურიზმის და სხვა დარგების მდგრადი განვითარებისათვის.
ლანა მზარელუა,
ასისტენტ პროფესორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: lana-mzarelua@mail.ru
მოხსენების სათაური: სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი ღონისძიებები
ავტორი(ები): მზარელუა ლ. კორსანტია კ.
მომხსენებელი: მზარელუა ლ.
საკვანძო სიტყვები: ეკოლოგია, გარემოს დაცვა,ატმოსფერული ჰაერი.ზედაპირული წყლები და დაცვა
აბსტრაქტი:
რეზიუმე
თანამედროვე პერიოდში, როდესაც,მსოფლიოში გლობალური ეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც უამრავ პრობლემებს შორის ყველაზე აქტუალურია, აუცილებელია ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, თითოეული რეგიონის ეკოლოგიური პრობლემების მეცნიერული შესწავლა და ანალიზი.
ჩვენი კვლევის ძირითად ობიექტს წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, მისი ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შემუშავება.
კვლევის მიზანი: 1.საკვლევ-რეგიონში ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურების ხარისხის მიმოხილვა და დაცვის მეთოდები 2. რეგიონში ტყეების დეგრადაციის გამომწვევი მიზეზების დადგენა 3. ბუნებრივი კატასტროფების გამოვლენა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის საკითხები
კვლევიოს მეთოდები: ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა სამეცნიერო ლიტერატურა, საკვლევი რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის მონაცემები და რეგიონის განვითარების სტრატეგიების მასალა
სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში მოქმედი ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი 87 სტანციონალური ობიექტი, რომელთა შორის ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელია საზღვაო ტერმინალი (49,67%) და ნავსადგურები (17,18%). წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ჰარში აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევები-80%-ით. საკვლერვი რეგიონი არ შედის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქსელში და შესაბამისად ჰაერის ხარისხის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი არ ხორციელდება.
ზედაპირული წყლის ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ, მოქმედი საწარმოები, არამედ დიფუზიური წყაროებიც., როგორიცაა დასახლებული პუნქტებიდან სანიაღვრე წყლები, ღია კარიერები, ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება.
რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ტყეების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ტყეების დეგრადაციის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივი და ანთროპოგენური წარმოშობის ტყის ხანძრები. უკანასკნელ წლებში დაფიქსირდა კოლხური ბზის კორომების მასიური განადგურება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილი აქვს ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეულ წყალდიდობებს, ზღვის დონის აწევას, შტორმულმა მოვლენებმა ზღვის სანაპიროზე 60%-ით მოიმატა, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რეგიონის გეოლოგიური აგებულებისა და კლიმატური თავისებურებები, კერძოდ ატმოსფერული ნალექები და მათი სეზონური განაწილება ხელს უწყობს გეოდინამიკური პროცესების გააქტიურებას
დასკვნა. მოცემულ რეგიონში აუცილებელია ქმედითი გარემოსდაცვითი საქმიანობის განხორციელება: 1. რეგიონის კლიმატის ცვლილებების უარყოფითი ზეგავლენის საადაპტაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება 2. გადაუდებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავება და ქარსაცავი ზოლების აღდგენა, ტყეების მართვის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი კადრების კვალიფიკაციისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 3. საკანალიზაციო სისტემის და ჩამდინარე წყლების განწმენდი ნაგებობების მოწესრიგება. 4..რეგიონის სანაპირო ზოლში აუცილებელია ქმედითი პრევენციული ღონისძიების გატარება, როგორიცაა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და ფერდობის გატყიანება. .
მაია ინწკირველი,
ასისტენტ-კურატორი,
საქართველოს ეროვნული მუზეუმი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: maia.inckirveli@mail.ru
მოხსენების სათაური: ზოოლოგიური კოლექციების შექმნისა და პოპულარიზაციის მოკლე მიმოხილვა
ავტორი(ები): ვერა ფხაკაძე, მაია ინწკირველი, ვალერი პეტროვი
მომხსენებელი: მაია ინწკირველი
საკვანძო სიტყვები: ეროვნული მუზეუმი, ფონდები, ზოოლოგიური კოლექციები
აბსტრაქტი:
1. ზოოლოგიური კოლექცების ისტორია იწყება 1852 წლიდან, როდესაც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების თბილისის ფილიალთან, გაიხსნა საბუნებისმეტყველო კაბინეტი. 1867 წელს, კავკასიის მუზეუმის დაარსების შემდეგ, მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებას სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი გეოგრაფი, ნატურალისტი, გუსტავ რადე (იგი იმავდროულად მუზეუმის დირექტორიც იყო, გარდაიცვალა 1903 წელს).
2. გ. რადეს მოღვაწეობიდან იწყება ზოოლოგიური კილექციების აღმავლობა. გ.რადემ დაგეგმა ფართომასშტაბიანი ექსპედიციები, რომლის მიზანი იყო კავკასიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ფაუნისტური რესურსების გამოვლენა, მოპოვებული მასალებით კოლექციების შევსება და მეცნიერულ სიახლეთა პოპულარიზაცია.
3. ექსპედიციებში გ. რადეს მოწვევით, მონაწილეობას იღებდნენ მაღალკვალიფიციური კოლექტორები და მეცნიერები, რის შედეგად დაგროვდა დიდძალი ფაქტობრივი მასალა. ტექნიკურად და მეცნიერულად მაღალ დონეზე დამუშავებულ ამ მასალების ბაზაზე ჩამოყალიბდა კავკასიის ფაუნის უმდიდრესი და უნიკალური კოლექციები, რომელსაც დღესაც ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში.
4. კოლექციების პოპულარიზაციას ხელს უწყობდა ღია ფონდები. განსაკუთრებით კი ის, რომ ექსპედიციის ახალი აღმოჩენები და მეცნიერული მოღწევები იბეჭდებოდა ადგილობრივ და უცხოურ ჟურნალებში, როგორც სტატიების, ასევე კაპიტალური ნაშრომების სახით (გ.რადე,1899; კავრაისკი, 1907; სატუნინი,1915).
5. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ზოოლოგიის განყოფილებას სათავეში ჩაუდგა ორნითოლოგი, დოცენტი, ივ. ჩხიკვიშვილი. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელშიც პირველად საგამოფენო ისტორიაში, ცხოველები განაწილდა ლანდშაფტური ზონების მიხედვით. გამოფენა მრავალრიცხოვან მნახველთან ერთად, საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა.
6. ი. ჩხიკვიშვილმა გააგრძელა ფაუნის შემსწავლელი ექსპედიციები. პირველად მუზეუმის ისტორიაში განყოფილება დაკომპლექტდა ადგილობრივი კადრებით,მათ საკუთარ ექსპედიციებსა (საქართველოს ფარგლებში) და ფონდებზე დაყრდნობით მრავალი მონოგრაფიული ნაშრომი შექმნეს, რომელთაც დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნიათ (ჩხიკვიშვილი,1932,1943;.ჩინჩალაძე,1958,1963; ჟორდანია,1960,1953 და სხვ.)
7. 1970 წლიდან ზოოლოგიის განყოფილების ხელმძღვანლად დაინიშნა ენტომოლოგი, არნოლდ გეგეჭკორი. მან 100 წლის შემდეგ კვლავ აღადგინა კავკასიის ფაუნისტური ექსპედიცია. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდა 30 წელი. ექსპედიციის მუდმივი წევრები იყვნენ არნ. გეგეჭკორი (ხელმძღვანელი), ე. დიდმანიძე, ი. სხირტლაძე, მ. ბაქრაძე, ნ. ნინუა და მ. გამრეკელი. ამ პერიოდში შემოსული მასალები განსაკუთრებით გამოირჩევა სახეობრივი და შინაარსობრივი სიმდიდრით. ამასთან აღსანიშნავია, რომ რადეს ექსპედიციების შემდეგ ფონდები პირვლად შეივსო ღამის უხვი მასალით. ამ მასალებზე დაყრდნობით აღნიშნულ პირთა მიერ დაცულია სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები, გამოიცა მრავალი სამეცნიერო სტატია , წიგნი და მონოგრაფია (გეგეჭკორი,1984,1985,1990; დიდმანიძე,1985,1987,2005; სხირტლაძე, 1981,1992; სხირტლაძე,ფხაკაძე,2011; ნინუა,1976,2013; ბაქრაძე,1975,1984 და სხვ.).
8. ფონდების პოპულარიზაციის მიზნით არნ. გეგეჭკორს 10 წლის განმავლობაში მიჰყავდა ტელევიზიაში გადაცემა - „ცხოველთა სამყარო“, რომელშიც ხშირად აშუქებდა ექსპედიციის შედეგებს და მეცნიერების ახალ მონაპოვრებს. ზოოლოგიურ კოლექციებს ხშირად სტუმრობდა მრავალი ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერი. ზოოლოგიის განყოფილების გამოფენები და ფონდები ყოველთვის იყო კონფერენციების, სიმპოზიუმების მონაწილეთა სადისკუსიო და დათვალიერების ადგილი, რაც დღემდე გრძელდება.
9. 2011 წლიდან ზოოლოგიურ კოლექციების კურატორად დაინიშნა ახალგაზრდა მეცნიერი ვ. ფხაკაძე. დღეისათვის განყოფილება დაკომპლექტებულია შრომისმოყვარე, პერსპექტიული კადრით (მ.ინწკირველი, ვ.პეტროვი, თ.შენგელია, ბ. მენაბდე), რომლებიც ძველ თაობასთან ერთად აქტიურად მუშაობენ ფონდების შეჯერება-ინვენტარიზაციასა და დიგიტალიზაციაზე.
10. 1913 წელს, ფონდების მასალებზე დაყრდნობით განყოფილებამ (ხელმძღვანელი ვ. ფხაკაძე) მოაწყო გ. რადეს იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. რომელმაც საერთო მოწონება დაიმსახურა. გამოფენის გახსნა გააშუქა ტელევიზიამ და რადიომ. დღეისათვის მას მრავალი მნახველი ჰყავს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახით და საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს.
11. განყოფილებას გადაწყვეტილი აქვს მოიპოვოს ინვენსტიცია მუდმივმოქმედ გამოფენის მოსაწყობად, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და როგორც წარსულში, ასევე მომავალშიც დიდ როლს შეასრულებს საგანმანათლებლო საქმიანობაში.
დალი ნიკოლაიშვილი,
ასოცირებული პროფესორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: dali.nikolaishvili@tsu.ge
მოხსენების სათაური: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეტროსპექტივა ალ. ჯავახიშვილის შრომების მიხედვით
ავტორი(ები): დალი ნიკოლაიშვილი, რევაზ თოლორდავა
მომხსენებელი: დალი ნიკოლაიშვილი
საკვანძო სიტყვები: ალექსანდრე ჯავახიშვილი, სახელმწიფო საზღვარი, დელიმიტაცია, დემარკაცია, კარტოგრაფიული წყაროები
აბსტრაქტი:
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი თანაარსებობისათვის. ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია არა მარტო თანამედროვე საზღვრის, არამედ მისი ისტორიული ტრანსფორმაციების კარტომეტრიულ-გეოგრაფიული ანალიზი და ყველა იმ სამეცნიერო, თუ არასამეცნიერო დანიშნულების წყაროების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება აღნიშნულ საკითხს.
სტატიაში განხილულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი ალ. ჯავახიშვილის სხვადასხვა სახის ნაშრომების – კარტოგრაფიული წყაროების, სამეცნიერო პუბლიკაციებისა და გამოუქვეყნებელი შრომების მიხედვით. მეცნიერის მიერ, უმთავრესად 1930- იან წლებში შედგენილი მსხვილმასშტაბიანი რუკების (საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის რუკა, შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიულ ინსტიტუტში, მასშტაბი 1:200,000, 12 ფურცელი; საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სასწავლო ფიზიკური რუკა, შედგენილი ალ. ჯავახიშვილისა და ს. ცხაკაიას მიერ, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გამოცემა, მასშტაბი 1:400,000) ანალიზი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ერთ–ერთი უმწვავესი საკითხის – სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის საკითხების გადასაჭრელად, რითაც იგი განუზომელ დახმარებას გაუწევს გადაწყვეტილების მიმღებთ სახელმწიფო საზღვრის "ცხელი წერტილების" მშვიდობიან და უსაფრთხო მოგვარებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო საზღვრის ე.წ. აიბგის, მამისონის, მყინვარწვერის, დარიალის, დიკლოს, ტინოვროსოს, ელდარის, დავითგარეჯის, დებედის, ლოქისა და თანამედროვე პერიოდში მეზობელ ქვეყნებთან სხვა სადავო ადგილების სწორ ინტერპრეტაციასა და პრობლემების მშვიდობიან და უსაფრთხო მოგვარებაში.
კვლევა უმთავრესად დაეფუძნა ალ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკებს, თუმცა ურთიერთშედარებისა და რეალობის უკეთ წარმოჩენის მიზნით, ასევე გაანალიზდა და შეფასდა სხვადასხვა პერიოდის კარტოგრაფიული წყაროები (XIX საუკუნის "ვერსიანი", საბჭოთა ტოპოგრაფიული და პოლიტიკურ–ადმინისტრაციული, Google Earth–ის რუკები). კვლევისათვის ასევე გამოყენებულია საქართველოს ტერიტორიულ–ადმინისტრაციული მოწყობის, მოსახლეობის საყოველთაო აღწერების, ნორმატიული, გეოგრაფიული, ისტორიული, საარქივო და სხვა მასალები.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენისას ალ. ჯავახიშვილი უპირველესად ეფუძნებოდა ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებას "აღწერას სამეფოსა საქართველოსა" და მის მიერვე გამოცემულ "საქართველოს ატლასს" (სამივე გამოცემას), აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის კვლევებს ამ მიმართულებით. ამაზე მეტყველებს მეცნიერის გამოუქვეყნებელი ნაშრომი, რომლის ფრაგმენტებია მხოლოდ შემორჩენილი და დაცული დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მუზეუმში. ამ დოკუმენტიდან ("მოკლე ცნობები საქართველოს საზღვრის შესახებ თერგის ხეობაში") ირკვევა, რომ 1957 წელს ალ. ჯავახიშვილი მიმართავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და აღწერს ქვეყნის საზღვრებს XVIII საუკუნის I ნახევრიდან მოცემულ პერიოდამდე. ამ დოკუმენტში ის თვითონ აღნიშნავს, რომ "საზღვრის შესახებ მოკლე ცნობებს ერთვის ქართული და რუსული რუკების 18 ფურცელი და წერილობითი დამატებები". უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მსგავსი აღწერილობა მას უნდა შეედგინა ქვეყნის მთელი საზღვრისათვის თუ არა, ჩრდილოეთ მონაკვეთისათვის მაინც. ამაზე გვაფიქრებინებს წერილის შედგენის თარიღი – 1957 წელი, ანუ როცა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებების საფუძველზე საქართველოს ჩრდილოეთმა საზღვარმა საბჭოთა პერიოდში საბოლოო "მყარი" მოხაზულობა მიიღო და იგი მიუახლოვდა 1944 წლისათვის არსებულ მდგომარეობას.
ამრიგად, XIX–XX საუკუნეების განმავლობაში საქართველოს საზღვრებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები განიცადეს, რომელთა ტრანსფორმაციების მასშტაბების დადგენაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სწორედ ალ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკებსა და სხვა სამეცნიერო ნაშრომებს.
რევაზ თოლორდავა,
ასოცირებული პროფესორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: rezo_06@mai.ru
მოხსენების სათაური: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საქართველო _ სომხეთის მონაკვეთის ისტორიული ტრანსფორმაციების გეოგრაფიულ-კარტომეტრიული ანალიზი
ავტორი(ები): რევაზ თოლორდავა, დალი ნიკოლაიშვილი
მომხსენებელი: რევაზ თოლორდავა
საკვანძო სიტყვები: საქართველო, სომხეთი, სახელმწიფო საზღვარი, ვახუშტი ბაგრატიონი, დელიმიტაცია, დემარკაცია.
აბსტრაქტი:
სახელმწიფო საზღვრების მოწესრიგების საკითხები ერთ-ერთი უმნიშვნელო-ვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი თანაარსებობისათვის. საქართველოსა და სომხეთის მდებარეობა კავკასიის ურთულესი გეოპოლიტიკური ცვლილებების „პოლიგონში“ ისტორიულად განაპირობებდა ტერიტორიულ ტრანსფორ-მაციებს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ პირველ ცნობები საზღვრის შესახებ სწორედაც რომ ამ ტერიროეიაზე მოიპოვება.
სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტა, მის თანამედროვე მდგომარეობასთან ერთად ისტორიული ტრანსფორმაციების კარტომეტრიულ-გეოგრაფიულ ანალიზსა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სხვა სახის წყაროების შესწავლას მოითხოვს.
სტატიაში განხილულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამხრეთის – სომხეთის რესპუბლიკასთან მონაკვეთის ისტორიული ტრანსფორმაციები არსებული კარტოგრაფიული წყაროებისა და სხვა სახის გეოგრაფიული მასალების ანალიზის საფუძველზე. კვლევისას გამოყენებულია ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული მემკვიდრეობა – მისი სამივე ატლასში არსებული რუკები და გეოგრაფიული აღწერილობის ხასიათის ნაშრომი – "აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. გარდა ამისა, გამოყენებულია რეგიონის შესახებ არსებული ძველი ისტორიულ-გეოგრაფიული წყაროები (სტრაბონის „გეოგრაფია“ და სხვ.), კარტოგრაფიული მასალები, ა. გულდენშტედტის საქართველოს 1772 წლის რუკა და გეოგრაფიული აღწერილობა. აგრეთვე XX საუკუნის ავტორების – ივ. ჯავახიშვილის, ალ. ჯავახიშვილის, ჯ. კეკელიას, ე. ანდერსენის შრომები. ისტორიული ტრანსფორმაციების მასშტაბების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია ასევე სხვადასხვა პერიოდის კარტოგრაფიული წყაროები (საბჭოთა ტოპოგრაფიული და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, GGoogle Earth და GeoLandის კოსმოსური რუკები), კვლევისათვის ასევე გამოყენებულია რუსეთის იმპერიისდროინდელი კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფის რუკები, მოსახლეობის საყოველთაო აღწერების, ნორმატიული, გეოგრაფიული, ისტორიული, საარქივო და სხვა სახის მასალები.
კვლევისას შესწავლილია ვახუშტის სამივე ატლასში შემავალი საქართველოს, კავკასიის გენერალური, სამცხე-საათაბაგოსა და სხვა რუკების საკოორდინატო სისტემები, მოხდენილია მათი შედარება ათვლის თანამედროვე სისტემასთან. ატლასებში შემავალი რუკებისა და გეოგრაფიული აღწერილობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია ამ რუკებზე დატანილი სახელმწიფო საზღვრის მოცემული მონაკვეთის განსხვავებული მდებარეობები. საზღვრის წერტილების ვახუშტისეული ინტერპრეტაციების კოორდინატები და თანამედროვე რუკებზე მათი შესატყვისი მნიშვნელობები მოდელირებულია ცხრილში.
კვლევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საბჭოთა პერიოდის ტრანსფორმაციებზე, შეფასებულია ამ პერიოდისათვის მახასიათებელი საზღვრის ხშირი ცვლილებების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები. გამოთვლილია ტერიტორიული დანაკარგების სიდიდე. ანალიზის შედეგები ინტერპრეტირებულია ცხრილსა და გრაფიკულ ანაგებებში.
შეფასებულია სახელმწიფო საზღვრის მოცემული მონაკვეთის ტრასფორმაციების ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ხაზგასმულია საზოგადოების – როგორც სახელმწიფო საზღვრის ისტორიული ტრანსფორმაციების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორის როლი, სასაზღვრო ზოლის მოსახლეობის, მათი ეთნიკურ-რელიგიური და სახელმწიფოებრივი მიკუთვნილობის და მრავალი სხვა სინამდვილის მნიშვნელობა ამ პროცესებში.
ამრიგად, ისტორიულ პერიოდში საქართველო-სომხეთის სასაზღვრო სივრცემ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები განიცადა, რამაც ადეკვატური ასახულობა ჰპოვა კარტოგრაფიულ და სხვა სახის გეოგრაფიულ წყაროებში. ამ მასალების შესწავლა და ანალიზი კი თანამედროვე საზღვრების დელიმიტაცია – დემარკაციის სამართლიან და დროულ შესრულებას შეუწყობს ხელს.
ციცინო დავითულიანი,
ასოცირებული პროფესორი,
აწსუ,
ქუთაისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: geogender@mail.ru
მოხსენების სათაური: ქუთაისისა და მისი მიდამოების რეკრეაციული ლანდშაფტები და მათი გამოყენების დინამიკა (2005-20015 წლებში)
ავტორი(ები): ციცინო დავითულიანი
მომხსენებელი: ციცინო დავითულიანი
საკვანძო სიტყვები: ქუთაისი და მისი მიდამოები, რეკრეაციული ლანდშაფტები.
აბსტრაქტი:
ქუთაისისა და მისი მიდამოების რეკრეაციული ლანდშაფტები და მათი გამოყენების დინამიკა
(2005-20015 წლებში)
დავითულიანი ც.გ.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, geogender@mail.ru
კვლევის ობიექტი მოიცავს ქ. ქუთაისსა და მის მოსაზღვრე რაიონებს (წყალტუბო, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა), რომლის ფართობი მთელი იმერეთის ტერიტორიის 38%-ს, ანუ 2520,9კმ²²-ს შეადგენს. საკვლევი ტერიტორია ჩვენი მშობლიური მხარეა, რომელიც ინტენსიურადაა დასახლებული, შედარებით ადვილია მოვიპოვოთ საკვლევი მასალა და ამიტომ ჩვენს მიერ საკვლევად სწორედ ეს რეგიონი იქნა არჩეული.
ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებული იქნა სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურა, ბუნების დაცვის ინსპექციისა და იმერეთის მიწის მართვის სამმართველოდან აღებული სტატისტიკური მასალები; წყალტუბოს ზონის, ბაღდათის, ვანის და თერჯოლის საკრებულოდან მოპოვებული მასალები.
კვლევის მიზანს და ამოცანებს წარმოადგენს საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში არსებული რეკრეაციული ლანდშაფტების სტრუქტურის, ევოლუციის შესწავლა და ცვლილების დინამიკის დადგენა 2005_2015 წლებში, აგრეთვე მათი რაციონალური გამოყენებისათვის გასატარებელი ღონისძიებების დადგენა.
ნაშრომი შესრულებულია: ისტორიული, შედარებითი ანალიზის, მათემატიკური, კარტოგრაფიული და სხვა მეთოდების გამოყენებით.
ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში რეკრეაციული ლანდშაფტების სახეობების გავრცელების ფართობების განსაზღვრა და შედარებითი ანალიზის საფუძველზე მათი ცვლილებების დინამიკის დადგენა _ ათწლიან შუალედში 2005-2015 წ.წ-ში.
იმერეთში საკურორტო მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მისი ბუნება საკურორტო მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მისი ბუნება. რეგიონის ტერიტორიაზე არის ვერტიკალური ლანდშაფტების ყველა ზონა, გარდა ნივალურისა - დაწყებული ნოტიო სუბტროპიკებით და მთის ალპებით დამთავრებული. ესთეტიკურ ფაქტორთან ერთად დამსვენებლებს იზიდავს - მთის ჰავის სამკურნალო თვისებები, უმდიდრესი ჰიდრომინერალური რესურსები და ისტორიული მემკვიდრეობა. რეგიონს გააჩნია -კულტურული, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, რელიგიური და სხვა სახის ტურიზმის განვითარების პოტენციალი.
თერმული და მინერალური წყაროები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს სამკურნალო ტურიზმის გასავითარებლად. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნა ჩადებული წყალტუბოსა და საირმის კურორტების კეთილმოწყობაში, რამაც ხელი შეუწყო უცხოელი ტურისტების რიცხვის ზრდას აღნიშნულ კურორტებზე. საბჭოთა წლებში კურორტი წყალტუბო წელიწადში 160 ათასს ვიზიტორს მასპინძლობდა, 2013 წელს მხოლოდ 6585 რეკრეანტმა დაისვენა. დაწყებული პროექტების დასრულებისა და აბაზანების რეაბილიტაციების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ კურორტი შეძლებს 50 ათასი ვიზიტორის მიღებას, რის შედეგადაც 4-5 ათასი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.
2011წ-მდე საირმე იყო სეზონური კურორტი ეხლა კი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. კურორტ საირმეში არსებულ სასტუმრო კომპლექსს 24 საათის განმავლობაში ემსახურება გამოცდილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. საირმე კერძო პირის მფლობელობაშია. მას საშუალოდ წელიწადში 8000 რეკრეანტი სტუმრობს. ადგილობრივ დამსვენებლებს სჭარბობენ უცხოელები, კერძოდ - სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, უკრაინელი, ყაზახი, რუსი ვიზიტორები, ასევე გერმანელები და პოლონელები.
რეგიონი მდიდარია ქრისტიანული ტაძრებით, მათგან პირველ რიგში აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლესი, ორივე ობიექტი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში იყო შეტანილი.
რეკრეანტებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველი ობიექტებს წარმოადგენს სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები 2013 წელს ორივე მათგანმა 167 721 ტურისტს უმასპინძლა, ხოლო 2014 წლისათვის - 102 968 ვიზიტორი აღირიცხა. პრომეთეს მღვიმეში ახლად აღმოჩენილი ტბები საშუალებას იძლევა გაფართოვდეს ტურისტული მარშრუტის სიგრძე და განვითარდეს ექსტრემალური ტურიზმის ისეთი სახეობა, როგორიცაა დაივინგი. ექსტრემალური ტურიზმის სხვა სახეობებიდან მდინარეები იძლევა საშუალებას განვითარდეს რაფტინგი, რომელიც დღეისათვის მხოლოდ მდ. რიონზეა განვითარებული.
ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის გაახლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა რეკრეანტთა რაოდენობა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი კერძოთ: აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კვალიფიციური კადრების მომზადება, ექსტრემალური ტურებისათვის აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა, ეფექტური რეკლამირება და ა.შ.
საკვანძო სიტყვები: ქუთაისი და მისი მიდამოები, რეკრეაციული ლანდშაფტები, ვიზიტორები.
გიორგი მელაძე,
ასოცირებული პროფესორი,
ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: giorgi.meladze@tsu.ge
მოხსენების სათაური: იმერეთის რეგიონის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა
ავტორი(ები): გიორგი მელაძე, ბესიკ მაჩიტაძე
მომხსენებელი: გიორგი მელაძე
საკვანძო სიტყვები: იმერეთი, მოსახლეობა, შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი მატება
აბსტრაქტი:
გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში განვითარებული ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი - საქართველოს ისტორიაში არნახული ემიგრაციული პროცესებისა და შობადობის კლების მიუხედავად, ქვეყნის რეგიონებს შორის, იმერეთი მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით კვლავ ინარჩუნებს საქართველოს ყველაზე ხალხმრავალი რეგიონის სტატუსს. აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესებზე, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თუ როგორი დემოგრაფიული მდგომარეობა და მაჩვენებლები იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქედან გამომდინარე აქტუალურია არსებული დემოგრაფიული სიტუაციისა და პროცესების შესწავლა - ანალიზი.
დემოგრაფიული განვითარების დონის მიხედვით, საკვლევი არეალი დემოგრაფიული გადასვლის ბოლო – მეოთხე ფაზაში იმყოფება. დემოგრაფიული სისტემის ბუნებრივი განვითარების შემთხვევაში, აღნიშნული ფაზისათვის მას დაახლოებით 2015-2020 წლებისათვის უნდა მიეღწია. რეგიონში განვითარებულმა პერტურბაციულმა პროცესებმა არაბუნებრივად დააჩქარეს მოვლენების განვითარება, რის გამოც დემოგრაფიული განვითარების ზემოაღნიშნული დონე ფორსირებულად იქნა მიღწეული. იმერეთის დემოგრაფიულმა სისტემამ დეფორმირება განიცადა და მისი ნორმალური ფუნქცირების მეტნაკლებად აღდგენისათვის, დროის საკმაო პერიოდი და სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრისათვის იმერეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 703.3 ათასი მცხოვრები შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდეობის თითქმის მეექვსედ ნაწილს წარმოადგენს.
სტატიაში ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, გაანგარიშებული და გაანალიზებულია მოსახლეობის რაოდენობის განმსაზღვრელი ბუნებრივი მოძრაობის ძირითადი ელემენტების - შობადობა, მოკვდაობა, ბუნებრივი მატება – დინამიკა. აღნიშნულია, რომ 1990 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული შობადობა და მისი კოეფიციენტი. გაზრდილია მოკვდაობის მაჩვენებელი. შექმნილი ვითარების შედეგად შემცირებულია მოსახლეობის ბუნებრივი მატება.
წარმოდგენილ სტატიაში აღნიშნული პარამეტრები გაანგარიშებული და გაანალიზებულია იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი) და თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მიხედვით, რომელთა შორის გარკვეული განსხვავებები შეიმჩნევა.
რეგიონში არსებული დემოგრაფიული ვითარების კვლევისათვის გამოყენებულ იქნა აღწერილობითი, სტატისტიკური და შედარებით ანალიზის მეთოდები
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2013 წლიდან სახელმწიფოს დონეზე გააქტიურდა მუშაობა არსებული დემოგრაფიული ვითარების დასარეგულირებლად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ რეგიონებში სადაც უკანასკნელ წლებში დაფიქსირებულია შობადობის კლება და გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას - რის შედეგადაც არ ხდება ბუნებრივი მატება - ოჯახები ყოველი მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში სახელმწიფოსაგან მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას – ბარის რეგიონებში 150 ლარის ოდენობით, ხოლო მთიან რეგიონებში 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული პარამეტრების მიხედვით ქვეყანაში ექვსი რეგიონი შეირჩა, რომელთა შორის არის იმერეთიც.
განხილულ რეგიონში არსებული დემოგრაფიული ვითარების დარეგულირების მიზნით, ზემოაღნიშნულ ღონისძიებასთან ერთად, მიზანშეწონილია გრძელვადიანი პრონატალისტული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რომელიც რეგიონის დემოგრაფიული განვითარების ყველა ასპექტს მოიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში მოსალოდნელია დემოგრაფიული ვითარების კიდევ უფრო გაუარესება, რაც უპირველეს ყოვლისა აისახება მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაზე, რაც მის დაბერებას გულისხმობს. აღნიშნულ სტრუქტურაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, ასევე დემოგრაფიული განვითარების პერსპექტივები.
ნანა ბლიაძე,
ასოცირებული პროფესორი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქუთაისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: nanabliadze71@yahoo.com
მოხსენების სათაური: ზემო იმერეთის ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების მრავალფეროვნება და კარტომეტრული ანალიზი
ავტორი(ები): ბლიაძე ნ. ნ.
მომხსენებელი: ბლიაძე ნ. ნ.
საკვანძო სიტყვები: ზემო იმერეთი, ბუნებრივ-ანთროპოგენური, ლანდშაფტი, სელიტებური.
აბსტრაქტი:
საქართველოს ლანდშაფტების კვლევა და მისი დიფერენციაცია, როგორც რეგიონალური, ასევე ტიპოლოგიური ერთეულების მიხედვით, ფიზიკური გეოგრაფიის ერთ-ერთ აქტუალურ და საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების ჩამოყალიბებაში აქტიურ როლს თამაშობს, ამიტომ ლანდშაფტების დიფერენციაციის დროს ანთროპოგენის ფაქტორის გათვალსიწინება აუცილებელია, მით უმეტეს, რომ ზემო იმერეთში ბუნებრივი ლანდშაფტები პირველადი სახით თითქმის აღარსად გვხვდება. მათი ადგილი ანთროპოგენურ, კერძოდ: სელიტებურ, ტექნოგენურ და სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტებს უჭირავს.
წინამორბედ მკვლევართა (მ. სანებლიძე, დ. უკლება, ქრ. ჯაყელი 1970; ნ. ბერუჩაშვილი 1979; (Уклеба Д., Будагов Б. мдпу, 1983; გ. მარგველანი 1971) შრომებისა და ჩვენს მიერ ჩატარებული საველე-ექსპედიციური კვლევების ანალიზის საფუძველზე, ზემო იმერეთის ფარგლებში გამოვყავით ლანდშაფტის 23 ტიპი და გამოვთვალეთ მათი ფართობები. ჩვენს მიერ გამოყოფილი ლანდშაფტური ერთეულები შეიცავენ ანთროპოგენურ შინაარსს, რადგან საკვლევი რეგიონის ლანდშაფტები ბუნებრივ ფაქტორებთან და პროცესებთან ერთად მეტნაკლებად განიცდიან ანთროპოგენურ ზემოქმედებას, რომლის გათვალისწინებაც ლანდშაფტების დიფერენციისას ვფიქრობთ, რომ აუცილებელია.
ზემო იმერეთი ძირითადად მთიანი რეგიონია და მისთვის ნიშანდობლივია მთის კლასის ლანდშაფტების დომინირება. თუმცა აღნიშნულ რაიონში მცირე ფართობზე, მაგრამ მაინც წარმოდგენილია ვაკის კლასის ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტები. ზემო იმერეთში, ჩვენი გაანგარიშებით, ვაკის (ჭალის, ვაკე-დაბლობის, დახრილი ვაკე-დაბლობის, გორაკ-ბორცვების) ლანდშაფტებს 500, 7 კმ2 ფართობი უჭირავს, რაც აღნიშნული რეგიონის ტერიტორიის 18,9 % შეადგენს. მთის კლასის ბუნებრივ-ანთროპოგენურ ლანდშაფტებს შორის დომინირებს დაბალმთის ლანდშაფტები და 1320,35 კმ2 ფართობს მოიცავს, რაც მთელი რეგიონის 49, 4 %-ია, ხოლო საშუალო მთის ლანდშაფტები შეადგენს 28,2% ანუ 743,5 კმ2 -ს. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მცირე გავრცელებით გამოირჩევა მაღალმთის ლანდშაფტები, რომლის გავრცელების არეალი 71, 1 კმ2 ანუ 3 %-ს მოიცავს და ერთიან შეკრულ სარტყელს ვერ ქმნის. ის ცალკეული ფრაგმენტების სახით წარმოდგენილია რაჭის, მესხეთის, და ლიხის ქედის ყველაზე მაღალ ნაწილში, რადგან აღნიშნული რეგიონის ყველაზე მაღალი მწვერვალებიც კი სიმაღლითი განვითარებით მცირედ სცილდებიან სუბალპურ ზონას. ზემო იმერეთში სელიტებური ლანდშაფტების საერთო ფართობი, ჩვენი გაანგარიშებით, 314 კმ2 -ია, რაც საკვლევი რეგიონის 11.9%-ს შეადგენს.
დალი მიქაუტაძე,
ასოცირებული პროფესორი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქუთაისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: magdana.kvabziridze@atsu.edu.ge
მოხსენების სათაური: კლიმატის ცვლილების მიმართ იმერეთის ტყეების მოწყვლადობა
ავტორი(ები): დალი მიქაუტაძე, მაგდა კვაბზირიძე
მომხსენებელი: მაგდა კვაბზირიძე
საკვანძო სიტყვები: ტყის ეკოსისტემა, კლიმატის ცვლილება, მოწყვლადობა.
აბსტრაქტი:
საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული, მათ შორის კლიმატური პირობების ნაირგვარობა, მცენარეული საფარის ჩამოყალიბების რთული ისტორია, მისი მდებარეობა ევროპისა და აზიის შესაყარზე, სრულიად სხვადასხვა გენეზისის ლანდშაფტების გარემოცვა, მისი ტყის მცენარეულობის მრვავალფეროვნებას განაპირობებს. იმერეთში რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 9,4% უჭირავს, ტყიანობის მაჩვენებელი 51,8% -ს უდრის. ტყითაა დაფარული რეგიონის 341,8 ათასი ჰა ფართობი.
თემის საკვლევ პრობლემას წარმოადგენს იმერეთის ტყეების მოწყვლადობა კლიმატის ცვლილების მიმართ, რამდენადაც იმერეთის ტყეებს ძირითად ნიადაგდაცვითი, წყალშენახვითი და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც დაუშვებელია მათი სამრეწველო ექსპლუატაცია. თუმცა ხანგრძლივმა ანთროპოგენურმა ზეგავლენამ არსებითად შეცვალა საქართველოს ეკოსისტემები, მათ შორის ტყეებიც.
ტყის ფართობის შემეცირებაზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახა გასული საუკუნის 90-იანი წლებში ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, როდესაც ადგილი ჰქონდა მთელს ქვეყანაში ხე-ტყის უნებართვო და უსისტემო ჭრას. სწორედ წლების განმავლობაში არასწორი ტყითსარგებლობის შედეგად, ისევე როგორც მთელ საქართველოში, იმერეთშიც ტყის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი დეგრადირებულია, ამას ემატება ის უარყოფითი შედეგებიც, რომელიც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული მიმდინარე კლიმატის გლობალურ დათბობას ახლავს თან.
კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს ტყის ფართობის შემცირების მიზეზების დადგენა და ტყის ეკოსისტემის მოწყვლადობის განსაზღვრა კლიმატის ცვლილების მიმართ იმერეთის რეგიონში.
კოლხეთის ეკოსისტემებს მსოფლიოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რაც პირველ რიგში აიხსნება, იმით, რომ ეს არის დასავლეთ ევრაზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფაგიუმი რელიქტური მესამეული ნოტიო და სითბოს მოყვარული მცენარეებისა, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა ესაჭიროებათ. აქ საკმაო რაოდენობითაა ენდემური მცენარეებიც, რომლებიც კარგად არის შეგუებული კირქვიან სუბსტრაქტთან. ,,კირქვიანი ფლორის" მცენარეთა რიცხვი ა.ქუთათელაძის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში 172 სახეობას აღწევდა, რომელთაგან იმერეთის კირქვიანებზე მოდიოდა 59 სახეობა, ანუ მთელი საქართველოს ენდემების 15,9%.
ბოლო 10 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ძირითადად ვიზუალური დაკვირვების მეთოდის ხარჯზე, გამოვლენილ იქნა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ძირითადი ზიანის მომტანი მავნებელ-დაავადებები. იმერეთში ასეთებია: ბზის სიდამწვრე და წაბლის ქერქის კიბო (ენდოტეა). უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ბზის კორომების მასიური ხმობა. მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ ბზა განეკუთვნება წითელი ნუსხით დაცულ სახეობას და მისი მასობრივი ხმობა უდიდესია დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურის 1,50C -ით მომატების შემთხვევაში, დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი ეკოსისტემების ტრანსფორმაციაა მოსალოდნელი, რამეთუ სწორედ მარადმწვანე კოლხური ქვეტყე და ხმელთაშუაზღვიური ელემენტები, რომლებიც მრავლადაა წარმოდგენილი იმერეთში, ყველაზე მგრძნობიარენი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებიდან განსაკუთერებით აღსანიშნავია გვალვა. 90-იანი წლებიდან დღემდე კი საქართველოში გვალვიან დღეთა რიცხვი და ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან 3 თვემდე არის გაზრდილი და ამ მხრივ არც იმერეთია გამონაკლისი.
ტყეებს ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ე.წ. ტყის ხანძარი, რომელთა განმეორებადობის რიცხვი ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი. 2014 წლის მონაცემებით ხანძრების განმეორებადობითა და გადამწვარი ფართობების სიდიდის მიხედვით იმერეთი მეორე ადგილს იკავებს (154,0 ჰა) კახეთის შემდეგ.
2014 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო და დღესაც გრძელდება საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია, რაც გულისხმობს სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას ტყეების შენარჩუნების, აღდგენისა და გაჯანსაღების მიზნით.
მერაბი გონგაძე,
ასოცირებული პროფესორი,
თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: merabgongadze@ymail.com
მოხსენების სათაური: ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორებით გადაადგილებული მინერალური მასების მოცულობათა თანაფარდობა ჭიათურის პლატოზე
ავტორი(ები): მერაბ გონგაძე
მომხსენებელი: მერაბ გონგაძე
საკვანძო სიტყვები: სამთო გამონამუშევარი, ინტენსივობა, ეროზია, დენუდაცია, მოცულობა
აბსტრაქტი:
პრობლემა “ადამიანი_ბუნება” ცივილიზაციის განვითარების თანამედროვე ეტაპზე უაღრესად გამწვავებულია და მოითხოვს მისი წარმოქმნის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების საფუძვლიან კვლევას. ჩვენი მიზანი იყო წარმოგვედგინა ადამიანის როლი ბუნებრივი გარემოს თანამედროვე ცვლილებებში, რისთვისაც შევარჩიეთ საქართველოში ანთროპოგენურად ერთერთი ყველაზე ინტენსიურად გარდაქმნილი ტერიტორია - ჭიათურის პლატო, სადაც გარემოზე ზემოქმედების უმთავრეს ფაქტორს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები წარმოადგენს. აქ, გარემოს ცვლილებებმა თავის პიკს გასული საუკუნის 80-იან წლებში მიაღწია.
ბუნებრივი პროცესების (ტექტონიკური მოძრაობები, ეროზია-დენუდაცია)მიერ და ადამიანის საქმიანობით გადაადგილებული მინერალური მასების მოცულობათა თანაფარდობის დასადგენად, ჩვენ, ერთის მხრივ, გავაანალიზეთ საწარმოო გაერთიანება “ჭიათურმარგანეცის” არქივში არსებული მონაცემები, რამაც საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა საბადოს გახსნიდან გასული საუკუნის 90-ან წლებამდე, ანუ დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, სამთო სამუშაოების მიერ გადაადგილებული მინერალური მასების მოცულობა. გაანგარიშებების საფუძველზე დადგინდა, რომ მიწისქვეშა და ღია წესით მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოების შედეგად ამ პერიოდში გადაადგილებული მინერალური მასის (გატანილი მადანი და ფუჭი გამონამუშევრები) მოცულობამ 120 მილ. მ3-ს მიაღწია, ანუ წელიწადში საშუალოდ 1,2 მილ. მ3.
მეორე მხრივ, გამოვიყენეთ რა მთიან ქვეყნებში დენუდაციის მოცულობის განსაზღვრის მორფომეტრიული (ბრონგულევი, მურატოვი) და ენდოგენურ და ეგზოგენურ ფაქტორთა მიერ გადაადგილებული მასების მოცულობათა განსაზღვრის (ტიმოფეევი, ფირსენკოვა) მეთოდები, ასევე, ჭიათურის პლატოს შესახებ არსებული გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კარტოგრაფიული მასალები, პლატოს რელიეფის საველე გამოკვლევების მონაცემები, დავადგინეთ, რომ პლატოს ტერიტორიის (77 კმ2) ამჟამინდელი მოცულობა, ეროზიის უდაბლესი წერტილიდან (მდ. ყვირილა, 330 მ ზღვის დონიდან) დენუდაციის უმაღლეს წერილამდე (815 მ ზღვის დონიდან), შეადგენს 20,05 მილიარდ მ3-ს. პლატოს დენუდაციამდელი მოცულობის დასადგენად ჩვენ მოგვიხდა საწყისი (დენუდაციური) ზედაპირების რეკონსტრუქცია. ესენია, ჭიათურის პლატოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის სერები და ბორცვები, რომლებიც ქვედა და შუა სარმატული ასაკის დანალექი ქანებითაა აგებული. რამდენადაც საკვლევ ტერიტორიაზე ზედა სარმატული ნაფენები არ შეინიშნება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დროისათვის (ზედა სარმატი) პლატო უკვე განთავისუფლდა ზღვისაგან და აქ კონტინენტური რეჟიმი ჩამოყალიბდა. შესაბამისად, იწყება ეროზიულ-დენუდაციური პროცესები, ხოლო ეროზიის ბაზისს მდ.ყვირილა წარმოადგენს, რომელიც შენაკადების ქსელს ივითარებს და ჭიათურის პლატოს რამდენიმე “მინიპლატოებად” ანაწევრებს. რამდენადაც რელიეფის ამგებელი სტრუქტურები ჰორიზონტულია, ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პლატოს მთელი ზედაპირი ერთდროულად ამოვიდა ზღვიდან და შესაბამისად, მაშინვე, ანუ ზედა სარმატში, დაიწყო მისი გადარეცხვა. ამგვარად, დადგინდა ჭიათურის პლატოს ზევით მითითებული ზედა დენუდაციური ზღვარი - 815 მ ზ. დ-დან, ხოლო ქვედა ზღვარს მდ. ყვირილას კალაპოტის საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ყველაზე დაბალი წერტილი – 330 მ ზ.დ-დან წარმოადგენს. ამრიგად, ჩვენ მივიღეთ გეომეტრიული სხეული – პარალელეპიპედი, რომლის მოცულობაც გამოვითვალეთ და მივიღეთ 37,34 მილიარდი მ3. ზემოთაღნიშნული მეთოდიკით გამოთვლილი რელიეფის უარყოფითი ფორმების მოცულობა 17,29 მილიარდი მ3-ა. ეს ციფრი წარმოადგენს ზღვიდან განთავისუფლების შემდეგ (ზედა სარმატი) ჭიათურის პლატოდან დენუდირებული და გატანილი მინერალური მასის მოცულობას. თუ ამ ციფრს გავყოფთ ზედა სარმატიდან დღემდე გასულ პერიოდზე, ანუ დაახლოებით 10 მლნ. წელზე, მივიღებთ, რომ ბუნებრივად დენუდირებული და გატანილი მინერალური მასის საშუალო წლიური მოცულობა 1729 მ3–ია. გაანგარიშებებით მიღებული შედეგების საფუძველზე გამოვითვალეთ, ასევე, ზედაპირული გადარეცხვის საშუალოწლიური მაჩვენებელი ჭიათურის პლატოსთვის, გავყავით რა დენუდაციის საშუალოწლიური მოცულობა (1729 მ3) კვლევისთვის შემოსაზღვრული ტერიტორიის ფართობზე (77 კმ2). ეს მაჩვენებელი უდრის 0,023 მმ–ს წელიწადში. საკვლევი ტერიტორიის ტექტონიკური მოძრაობების შესახებ არსებულ მონაცემებზე (ლილიენბერგი, შირინოვი) დაყრდნობით ირკვევა, რომ იმერეთის მაღლობის აზევების სიჩქარე შეადგენს 4 მმ-ს წელიწადში. თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ საკვლევი ტერიტორიის ფართობზე (77 კმ2), მივიღებთ პლატოს წლიური აზევების მოცულობას, დაახლოებით 350 000 მ3-ს წელიწადში. თუ შევაჯამებთ აზევებისა და დენუდაციის მონაცემებს, მივიღებთ საკვლევ ტერიტორიაზე მინერალური მასების გადაადგილების ბუნებრივი ფაქტორების ინტენსივობის რაოდენობრივ გამოსახულებას – 351 729 მ3/წ.
ბუნებრივი ფაქტორებით მინერალური მასების გადაადგილების ინტენსივობის რიცხვობრივი გამოსახულება (1,2 მლნ. მ3/წ), შევადარეთ ანთროპოგენური ფაქტორებით მინერალური მასების გადაადგილების ინტენსივობის რაოდენობრივ გამოსახულებას (351 729 მ3/წ.), მათ შორის თანაფარდობის დადგენის მიზნით. გაანგარიშების საფუძველზე ირკვევა, რომ სამთო სამუშაოებით გადაადგილებული მინერალური მასების მოცულობა თითქმის 3,5 - ჯერ აჭარბებს ბუნებრივი პროცესებით გადაადგილებული მინერალური მასების მოცულობას.
მარიამ ელიზბარაშვილი,
ასოცირებული პროფესორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: mariam.elizbarashvili@tsu.ge
მოხსენების სათაური: ქალაქ თელავის მოსახლეობის დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემების მიმართ
ავტორი(ები): მარიამ ელიზბარაშვილი,იზოლდა ჭინჭარაშვილი,ნატა ჭაუტიძე
მომხსენებელი: მარიამ ელიზბარაშვილი
საკვანძო სიტყვები: ეკოლოგიური პრობლემები, მოსახლეობა, დამოკიდებულება
აბსტრაქტი:
გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელის პრობლემა, გარემოს დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი პრობლემებია, სწორედ ამიტომ მიღებულია სხვადასხვა საერთაშორისო კონვენცია რომელსაც საქართველოც მიურთდა.
გარდა ამ კონვენციებისა, საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს კონსტიტუციას, გარემოსდაცვით კანონებს, საერთაშორისო შეთანხმებებს, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, პრეზიდენტის ბრძანებულებებს, მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებს, მინისტრების ბრძანებებს, ინსტრუქციებს, რეგულაციებს და სხვა.
თვითეული ამ დოკუმენტის მნიშვნელობა განისაზღვრება იმით თუ რამდენად რეალურად ასახავს/ეხმიანება/არეგულირებს გარემოსდაცვით პრობლემებს და რეალური დადებითი ეფექტის მომტანია მოსახლეობისათვის.
გლობალური ეკოლოგიური პრობლემების ფონზე ლოკალური ეკოლოგიური პრობლემები უფრო მეტად მწვავე ხასიათს იძენს როგორიცაა საქარე დამცავი ზოლების, სარწყავი სისტემების განადგურება, მიწის დეგრადაცია (საძოვრებად ინტენსიური გამოყენება), უკანონო ხის ჭრით ტყეების განადგურება, გაუმართავი ავტომანქანები, და სხვა.
ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მცდელობისას ორი ასპექტი იკვეთება: 1) საერთაშორისო თუ ადგილობრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების თუ კანონმდებლობის შემუშავება და მიღება; 2) მოსახლეობის ინფორმირებულობა და გათვითცნობიერებულობა ეკოლოგიური პრობლემების პოტენციური ზემოქმედების შესახებ მათ ყოველდღიურ ცხოვრბაზე, ასევე მოსახლეობის როლის გაააზრება გარემოს დაცვის საკითხებში, მათი მონაწილეობის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაგეგმვის სისტემში.
ამ კონტექსატში მეტად აქტუალურია შესწავლილ იქნას მოსახლეობის მოსაზრებები, დამოკიდებულება და ქცევები ეკოლოგიური პრობლემების მიმართ, რაც ჩვენი კველვის მიზანს წარმოადგენდა.
კვლევის შესრულების ადგილად შეირჩა ქალაქ თელავი. თელავი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ.
თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია.
ქ. თელავში უკანასკნელ წლებში დიდია კლიმატის ცვლილებითა და მასთან დაკავშირებული ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენებით გამოწვეული ზარალი: ნათესების და მრავალწლიანი ნარგავების, შენობა ნაგებობების და კავშირგაბმულობის დაზიანება. აქ ასევე გარკვეული რისკი არსებობს ღვარცოფული ნაკადისა (რამაც ამ სამი ათეული წლის წინ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქალაქ თელავს), თელავის მოსახლეობისათვის ეკოლოგიურ პრობლემას ასევე წარმოადგენს ქალაქის დაბინძურება, სასმელი წყლის პრობლემა და სხვა.
ქალაქ თელავის მოსახლეობის დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემების მიმართ შესწავლილ იქნება ანკეტური გამოკითხვის მონაცემების საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხა ანკეტებით. რესპონდენტთა შერჩევა/ბაზის შედგენისათვის გამოყენებული იქნა შემთხვევითი შერჩევის მეთოდი და ბოლო საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ბაზა.
განისაზღვრა გამოსაკითხი რესპოდენტა რაოდენობა.
სტატისტიკური ანალიზისათვის გამოყენებული იქნება SPSS პაკეტი, რომელიც დღესდღეობით ფარდოდ გამოიყენება მსოფლიოში სტატისტიკური ანალიზისათვის.
კვლევის შედეგად გაანალიზდა ადამიანის და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების შემდეგი ასპექტები:
ზოგადი დამოკიდებულება გარემოს მიმართ: პირველი ასოციაცია და რა არის მთავარი ეკოლოგიური საზრუნავი მათთვის.
პირადი ურთიერთობა გარემოსთან: დამოკიდებულება და ქმედება.
რამდენად მნიშვნელოვანია გარემო თელაველებისათვის, როგორ ზემოქმედებს გარემო მოსახლეობაზე. ეკოლოგიურ პრობლემებს აქვს თუ არა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზემოქმედება. რა ქმედებებს მიიჩნევს მოსახლეობა პრიორეტიტულად.
მოსაზრებები გარემოსდაცვით პოლიტიკაზე: რა არის მათთვის სასურველი პოლიტიკა, არსებობს თუ არა მოსახლეობაში საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მხარდაჭერა.
ინფორმირებულობა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ: განცდა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია; თემები, რომელზეც არ არის საკმარისი ინფორმაცია, ინფორმაციის წყაროები.
კვლევა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
გიორგი კირკიტაძე,
გეოგრაფიის მაგისტრი,
კულტურული მემკვიდრეობის კლვევის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: giorgi.kirkitadze.3@iliauni.edu.ge
მოხსენების სათაური: ფოტოგრამმეტრიის ტექნიკის გამოყენება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მაგალითზე
ავტორი(ები): გიორგი კირკიტაძე;მიხეილ ელაშვილი ;ნიკოლოზ ვაჩეიშვილი; არჩილ მაღალაშვილი
მომხსენებელი: გიორგი კირკიტაძე
საკვანძო სიტყვები: ფოტოგრამმეტრია, რელიეფის ციფრული მოდელი, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი, გეომორფოლოგია, გეოლოგია
აბსტრაქტი:
ჩვენი ნაშრომი ნაწილია პროექტ „ვარძიის კლდეში ნაკვეთი ძეგლის მდგომარეობის კომპლექსური კვლევა - მონიტორინგი -ს“, რომელიც დაიწყო 2014 წელს და ითვალისწინებს რამოდენიმე მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით თუ პრაქტიკულ სამუშაოს.
ვარძიის კომპლექსი უნიკალურ ანთროპოგენურ, კლდეში გამომუშავებულ ძეგლს წარმოადგენს. ვარძია გამოკვეთილია ვულკანურ ქანებში (ტუფები, ტუფობრექჩიები და ტუფო-კონგლომერატები) და მოიცავს რამოდენიმე ჰექტარ ფართობს. ამგებ ქანებში მიმდინარე ეროზიული პროცესების გამო, ვარძია ნგრევის მუდმივი პრობლემების წინაშე დგას. მოქმედებს ისეთი ფაქტორები როგორიცაა ქანების ზედაპირული გამოფიტვა, ტექტონიკა, განსხვავებული ამგები ლითოლოგიური შრეების ურთიერთქმედება, ძირითადი ნაპრალების არსებობა და მასთან ასოცირებული რთული ბლოკური სტრუქტურა, ზედაპირული ჩამონადენი წყლის ნაკადები, ძირითად ქანებში ინფილტრირებული გრუნტის წყლების მოქმედება, მიკრობზარების რთული სტრუქტურა და სხვა.
ვარძიის კვლევის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს რომ გეოლოგიური თუ გეომორფოლოგიური აგეგმვა და შესაბამისად კარტირებაც საჭიროა ჩატარდეს როგორც ვარძიისთავზე არსებულ ფერდობზე, ასევე თითქმის ვერტიკალურ ქარაფზე.
სამუშაოების მიმდინარეობისას გამოყენბული იქნა გეოსაინფორმაციო სისტემა (ArcGis 10.2.1) და ახლადამკვიდრებული მეთოდი, ახლო-მაძილიანი პოტოგრამმეტრია (Agisoft photoscan professional). ფოტოგრამმეტრიის გამოყენება სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, საშუალებას გვაძლევს ავაგოთ საკვლევი ობიექტის, საკმაოდ მაღალი სიზუსტის სამ-განზომილებიანი მოდელი მინიმალური დანახარჯებით. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს სამგანზომილებიანი მოდელიდან მივიღოთ საკლვევი ობიექტის ორთოგრაფიული გამოსახულებები სხვადასხვა პროექციებში, კერძოდ XY და XZ სიბრტყეებში.
ფოტოგრამმეტრიის ტექნიკის გამოყენებით შევქმენით ვარძიის ქარაფის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სამგანზომილებიანი მოდელები, აგრეთვე მივიღეთ, საკვლევი არეალის მაღალი გარჩევადობის რელიეფის ციფრული მოდელი (DEM) და ორთოსურათები. ჩვენ მიერ აგებული იქნა ვარძიის ქარაფის ციფრული გეოლოგიური და გეომორფოლოგიური რუკები (მასშტაბით 1:1000); სადაც აისახა განხორციელებული საველე კვლვების და შეგროვებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები.
ილია ოქრომელიძე,
დოქტორანტი,
ა(ა)იპ ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: ilia.okromelidze@yahoo.com
მოხსენების სათაური: შიდა და ქვემო ქართლის ტურისტული რესურსების თანამედროვე მდგომარეობა
ავტორი(ები): ილია ოქორმელიძე (ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე)
მომხსენებელი: ილია ოქრომელიძე
საკვანძო სიტყვები: ტურისტული რესურსები, შიდა და ქვემო ქართლი, ბუნების ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
აბსტრაქტი:
ქვეყნის რეგიოენბში ტურიზმის განვითარება, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ტურიზმის განვითარების მთავარ საფუძველს კი გარდა სხვა მრავალი ფაქტორისა, ტურისტული რესურსების არსებობა და მათი საფუძვლიანი შესწავლა ქმნის. ამ მხრივ საქართველოში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი, თუ კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობებით, არსებული რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტულად დღემდე აუთვისებელია. პრობლემის არსი პირველ რიგში ტურისტული ობიექტების შესახებ არსებული ინფომრაციის დეფიციტში მდგომარეობს. მათ ნაწილზე ინფორმაცია ფაქტიურად არ არსებობს, ხოლო უამრავ ობიექტზე ინფომრაცია ძალზედ მოძველებულია და მათ თანამედროვე მდგომარეობას სრულიად არ შეესაბამება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად უპირველესი მიზანი არსებული ტურისტული რესურსების თანამედროვე მეთოდებით კვლევა და ამის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე კონკრეტული ობიექტის ტურისტული ღირებულების განსაზღვრაა.
ქვემოთ მოცემული კვლევა მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს მოიცავს. აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალებში საკვლევ ობიექტებს წარმოადგენდა: 1.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები; 2. არქეოლოგიური ძეგლები; 3.ბუნების ძეგლები; 4.ქალაქის და სოფლის დამახასიათებელი ურბანული არქიტექტურა; 5. ლანდშაფტი, პანორამა, ხედი: 6. კემპინგების მოსაწყობი ადგილი; 7. საპიკნიკე ადგილი; 8. რეკრეაციული ზონა, პარკი და სხვა მწვანე განაშენიანება.
კვლევის განხორცილების მეთოდოლოგია დამყარებული იყო ზოგადად პროექტის მენეჯმენტის ძირითად პრინციპებზე, რაც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს მოსამზადებელ და განსახორციელებელ ეტაპებს. ასევე დაინტერესებულ მხარეთა იდენტიფიცირებას და მათ ხარისხობრივ დაყოფას. კვლევის საწყის ეტაპზე მოხდა არსებული ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, შემდგომ პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე დაიგეგმა შესაბამისი განხორციელების გზები.
მოსამზადებელი ფაზა: კვლევის ფარგლებში რეგიონებში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა განხორციელდა ადგილობრივი გამგეობების, ადგილობრივი რწმუნებულების, სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ მიერ მოწოდებული მასალების და დამუშავებული სამეცნიერო შრომებისა და სხვა სახის ლიტერატურის საფუძველზე. ადგილობრივების ცოდნის მოგროვებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მოეწყო შეხვედრები, როგორც მოსახლეობასთან, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
განხორცილების ეტაპი: შემდგომ ეტაპზე მიღებული ინფორმაციის და ადგილობრივთა მოსაზრებების გათვალისწინებით რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა ექსპედიციები პოტენციურად საინტერესო ყველა ტურისტულ ობიექტზე. გასვლები მიზნად ისახავდა აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალებში ტურისტულად საინტერესო იბიექტების გამოვლენასა და მათ აღწერას. საველე გასვლის პერიოდში ყველა ობიექტისთვის შეივსო ანკეტა. სადაც აღწერილია ობიექტის შესახებ ტურისტულად საინტერესო სრული ინფორმაცია. გარდა ამისა თითოეული ობიექტისთვის განისაზღვრა GPS მონაცემები და გადაღებულ იქნა მაღალი ხარისხის ფოტო მასალა.
მოკვლევის შედეგად ორივე რეგიონში სულ აღწერილი და შესწავლილი იქნა 700-მდე ობიექტი. უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლილი ობიექტების ძირითად ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოადგენს, რმელთა უმრავლესობა ისტორიულ–არქიტექტურულ ძეგლებზე მოდის. გამოვლინდა, რომ ობიექტების ნაწილი ამჟამად პრაქტიკულად აღარ არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ნაწილი ძალზედ დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვა, ან მცირე ნანგრევი. შიდა ქართლის რეგიონში მნიშვნელოვანი პრობლემაა კონფლიქტურ ზონასთან მდებარე სოფლებში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულება, რადგან მათთან მოსახვედრად ხშირ შემთხვევაში პოლიციის, რამდენიმე საგუშაგოს გავლაა საჭირო. გამოვლინდა ობიექტები, სადაც მისვლა მხოლოდ შეიარაღებული დაცვის თანხლებით არის შესაძლებელი. საბოლოოდ ეს ყოველივე კი რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე ძალზედ ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ლევან ტიელიძე,
დოქტორანტი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: levan.tielidze@tsu.ge
მოხსენების სათაური: კლიმატის ცვლილების გავლენა მყინვარ ჭალაათზე ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში
ავტორი(ები): ლევან ტიელიძე
მომხსენებელი: ლევან ტიელიძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, მყინვარების დინამიკა, დისტანციური ზონდირება
აბსტრაქტი:
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა მყინვარებზე მონიტორინგს, მათ ცვლილებაზე და რეჟიმზე დაკვირვებას, რაც მეტად საინტერესო ინფორმაციას წარმოადგენს კლიმატის გლობალური ცვლილების გასარკვევად. კავკასიის რეგიონში კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების დინამიკის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც კავკასია ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთათა სისტემაა.
ზემო სვანეთში მყინვარების არსებობისათვის ხელსაყრელ სინოპტიკურ პირობებს (ძირითადად ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების განაწილება) განაპირობებს.
მყინვარი ჭალაათი - ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდ. ჭალაათის სათავეში მდებარეობს, რომელიც მდ. მესტიაჭალის მარჯვენა შენაკადია. იგი ხეობის რთული ტიპის მყინვარია და ორი ნაკადისაგან შედგება. ჭალაათი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე არსებული მყინვარებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ზ.დ. 1960 მ ჩამოდის.
კვლევის დროს გამოვიყენეთ 1960-იან წლებში შედგენილი 1:50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები. აგრეთვე გამოვიყენეთ დისტანციური ზონდირების მეთოდი რომელიც მყინვარების დინამიკის კვლევისათვის (ფართობის ცვალებადობა, მყინვარის ენის სიგრძის და ზღვის დონიდან სიმაღლის განსაზღვრა, ფირნის ხაზის სიმაღლებრივი ცვალებადობა) ყველაზე კარგი თანამედროვე საშუალებაა და გამოირჩევა შედეგების სწრაფად მიღებით. კვლევისათვის საჭირო მასალას წარმოადგენს ’’Landsat’’-ის ხელოვნური თანამგზავრიდან 1986 წლის 6 აგვისტოს, 2000 წლის 12 აგვისტოს და 2014 წლის 11 აგვისტოს მიღებული სპექტრული გამოსახულებები LandsatTM (Thematic Mapper) (USGS). ასევე გამოვიყენეთ 2011 წლის საველე მასალები, როდესაც მყინვარზე 3 თვის განმავლობაში (ივნისი-ივლისი-აგვისტო) გვქონდა სტაციონალური ბანაკი.
2011 წელს ჩვენ მიერ მყინვარზე მოპოვებული ჰაერის ტემპერატურებისა და იგივე პერიოდის მესტიის მეტეო სადგურის ჰაერის ტემპერატურებს შორის დავადგინეთ სიმაღლებრივი ტემპერატურული გრადიენტი. მოვახდინეთ მათ შორის კორელაციური კავშირი. შემდეგ Transfer Function-ის საშუალებით მიღებული ფორმულით აღვადგინეთ ჭალაათის 1961-2013 წლების პერიოდის ტემპერატურული მონაცემების მსვლელობა როგორც საშუალო წლიური ასევე საშუალო თვიური და ტემპერატურული ანომალიები.
ლევან ტიელიძე,
დოქტორანტი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: levan.tielidze@tsu.ge
მოხსენების სათაური: აფხაზეთის მყინვარების რაოდენობისა და ფართობის ცვლილება ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში
ავტორი(ები): ლევან ტიელიძე
მომხსენებელი: ლევან ტიელიძე
საკვანძო სიტყვები: მყინვარების დინამიკა, დისტანციური ზონდირება, აფხაზეთის მყინვარები
აბსტრაქტი:
თანამედროვე კლიმატის ცვლილების შედეგად მყინვარების დნობა დღეს მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში შეინიშნება. მყინვარების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ბოლო პერიოდში, რადგან მაღალმთიანი და პოლარული რაიონების ინტენსიურმა ათვისებამ გაამძაფრა ნივალურ-გლაციალური პროცესების განვითარების კანონების კვლევა.
ვინაიდან კავკასიონი მდებარეობს ალპებსა და კონტინენტური აზიის მთიან სისტემებს შორის, ეს რეგიონი თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით უდაოდ იწვევს მეცნიერების დიდ ინტერესს, მითუმეტეს, რომ უკანასკნელ წლებში გამოვლენილია არსებითი განსხვავებები ზღვიური და კონტინენტური რეგიონების მყინვარების რეჟიმსა და დინამიკაში, რაც უფრო ზრდის ყურადღებას კავკასიონისადმი, ამიტომაც აქ მიღებული რაოდენობრივი მონაცემები რეგიონალური და კონტინენტური მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანია.
აფხაზეთის კავკასიონში შედის რეგიონის ის ნაწილი, რომელიც დალარის უღელტეხილის დასავლეთით მდებარეობს. მას საქართველოში სუბგანედური მიმართულება აქვს. მისი სამხრეთ ფერდობის რელიეფი რთული ოროგრაფიული აგებულებით ხასიათდება. აქ ყველაზე მაღალ მორფოლოგიურ ერთეულს მთავარი წყალგამყოფი ქედი წარმოადგენს. მორფოლოგიურად და მორფომეტრიულად ასევე მკვეთრად არის გამოყოფილი კულისისებურად განლაგებული კავკასიონის შტოქედები: გაგრის, ბზიფის, ჩხალთის (აფხაზეთის), კოდორის. დასავლეთ კავკასიონის ფარგლებში მყინვარები წარმოდგენილია მდინარეების ბზიფის, კელასურისა და კოდორის აუზებში.
კვლევის დროს ჩვენ ვიყენებთ 1911 წელის კ. პოდოზერსკის მიერ შედგენილ მყინვარების კატალოგის მონაცემებს და 1960-იანი წლების მსხვილმასშტაბიან ტიპოგრაფიულ რუკებს. თანამედროვე მყინვარების რაოდენობისა და ფართობის დადგენის მიზნით ჩვენ ვიყენებთ 2014 წლის Landsat-ის კოსმოსურ სურათებს. კერძოდ Landsat L8 OLI/TIRS (Operational Land Imager and Thermal Infrared Sensor) (USGS) სურათებს, რომელიც გადაღებულია 2014 წლის აგვისტოს თვეში.
გიორგი არაბული,
დოქტორანტი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბოტანიკის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: gio_arabuli2000@yahoo.com
მოხსენების სათაური: ორქიდეები - კირქვიანი ჰაბიტატების დეგრადაციის ინდიკატორი სახეობები
ავტორი(ები): გიორგი არაბული
მომხსენებელი: გიორგი არაბული
საკვანძო სიტყვები: ორქიდეები, მიკორიზული სოკო, კირქვიანი ჰაბიტატები, ჰაბიტატების დეგრადაცია, მცენარეთა კონსერვაცია.
აბსტრაქტი:
აბსტრაქტი: ჯადვარისებრთა ოჯახი (Orchidaceae) საქართველოს ფლორის უნიკალურ ნაწილს წარმოადგენს. მისი სახეობები დაცულია არაერთი საერთაშორისო კონვენციის მიერ (CITES, IUCN და სხვა) და მინიჭებული აქვს ეკონომიკური, იშვიათი, ენდემური და საფრთხეში მყოფი სახეობების სტატუსი. ორქიდეები განიხილება ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაციის ინდიკატორ სახეობებად, რასაც მათი უნიკალური ეკოლოგია განაპირობებს. ჰაბიტატის მიმართ ორქიდეების სახეობის მგრძობიარობა გარემოს ისეთ აბიოტურ ცვლილებებს განსაზღვრავს, როგორიცაა კლიმატი, ამინდი, ტოპოგრაფია და ნიადაგის pH, მინერალები და ტენიანობა. ბიოტურ მაჩვენებლებთან მათ მჭიდრო სიმბიოზური კავშირი აქვთ დამამტვერიანებელი მწერების მრავალ სახეობასთან, ხოლო მათი ვეგეტაციური განვითარება დამოკიდებულია მიკორიზული სოკოს არსებობაზე. კონკრეტულ ჰაბიტატში მიკორიზული სოკოს არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული კალციუმით მდიდარი გეოლოგიური ქანების და ნიადაგების შემადგენლობაზე. ამგვარად, ორქიდეების გავრცელება კირქვიანი ჰაბიტატების არსებობასთანაა დაკავშირებული.
ჩვენ მიერ ორქიდეების სახეობრივი მრავალფეროვნების, გეოგრაფიული გავრცელების და მათ პოპულაციებზე მოქმედი საფრთხეების შესწავლა მრავალი წელია მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი კირქვიანი ქედები გვხვდება გაგრის, ბზიფის, ეგრისის, ასხის, ოკრიბის, ხვამლისა და რაჭის ქედების კირქვიან მთისწინებამდე, რომლებიც რიკოთის უღელტეხილამდე ვრცელდება. აღმოსავლეთ საქართველოში კირქვიანი მასივები გვხვდება კახეთში, მესხეთში, ჯავახეთსა და თრიალეთის ქედზე. ზემოთ მოცემული კირქვიანი მასივები მრავალ განსხვავებულ ეკოსისტემასა და ჰაბიტატს აერთიანებს. დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება მათი მცენარეული შემადგენლობა, რომელიც ხშირად კალციფიტების უნიკალური კომპლექსებითაა წარმოდგენილი. მოცემული მცენარეულობის მნიშვნელოვან ნაწილს ორქიდეები წარმოადგენს.
ჩვენ მიერ, წლების განმავლობაში, სხვადასხვა კირქვიანი მასივების ჰაბიტატებში ჩატარებულია ორქიდეების ფლორისტული, სახეობრივი მრავალფეროვნების და ეკოლოგიური კვლევები. მათი რთული ეკოლოგიიდან გამომდინარე, ორქიდეები მძაფრად რეაგირებენ ჰაბიტატში მომხდარ ცვლილებებზე. 2011-2013 წლებში დედოფლისწყაროს და კავთისხევის კირქვიანი მასივების, კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” კარიერებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ უარყოფითი ანთროპოგენური ზეგავლენის შედეგად ხდება ბუნებრივი ტყის დეგრადაცია და მისი გარდაქმნა შიბლიაკის ტიპის ბუჩქნარად, რაც ტყის ჩეხვის შედეგად ამცირებს ვარჯის შეკრულობას და ზრდის ცის ექსპოზიციის ზემოქმედებას ნიადაგზე. მზის სინათლის ენერგიის ზრდა გავლენას ახდენს ნიადაგის ტენიანობის და pH-ის ცვლილებაზე და იწვევს კირქვიან ნიადაგში მიკორიზული სოკოს გაქრობას, რაც საბოლოოდ ორქიდეების სახეობრივი მრავალფეროვნების და მათი პოპულაციების სიცოცხლისუნარიანობის კლებაზე აისახება.
გამოიკვეთა პერსპექტივა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კირქვიანი მასივების დეგრადაცია საფრთხეს შეუქმნის ორქიდეების არსებობას მათ ბუნებრივ ჰაბიტატებში. ხშირ შემთხვევაში, ესა თუ ის სახეობა მჭიდროდაა დაკავშირებული კონკრეტულ ჰაბიტატთან, როგორებიცაა - მუხნარ-რცხილნარი და წიფლნარი ტყე, სუბალპური და ტენიანი მდელო, შიბლიაკის ტიპის ბუჩქნარი და სხვა. ბუნებრივი გარემოდან კირქვის დიდი რაოდენობით მოპოვება უშუალოდ აისახება მცენარეთა მრავალფეროვნების კლებაზე და ქვეყანას არაერთ გარემოსდაცვით პრობლემას შეუქმნის. პოპულაციის ფარგლებში, ინდივიდები უკიდურესად მცირდება და ისინი თანდათან გადაშენების გზაზეა, ძოვების, ჰაბიტატებში მცენარეთა შეგროვების, ნიადაგის დაბინძურების, გზისა და გაზსადენის ნაგებობების, ტყის გაჩეხვის, მიწის დეგრადაციის, ურბანიზაციის, კლიმატის ცვლილების და სხვა მიზეზთა გამო.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები ემსახურება საქართველოს კირქვიანი ჰაბიტატების და მათი მცენარეთა სახეობების (ორქიდეების) საკონსერვაციო სტატუსის გამოვლენას. მსგავსი კვლევები ჩატარებულია და კვლავ გრძელდება სამეგრელოს, მესხეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის კირქვიან მასივებზე. ორქიდეები, როგორც სენსიტიური სახეობები, საჭიროებს მათი ბუნებრივი კირქვიანი ჰაბიტატების დაცვას.
ლაშა ასანიძე,
დოქტორანტი,
თსუ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: asanidze.lasha@yahoo.com
მოხსენების სათაური: წყალტუბოს კირქვული მასივის გეომორფოლოგიური თავისებურებანი
ავტორი(ები): კუკური წიქარიშვილი, ზაზა ლეჟავა, ლაშა ასანიძე, ნანა ბოლაშვილი, გიორგი ჩართოლანი
მომხსენებელი: ლაშა ასანიძე
საკვანძო სიტყვები: საქართველოს სპელეოლოგია, კარსტული პროცესები
აბსტრაქტი:
წყალტუბოს კირქვული მასივის კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება და მათ შორის გეომორფოლოგიური თავისებურებების შესწავლა, ნაკარნახევია რეგიონში გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეორაზმის მიერ მიკვლეული, უნიკალური მიწისქვეშა ძეგლების მეურნეობის რიგი დარგების (სპელეოტურიზმი, სპელეოთერაპია, სასაწყობო, სამაცივრო და სხვ.) რაციონალური წარმართვის ინტერესებისათვის.
წყალტუბოს კირქვული მასივი საქართველოს სპელეოლოგიურ რაიონებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აღნიშნული კირქვული მასივი (ფართობი 95კმ²) დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის შემადგენელი ნაწილია და წარმოადგენს დაბალი კარსტის განვითარების კლასიკურ მაგალითს.
წყალტუბოს კირქვული მასივის კარსტო- და სპელეოგენეზისში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს დღემდე სუსტად შესწავლილი რაიონის გეომორფოლოგიური თავისებურება წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ განპირობებულია გეოლოგიური აგებულებით და ტექტონიკით. მუშაობის პროცესში ვისარგებლეთ დღემდე აპრობირებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევის როგორც ტრადიციული, ისე უახლესი მეთოდიკური სისტემებით. ამასთან დაკავშირებით მოვახდინეთ ტერიტორიის დეტალური გეომორფოლოგიური და კარსტულ-სპელეოლოგიური გამოკვლევები, ჩავატარეთ მსხვილმასშტაბიანი აგეგმვითი სამუშაოები, რის საფუძველზეც შევადგინეთ წყალტუბოს კირქვული მასივის გეომორფოლოგიური სქემატური რუკა, გამოვყავით რელიეფის გენეტური ტიპები (ტექტონიკური, ეროზიული და კარსტული) და რელიეფის უფრო დაბალი რანგის ფორმები. მსხვილმასშტაბიანი ინსტრუმენტული და ნახევრადინსტრუმენტული აგეგმვითი მასალის საფუძ¬ველ¬ზე მკაფიოდ გამოიკვეთა ამ მღვიმური სისტემის სამი რგოლი. ჰიდროკარსტული სისტემის ზედა რგო¬ლს წარმოადგენს ბღერის, მელოურისა და დიდღელის მღვიმეები; შუალედურს _ სოლკოტა, საწურბლია, ჩაქ¬ცევითი ჭა; ქვედას კი _ ოფიჭოს მღვიმე-ესტაველა, ნაპრალური სიფონი, წყალტუბოსა და ღლიანას მღვიმეები. წყალტუბოს მღვიმოვანის ასეთი დაყოფა პირობი¬თია. წყლების ინდიკატორული ექსპე¬რი¬მე¬ნ¬ტებით და გეოფიზიკური დაკვირვებებით დასტუ¬რ¬დება ამ სისტემის ერთიანობა და დღემდე ჯერ კი¬დევ უცნობი მღვიმური დერეფნების არსებობა, რომე¬ლიც რთულ ლაბირინთს ქმნის.
როგორც ჩანს, მიწისქვეშა კარსტული წყლების მიმართულების განსაზღვრასა და წყალტუბოს მღვიმური სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კარსტვადი ქანებით აგებულმა მონოკლინურმა სტრუქტურამ (რომელიც სამხრეთული მიმართულებითაა დახრილი) და ტურონ-სენომანურმა ვულკანოგენურმა ჯავშანმა. მიწისქვეშა ნაკადების მიმართულების განსაზღვრაში აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარსტვადი და არაკარსტვადი ქანების კონტაქტის არეები.
მიწისქვეშა სისტემების ფორმირებაში დიდი როლი ციკლურ-ტექტონიკურ იმპულსებს მიეკუთვნება. მაგ., მდ. სემის კანიონის გასწვრივ 50-70 მ შეფარდებით სიმაღლეზე განლაგებული სხვადასხვა ზომის ქვაბულები, თავიანთი ქვედა ნაწილებით კანიონისგან ვიწრო თხემებით არიან გამოყოფილნი. დასახელებული ქვაბულების მდინარეები თხემების ძირში განლაგებულ პონორებში იკარგებიან. ასეთ პონორებში გაუჩინარებული ნაკადები მდ. სემის კალაპოტის ქვეშ, გადინების შემდეგ წყალტუბოს მღვიმური სისტემისკენ მიემართებიან. წყალტუბოს მღვიმურ სისტემაში როგორც ირკვევა, იკრიბება სამგურალის ქედის და დიდვაკის პლატოს ნაკადები, რომელთაც ემატება მდ. სემიდან გაჟონილი ნაკადებიც.
ღლიანას უნაგირაზე აღმოჩენილი სხვადასხვა პეტროგრაფული შემადგენლობის ალუვიონი იმის დასტურია, რომ ამ მონაკვეთზე წყალტუბოს მღვიმური სისტემის მთავარი არტერია თავიდანვე იყო ჩასახული და ტექტონიკური იმპულსების შესაბამისად წყლები ერეოდნენ ერთმანეთს, ზევიდან ქვემოთ ტოვებდნენ რა თავის კვალს უნაგირებისა და მღვიმეების სახით. ასეთი პროცესი აღბეჭდილია თავად მღვიმურ გალერეაშიც. გავაანალიზეთ რა მდ. გუბისწყლის აკუმულაციური რელიეფი, მივდივართ დასკვნამდე, რომ რეგრესიული აკუმულაციის შედეგად ქვედა ტოპოგრაფიული დონეები და აქედან გამომდინარე ყველა მიწისქვეშა და ზედაპირული ფორმა ჩამარხული აღმოჩნდა.
შეჯამებული კომპლექსური კვლევის შედეგები ავსებს და აფართოებს უკვე ცნობილ მონაცემებს და შეხედულებებს წყალტუბოს კირქვული მასივის შესახებ დღემდე არსებულ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს რეგიონში პერსპექტიული სპელეოობიექტების კეთილმოწ¬ყობასთან დაკავშირებით, კარსტის განვითარების ზოგადი კანონზომიერების დადგენას, მღვიმური სისტემების მორფოლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური და სხვა თავისებურებების გამოვლენას.
ინგა სამხარაძე,
დოქტორანტი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი.,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: inga.samkharadze562@ens.tsu.edu.ge
მოხსენების სათაური: ქარის რეჟიმი საქართველოს ზოგიერთი რეგიონებისათვის ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე
ავტორი(ები): სამხარაძე ინგა, ხვედელიძე ზურაბ, ზოტიკიშვილი ნანული.
მომხსენებელი: სამხარაძე ინგა.
საკვანძო სიტყვები: ქარი, განმეორებადობა, მდგრადობა.
აბსტრაქტი:
ქარი ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი მეტეოროლოგიური ელემენტია, რომელიც მოითხოვს მუდმივ შესწავლას, განსაკუთრებით ისეთ რთულ ოროგრაფიულ რეგიონში, როგორიცაა ამიერკავკასია და კერძოდ საქართველო. წარმოდგენილი სტატიის მიზანია ბოლო 50 წლის მონაცემების საფუძველზე შესწავლილ იქნას ქარის გრადაციული რეჟიმი წნევისა და ტემპერატურის ველთან თანაფარდობაში. მოცემულ სტატიაში განხილულია ქუთაისის რეგიონი და შერჩეულია ქარის სიჩქარეები 15 მ/წმ-ზე მეტი მნიშვნელობისათვის, ქარის სიჩქარეები დაყოფილია 5 მ/წმ ინტერვალით და შეფასებულია შესაბამისი განმეორებადობა . ასევე შემოთავაზებულია ქარის დინამიკური მდგრადობის პარამეტრი და ტემპერატურის თერმული პარამეტრი. ეს პარამეტრები გამოითვლება, როგორც შესაბამისი სიდიდის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობათა სხვაობის ფარდობა ამ სიდიდის საშუალო მნიშვნელობასთან. ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ქარის მაქსიმალური სიჩქარე ქუთაისში დაიკვირვება თებერვალ- მარტში, თუმცა გვხვდება გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგ. 1987 წლის ოქტომბერში ქარის სიჩქარე აღწევს 38 მ/წმ-ს, ხოლო 1988 წლისათვის ქარის სიჩქარის მაქსიმალური მნიშვნელონა დაიკვირვება იანვრის თვეში. რაც შეეხება ძლიერი ქარის სიხშირეს , ყველაზე ხშირად გვხვდება ქარის სიჩქარე 25-29 მ/წმ ინტერვალში იანვარ-თებერვალში. კერძოდ, 1996 წლის იანვარში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 6 -ჯერ. იშვიათად, მაგრამ გვაქვს შემთხვევები როცა ქარის სიჩქარე 35-40 მ/წმ ინტერვალშია. მიღებულ შედეგებს აქვთ არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც ქარის ენერგეტიკული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით პოტენციალური რეგიონების შერჩევისათვის.
ნატალია ტოგონიძე,
დოქტორანტი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბოტანიკის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: natalia.togonidze.1@iliauni.edu.ge
მოხსენების სათაური: კლიმატის ცვლილებისა და ანთროპოგენური ზემოქმედების გავლენა სუბალპურ არყნარზე
ავტორი(ები): ნატალია ტოგონიძე
მომხსენებელი: ნატალია ტოგონიძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატის გლობაური ცვლილება; სუბალპური არყნარი; ტყის აღდგენა; ტყის ზედა საზღვარი; მცენარეთა მრავალფეროვნება
აბსტრაქტი:
დღეისათვის კლიმატის გლობალური ცვლილების გავლენის შეფასება მაღალმთაზე აქტუალური პრობლემაა. მოსალოდნელია, რომ გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული ნალექების და თოვლის საფარის ცვალებადობა პირველ რიგში გავლენას მოახდენს მაღალმთის მცენარეულობაზე. კლიმატურმა ცვლილებებმა 21-ე საუკუნეში შესაძლოა გამოიწვიოს დედამიწაზე არსებული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი შემცირება, რაც გლობალური დათბობის შემთხვევაში ნიშნავს ისეთი სახეობების გაქრობას, რომლებიც შეგუებულნი არიან ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურასთან და სავეგეტაციო სეზონის მოულოდნელ შეწყვეტასთან.
ცნობილია, რომ კლიმატური პირობებით გამოწვეული ცვლილებები განსაკუთრებით გამოვლინდება ფართოფოთლოვან ხეებზე, რომელთა შორისაა არყი. მთის არყნარი ტყე საკმაოდ სენსიტური ეკოსისტემაა, თავისი ზოგიერთი სახეობით და მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც გარემო პირობების ინდიკატორი. საერთოდ, არყი წარმოადგენს შესანიშნავ ობიექტს ფართოფოთლოვანი ტყეების გავრცელების ზედა საზღვრის განმსაზღვრელი ფაქტორების შესასწავლად. ყაზბეგის რაიონში, ცენტრალურ კავკასიონზე, ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე აქტიურად მიმდინარეობს არყნარი ტყის ბუნებრივი აღდგენის პროცესი. ასეთი მასშტაბური რეფორესტაციის გამომწვევ ფაქტორებად განიხილავენ ძოვების შემცირებას, კლიმატურ ცვლილებებთან კავშირში.
ჩვენ შევისწავლეთ სუბალპური არყნარი ტყის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესი და დავადგინეთ თუ როგორ იცვლება მცენარეთა მრავალფეროვნება ტყის აღდგენითი პროცესის მიმდინარეობისას. გამოვავლინეთ ტყის აღდგენის სტადიები და შევადარეთ ისინი, როგორც ფიზიკური მახასიათებლებით, ასევე მცენარეული შემადგენლობითაც, სადაც გამოვლინდა საკმაოდ მკვეთრი ცვლილებები.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენ მიერ მიღებული მონაცემები, გარემოს დაცვის თვალსაზრისით. რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ტყის ხელოვნურად აღდგენის დროს. აუცილებელია იმისი ცოდნა, აღსადგენი ტყის შემადგენელი ხის სახეობები თუ როგორ პირობებს საჭიროებს განვითარებისათვის და როგორი გარემო უნდა შევუქმნათ მათ დასარგავად, რომ შემდგომში კარგად დამკვიდრდეს და ჩამოყალიბდეს სრულყოფილ ტყედ. ჩვენ გამოვავლინეთ მცენარეთა ის სახეობრივი შემადგენლობა (ძირითადად ბუჩქოვნები), რომლებიც განაპირობებს არყის ხის ფასილიტაციას და აუცილებელი კომპონენტებია მისი აღმონაცენის დამკვიდრებისათვის.
განვსაზღვრეთ არყნარი ტყეების დაზიანების ხარისხი და მისი გავლენა მცენარეთა სახეობრივ მრავალფეროვნებაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ დეგრადირებულ არყნარში მნიშვნელოვნად მცირეა სახეობათა რიცხვი, ვიდრე ხელშეუხებელ სუბალპურ ტყეში. ამის საფუძველზე დადგინდა, რომ ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხე საკმაოდ მასშტაბურია არყნარი ტყისათვის.
ასევე, ჩვენი კვლევის შედეგებმა ცხადჰყო, რომ ტყის ზედა საზღვრის მცენარეული შემადგენლობა ემსგავსება ტყის აღდგენის პიონერულს სტადიას, მაგრამ იქ ვერ მოხდა ტყის ჩამოყალიბება, რადგან კლიმატის მკაცრმა პირობებმა შეუშალა ხელი და იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად შეიცვლება კლიმატი და ტემპერატურა მოიმატებს, შესაძლებელია აქ ნამდვილი სუბალპური არყნარი ტყე ჩამოყალიბდეს, რაც გამოიწვევს ალპური სახეობების დიდი ნაწილის გადაშენებას, რადგან კონკურენციას ვერ გაუძლებს სუბალპურ მცენარეულობასთან. ლიტერატურული წყაროებიდან ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილებისა და ანთროპოგენური ზემოქმედების გამო ტყის ზედა საზღვარმა უკვე განიცადა ვერტიკალური მიგრაცია, თუმცა, აღწერების სიმცირის გამო, ჯერ უცნობია ზუსტი რიცხვობრივი მონაცემები. ჩვენც დავაფიქსირეთ ტყის ზედა საზღვრის აწევა, რადგან, როგორც ცნობილი იყო, 2002 წლის აღწერებით, ტყის საზღვარი ზღვის დონიდან 2560 მეტრ სიმაღლეზე მთავრდებოდა, ხოლო ჩვენ ვნახეთ უფრო ზემოთ, საკმაოდ მრავლად, არყის ხის ინდივიდები და სულ ბოლო აღმონაცენი ზღვის დონიდან 2685 მეტრ სიმაღლეზე იზრდებოდა. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ გადაუდებელი აუცილებლობაა მუდმივად მიმდინარეობდეს მონიტორინგი ტყის ზედა საზღვრის მდებარეობის შესასწავლად, კლიმატურ ცვლილებებთან კავშირში, ეს კი მოგვცემს ინფორმაციას ამ რეგიონის მცენარეული საფარის მდგომარეობის შესახებ.
ლელა გადრანი,
დოქტორანტი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი ,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: lizigadrani@gmail.com
მოხსენების სათაური: ქ.თბილისის თანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობა
ავტორი(ები): ლელა გადრანი, გიორგი გაფრინდაშვილი
მომხსენებელი: ლელა გადრანი
საკვანძო სიტყვები: თბილისი, გეოეკოლოგია, ეგზოდინამიკა,რელიეფი.
აბსტრაქტი:
ასწლეულების მანძილზე თბილისის, როგორც დედაქალაქის განვითარებამ (განსაკუთრებით XX საუკუნის მეორე ნახევრიდან), განაპირობა ტერიტორიების ათვისება და ურბანული ქსოვილის ჩამოყალიბება, რაც ახალი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი უბნების და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში გამოიხატა. მოხდა მდინარეთა კალაპოტების ცვლილება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ფერდობების ჩამოჭრა ან მოსწორება საბინაო მშნებლობისთვის, გაყვანილ იქნა არხების კალაპოტები, მოეწყო თბილისის ზღვის ხელოვნური წყალსაცავი და სხვა. ადამიანის ჩარევა თბილისის ბუნებრივ გარემოში თანამედროვე პერიოდშიც აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქები წარმოადგენენ ადამიანის მიერ შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ საინჟინრო კომპლექსებს. მათი ურთიერთქმედება ბუნებრივ პირობებთან მუდმივად იცვლება. მნიშვნელოვანი ტერიტორიების ურბანიზაცია მათი გამოყენება კომუნიკაციისთვის ენერგეტიკის და რესურსების წყაროსათვის, ხდება მიზეზი გლობალური ცვლილებისა, რაც პლანეტაზე მიმდინარეობს. ქალაქი წარმოადგენს თავისთავად ადამიანის საცხოვრებლის უმაღლეს ფორმას.
ურბანიზაციის ცნება მოიაზრება საზოგადოების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად. აქ ვხვდებით წინააღმდეგობას, რადგან მის მიერ გამოწვეული შედეგები, უარყოფითად მოქმედებს სწორედ ამ საზოგადოებაზე. ქალაქის მოსახლეობის ზრდას თან სდევს გაუმართავი, პრობლემური, ხშირად უკანონო დასახლებების მშენებლობა. ქალაქების გარემოს კომპლექსური შეფასება რეგულირების უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს, იგი ერთგვარი საფუძველია ქალაქების გეოეკოლოგიური განვითარების ეფექტურობის, პრიორიტეტებისა და სტრატეგიების განსაზღვრისათვის.
თბილისის, როგორც დედაქალაქის ფუნქციონირებისთვის უმთავრესია მისი გეოგრაფიული გარემოს მდგრადობა, მისი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორებისა და პროცესების ჯეროვანი შესწავლა და ქალაქის განვითარების ტენდენციაში მისი გათვალისწინება. პრაქტიკამ და დრომ დაგვანახა, რომ ქალაქების კვლევისას აუცილებელია ისეთი მეთოდების, ანალიტიკური საფუძვლებისა და მიდგომების ძიება და დანერგვა, რომლებიც შეძლებისდაგვარად სრულად მოიცავენ გარემოზე, გარკვეული ზეგავლენის მქონე კომპონენტებისა და პროცესების აღწერასა და შეფასებას, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების კონტექსტში.
ქ. თბილისში არსებული საშიში ეგზოდინამიკური პროცესების (მეწყერები, ღვარცოფები, კლდეზვავები, მდინარის ეროზია და სხვა) გავრცელებამ, მოსახლეობის მაღალმა რიცხოვნობამ, განაპირობა, რომ თბილისი მივიჩნიოთ კატასტროფის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიად, რადგან აქ მომხდარი ნებისმიერი კატასტროფული მოვლენით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი და ადამიანის მსხვერპლი მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. თბილისის გეოეკოლოგიის და რელიეფის მდგრადობის შესწავლას აქვს, როგორც ზოგადაკადემიური ასევე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა.
მარიკა ავქოფაშვილი,
დოქტორანტი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: marika.avkopashvili.1@iliauni.edu.ge
მოხსენების სათაური: სამთო მოპოვებით გამოწვეული გეოეკოლოგიური პრობლემები ბოლნისის მუნიციპალიტეტში
ავტორი(ები): მარიკა ავქოფაშვილი, გურანდა ავქოფაშვილი, ალექსანდრე ღონღაძე.
მომხსენებელი: მარიკა ავქოფაშვილი
საკვანძო სიტყვები: სამთო მოპოვება, გეოეკოლოგიური პრობლემები
აბსტრაქტი:
ოქროს მიმართ ინტერესი ადამიანს ოდითგანვე ჰქონდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ოქროს მოპოვება ნამდვილად გახდა გლობალური ინდუსტრია. მისი წარმოება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მადნის დამუშავების დღევანდელი მეთოდები სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. მისი მოპოვება იწვევს როგორც რელიეფის პირვანდელი სახის ცვლილებას, ასევე საფრთხეს უქმნის გარშემომყოფ ცოცხალ და არაცოცხალ ორგანიზმებს. ამ ნაშრომში განხილულია საქართველოში ერთადერთი ოქროს მომპოვებელი საბადოს ფუნქციონირება და მისი ზეგავლენა გარემოზე. საბადო მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს რეგიონი გამოირჩევა სასარგებლო წიაღისეულის (ძვირფასი მეტალების) სიმდიდრით. საბადოს დამუშავება ღია კარიერული მეთოდით მიმდინარეობს, რაც მეტად იაფი და მომგებიანია, მაგრამ იგი დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მძიმე მეტალები დიდი რაოდენობით კონცენტრირებულია წყალში, საიდანაც ისინი ხვდება ნიადაგში. დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურები კი მეტად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ამ კვლევის მიზანია იმის ჩვენება თუ რა ზეგავლენას ახდენს საწარმო რელიეფის პერვანდელი სახის ფორმებზე. ასევე ერთ-ერთი ამოცანაა დაბინძურებული არეალების რუკაზე ასახვა GIS სისტემის დახმარებით. ძველი ტოპოგრაფიული რუკისა და თანამედროვე ხელოვნურ თანამგზავრ ასტერისა და SRTM მიერ დაფიქსირებულმა სიმაღლეების შედარებებმა დაგვანახა რომ საბადოს ტერიტორიაზე რელიეფი სახეცვლილია. დაბინძურებული არეალები კი მეტად მასშტაბურია, აქედან გამომდინარე ამ პრობლემის კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის.
ნანა კვირკველია,
დოქტორანტი,
თსუ, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქათველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: nana_kvirkvelia@yahoo.com
მოხსენების სათაური: თუშეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული რესურსების შეფასება და თანამედროვე მდგომარეობა
ავტორი(ები): ნანა კვირკველია
მომხსენებელი: ნანა კვირკველია
საკვანძო სიტყვები: თუშეთი, ტურიზმი, დაცული ტერიტორიები, ენდემი
აბსტრაქტი:
თუშეთი, საქართველოს ერთ-ერთი განაპირა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მნიშვნელოვანი, აშკარა თუ ფარული, პრობლემების წინაშე დგას. მათ შორის, საგარეო საფრთხეები, რომელებიც რუსეთში და მის საზღვრის გადაღმა რეგიონებში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული, ასევე, შიდა პრობლემები: ეკონომიკის დაბალი ეფექტიანობა, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა (განსაკუთრებით გზები), მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობები, მხარის მოსახლეობისაგან დაცლა, რაც ხელს უწყობს ტერიტორიული საფრთხეების გამწვავებას. პრობლემების დაძლევისა და მხარის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით ყველაზე პერსპექტიულია დაცული ტერიტორიები, რომელთაც ტურიზმის განვითარების მდიდარი შესაძლებლობები გააჩნიათ. ჩვენი კვლევის მიზანია, თუშეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალისა და თანამედროვე მდგომარეობის აღწერა და შეფასება.
თუშეთის დაცული ტერიტორიების (შეიქმნა 2003 წელს) საერთო ფართობია 113 642 ჰა, რომელიც აერთინებს სამი კატეგორიის დაცულ ტერიტორიას: ეროვნულ პარკს (69 501 ჰა), სახელმწიფო ნაკრძალს (12 624 ჰა), დაცულ ლანდშაფტს (31 517 ჰა). ისინი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. უნიკალურია აქ არსებული ფიჭვნარ-არყნარი ტყეები მურყნარის, ცაცხვნარის, ცირცელის, ვერხვის შენარევებით. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია საქართველოს 11 და კავკასიის 230-ზე მეტი ენდემური სახეობა. რეგიონი ასევე ხასიათდება ძუძუმწოვართა მრავალფეროვნებით (ნიამორი, ჯიხვი, არჩვი, შველი, გარეული ღორი და კეთილშობილი ირემი).
2011 წელს თუშეთი Yahoo Travel-ის და CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს საუკეთესო უცნობი ადგილების ტოპ-ათეულში მე-5 ადგილზე მოხვდა, რაც მის მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალზე მიუთიუთებს. ბოლო წლებში გაიზარდა საოჯახო სასტუმროების რიცხვი. თუ მათი რაოდენობა 2006 წელს მხოლოდ 7 იყო, დღეს მათმა რიცხვმა უკვე 42-ს მიაღწია. გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვიც. 2014 წელს თუშეთის დაცულ ტერიტორიებში დაფიქსირდა ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 9786, მაშინ, როცა 2006 წელს ვიზიტორთა რიცხვი 675 იყო. გაიზარდა ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რიცხვიც: 2014 წელს თუშეთის დაცული ტერიტორიების ტურისტულ სექტორში 195 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. შესაბამისად, გაიზარდა შემოსავალიც. 2014 წელს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალმა 925 000 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.5%-ით მეტია.
თუშეთის დაცულ ტერიტორიებში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს: ამ მხარის უნიკალური ლანდშაფტების, ეკოსისტემებისა და ბუნების იშვიათობების, ასევე, ადგილობრივი ეთნოგრაფიული თავისებურებებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მხარეში ინვესტიციების მოზიდვას, მოსახლეობის ადგილზე დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასა და სასაზღვრო ტერიტორიების უსაფრთხოების გაძლიერებას.
ლაშა სუხიშვილი,
დოქტორანტი,
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: lasha.sukhishvili@iliauni.edu.ge
მოხსენების სათაური: ტექტონიკურ-გეომორფოლოგიური ინფორმაციის ამოღება ფლუვიალური სისტემებიდან (ცდა აღმ. კავკასიონზე)
ავტორი(ები): ლაშა სუხიშვილი, გიორგი ასათიანი
მომხსენებელი: ლაშა სუხიშვილი
საკვანძო სიტყვები: ტექტონიკური გეომორფოლოგია, matlab, gis
აბსტრაქტი:
ჯონ პაუელმა 1875 წელს წარმოადგინა კონცეპტი ეროზიის ბაზისის შესახებ, რაც არის ლანდშაფტის ის მინიმალური დონე, რის დაბლაც მდინარეები ეროზიას ვეღარ ახდენენ. როდესაც მდინარე გამოიმუშავებს თავის ეროზიის ბაზისს, მისი გრძივი პროფილი წონასწორობის მდგომარეობაშია და არ იცვლება იქამდე, სანამ არ მოხდება რომელიმე ფაქტორის ცვლილება (კლიმატი, ტექტონიკა, ანთროპოგენური ჩარევა და ა.შ.). წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში მდინარე იწყებს ახალი წონასწორობის გამომუშავებას და გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელია კვლავ გამოიმუშაოს კალაპოტის ახალი გრძივი პროფილი, რომელიც მიაღწევს წონასწორობის მდგომარეობას. თუკი მდინარის ერთი მონაკვეთი, რაღაც ფაქტორების გავლენით, გახდება უფრო ციცაბო, ვიდრე იმავე მდინარის მეორე მონაკვეთი, წარმოიქმნება ტოპოგრაფიული საფეხური. წონასწორობაში ასეთი ჩარევა შეუძლია კალაპოტის ეროზიისადმი გამძლეობის ცვლილებას, ადამიანის ჩარევას და სხვა ფაქტორებს. მაგრამ თუ კვლევის შედეგად გამოვრიცხავთ სხვა ფაქტორებს, დაგვრჩება ტექტონიკური გადაადგილება. ტექტონიკური აზევება ან დაძირვა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც დანაოჭებით, ისე რღვევით.
როგორც ვხედავთ, მდინარის პროფილები შეიცავენ ტექტონიკური და სხვა ფაქტორებით გამოწვეული რხევების შესახებ ინფორმაციას. ჩვენთვის საინტერესოა ტექტონიკით გამოწვეული ტოპოგრაფიული საფეხურების აღმოჩენა და მისი გამომწვევი სხვა ფაქტორების გამორიცხვა. ასეთი საფეხურების აღმოჩენა ხდება კალაპოტის ციცაბოობის და ჩაზნექილობის ინდექსებით, რომელიც Matlab-ში სპეციალური ტექტონიკურ-გეომორფოლოგიური ალგორითმის გაშვების შედეგად ითვლება.
თემაში წარმოდგენილია აღმოსავლეთ კავკასიონის (ძირითადად საქართველოს საზღვრებში) ტექტონიკურ-გეომორფოლოგიური ანალიზი. მიღებული შედეგები შედარებულია რეგიონის გეოლოგიურ და კლიმატურ მონაცემებთან, რათა მოგვეხდინა მათი გავლენის გამორიცხვა ან დადასტურება.
კვლევის ეს ეტაპი ითვალისწინებდა აღმოსავლეთ-კავკასიონის ფლუვიალური სისტემების ტექტონიკურ-გეომორფოლოგიურ ანალიზს უახლესი პროგრამული პაკეტების და ჩვენს მიერ, საკვლევი რეგიონისთვის მოდიფიცირებულ, სპეციალური სკრიპტების საშუალებით. ამ ეტაპზე კვლევა არ ეფუძნება ორიგინალურ საველე მასალას.
ზაზა გულაშვილი,
დოქტორანტი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: zaza.gulashvili@tsu.ge
მოხსენების სათაური: ჭარბტენიანი ტერიტორიების პრობლემები და მონიტორინგი
ავტორი(ები): ზ. გულაშვილი
მომხსენებელი: ზ. გულაშვილი
საკვანძო სიტყვები: ჭაობი, ბიომრავალფეროვნება, პალიასტომის ტბა, მონიტორინგი
აბსტრაქტი:
ჭარბტენიან ტერიტორიებს მსოფლიოში დიდი გავრცელება აქვს. კოლხეთის დაბლობზე არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიები დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს - დაწყებული სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან შავი ზღვის სანაპირომდე და ანაკლიიდან ქობულეთამდე.
ბოლო 100 წელზე მეტია ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტიქიური უბედურებების რისკის ქვეშ მყოფი არეალებია, რასაც დამატებით ხელს უწყობდა აქ გავრცელებული ეპიდემიური ხასიათის დაავადებები. ამგვარმა არახელსაყრელმა პირობებმა აიძულა მოსახლეობის მიგრაცია უსაფრთხო ადგილებში - საქალაქო დასახლებებში. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევები კოლხეთის შესწავლის მხრივ, დაშრობილ იქნა ჭაობების გარკვეული ნაწილი, მთლიანად აღიკვეთა ეპიდემიური დაავადებები.
სამწუხაროდ, ამ ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისება სრულყოფილად მაინც ვერ მოხერხდა. სტიქიების შემცირების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები გამოიხატა უმთავრესი მდინარის - რიონისთვის დამატებითი კალაპოტის შექმნით, რასაც უნდა უზრუნველეყო წყალდიდობების რისკების მინიმუმამდე შემცირება. 1924 წელს კი დამატებით, პალიასტომის ტბის უხვი წყლისაგან განტვირთვის მიზნით შეიქმნა ხელოვნური არხი, რომლითაც პალიასტომში შემავალი უხვი წყლის გადინებას შეეწყო ხელი. ამ პროცესმა გამოიწვია პალიასტომის ტბის დამლაშება, ამას მოჰყვა მისი ეკოლოგიური მდგომარეობის ცვლილება, იხტიოფაუნისთვის არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შექმნა და პალიასტომის, როგორც სამრეწველო ტბის ფუნქციის დაკარგვა.
პრობლემებია ასევე დამშრალი ტერიტორიების აუთვისებლობის მხრივ. ეს ტერიტორიები 60-იანი წლებიდან მოყოლებული მეორეულ დაჭაობებას განიცდიან. 90-იანი წლების შემდგომ კი პრაქტიკულად უცნობია აქ მიმდინარე ბუნებრივი პროცესების დინამიკა, არ მოიპოვება ისეთ ჰიდროლოგიურ მონაცემებზე დაკვირვებათა უწყვეტი რიგი, როგორიც გასული საუკუნის მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად იქმნებოდა, შესაბამისად, დაზუსტებით ვერ ვიტყვით თუ რა კორელაციური კავშირები შეიძლება არსებობდეს ადრინდელ და თანამედროვე ჰიდრორეჟიმებს შორის, ასევე უცნობია ტორფის დანალექების სისქისა და პოტენციური მარაგის რაოდენობა. აღსანიშნავია ანთროპოგენური დატვირთვები, ქაოტურად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობა. ამის გამო განსაკუთრებული ზიანი ადგება პალიასტომის ტბას, რამაც შეიძლება გამოუსწორებელ ეკოლოგიურ კატასტროფასთან მიგვიყვანოს. ცალკე პრობლემაა შავი ზღვის ზემოქმედება სანაპირო ზოლის ფორმირებაზე, რასაც მოჰყვება ეროზიული პროცესები.
კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების კვლევა მიმდინარეობს არსებული წარსული და მწირი თანამედროვე GIS ტექნოლოგიებისა და ფიზიკურ-გეოგრაფიულ მონაცემებს შორის კორელაციური კავშირების მიხედვით. ეს მეთოდი გვაჩვენებს ბუნებრივი კომპონენტების ტენდენციებს, რითიც შესაძლებელია თანამედროვე პროცესების კონტროლირება და შესაბამისი დასაბუთებული პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.
გულიზა ლიპარტელიანი,
დოქტორი,
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: gulikolipa@gmail.com
მოხსენების სათაური: ალ.ჯავახიშვილი და კარტოგრაფია საქართველოში XX საუკუნის დამდეგიდან
ავტორი(ები): გ.ლიპარტელიანი, ნ.სოლოღაშვილი
მომხსენებელი: გ. ლიპარტელიანი
საკვანძო სიტყვები: კარტოგრაფია, ზოგადგეოგრაფიული რუკა, თემატური რუკა, ატლასი
აბსტრაქტი:
ალექსანდრე ჯავახიშვილის საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი საქართველოში კარტოგრაფიის განვითარების მიმართულებით. 1917 წელს მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ალ. ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებას.
1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით ქართველმა მეცნიერებმა ანდრია ბენაშვილმა, ალექსანდრე ჯავახიშვილმა და სერგი ცხაკაიამ, სწორად განსაზღვრეს ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების - გეოგრაფიის, გეოდეზიის, ტოპოგრაფიის და კარტოგრაფიის უპირატესი განვითარების საჭიროება. ალ. ჯავახიშვილისა და ს.ცხაკაიას თანამშრომლობამ საზოგადოებას შესძინა საქართველოსა და კავკასიის რეგიონის არაერთი ქართული რუკა.
1933 წერს თბილისის უნივერსიტეტთან შექმნილი გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1945 წელს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში შევიდა. ინსტიტუტის სამი განყოფილებიდან ერთ-ერთი იყო კარტოგრაფიის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ს.ცხაკაია.
1934 წელს თბილისის უნივერსიტეტში შექმნილი გეოგრაფია- გეოლოგიის ფაკულტეტზე ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგედ დაინიშნა ალ. ჯავახიშვილი, რომელმაც ხელი შეუწყო ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის სპეციალობის შექმნას, ხოლო შემდეგ, მის ცალკე კათედრად ჩამოყალიბებას.
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მე-18 კონგრესზე (1956, რიო დე ჟანეირო) გეოგრაფიის უმნიშვნელოვანეს ამოცანად დაისახა მსოფლიოს ქვეყნების მიერ ეროვნული ატლასების შედგენა. 1959 წელს ალ. ჯავახიშვილმა და კარტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა ა.ასლანიკაშვილმა დაამუშავეს საქართველოს ეროვნული ატლასის პროექტი. ატლასი გამოიცა 1964 წელს. მისი მაღალი მეცნიერული დონე სათანადოდ დაფასდა და ინსტიტუტის წამყვან მეცნიერებს ალ.ჯავახიშვილს, თ.დავითაიას, ა.ასლანიკაშვილს, გ. გველესიანს, მ. კორძახიას, ლ. ვლადიმიროვს, ვ. ჯაოშვილს სახელმწიფო პრემია მიენიჭათ.
ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით განვითარდა კარტოგრაფიის ფუნდამენტური დარგები: ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფია (ს.ცხაკაიასთან ერთად) და თემატური კარტოგრაფია (ა.ასლანიკაშვილთან ერთად).
რევაზ ხაზარაძე,
დოქტორი,
თსუ, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: elene.salukadze@gmail.com
მოხსენების სათაური: პალეოკლიმატისა და გეოგრაფიული გარემოს ცვალებადობა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გვიან პლეისტოცენსა და ჰოლოცენში
ავტორი(ები): რევაზ ხაზარაძე
მომხსენებელი: რევაზ ხაზარაძე
საკვანძო სიტყვები: პალეოკლიმატი, მყინვარები, ჰოლოცენი
აბსტრაქტი:
შრომაში, კომპლექსური კვლევების საფუძველზე, დადგენილია კლიმატის ცვალებადობა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გვიან პლეისტოცენსა და ჰოლოცენში. მღვიმეების – წონას, კუდარო I-ისა და დმანისის ღია სადგომის ნაფენების ლითოლოგიური, პალეონტოლოგიური და პალინოლოგიური შესწავლის შედეგად გამოვლენილია სეზონური კლიმატური შრეების მორიგეობა, სადაც შეინიშნება ურთიერთკავშირი პირველყოფილი ადამიანების კულტურისა და გარემო პირობების ცვალებადობა მათი განვითარების ადრეულ ეტაპზე. ბოტანიკური და პალინოლოგიური შესწავლის საფუძველზე დადგენილია მცენარეული ზონების ვერტიკალური გადაადგილების სიმაღლეები გამყინვარებისა და გამყინვარებათშორის პერიოდებში. მთის მცენარეული ზონები გამყინვარების ეპოქაში ქვემოთ იწევდა 500-700 მეტრით თანამედროვესთან შედარებით. გამყინვარებათააშორის ეპოქაში კი დათბობასთან დაკავშირებით ზემოთ გადაადგილდებოდა 300-500 მეტრით.
ჰოლოცენურ ეპოქაში (10000 წელი) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია ხასიათდებოდა თანდათანობითი ათბობით და არიდული კლიმატით. ჰოლოცენის ბოლოს ანთროპოგენური ფაქტორის შედეგად მკვეთრად შეიცვალა გარემო პირობები, რაც ძირითადად გამოწვეული იყო კულტურული ლანდშაფტების ფართო გავრცელებით, რამაც გამოიწვია მცენარეულობისა და ცხოველების გავრცელების ტერიტორიების მნიშვნელოვანი შემცირება.
ნიკოლოზი ოთინაშვილი,
დოქტორი,
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,
გორი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: nikootinashvili@mail.ru
მოხსენების სათაური: გვერდისძირის გეოგრაფიული სახელები და მათი ეტიმოლოგიის ცდა
ავტორი(ები): ნიკოლოზ ოთინაშვილი
მომხსენებელი: ნიკოლოზ ოთინაშვილი
საკვანძო სიტყვები: გეოგრაფიული სახელები, ეტიმოლოგია, ლოკალიზაცია
აბსტრაქტი:
შიდა ქართლის მხარეებს შორის ერთ-ერთია გვერდისძირი, რომელიც ისტორიულ წარსულში ძლიერი სამეურნეო კერა იყო. მხარე და იქ განლაგებული სოფლები რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტშია მოხსენებული. ვახუშტი ბაგრატიონი თავის საქართველოს გეოგრაფიაში აღნიშნავს: „ამ მთის სამხრით კერძს ჯარიაშენიდამ ვანათამდენ უწოდებენ გვერდისძირს“.
ვახუშტი ასევე ასახელებს მთა ორბოძალს და როგორც მთა, ისე გვერდისძირის სოფლები დატანილი აქვს თავის მიერ 1745 წელს შედგენილ რუკაზე. მეცნიერის შრომას დართული სოფლების სიაში ჩამოთვლილია გვერდისძირის შემდეგი სოფლები: აძვი, ქვეში, დუდეთი, ქიწნისი, ფლავი, ფლავისმანი, არცევი, შატათგორი, იკორთა, ოტრევი, მერე, ლაფაჩი, სნეკვი, სულ ცამეტი სოფელი.
იოანე ბაგრატიონი შრომაში „ქართლ-კახეთის აღწერა“ განსხვავებით ვახუშტისაგან ასახელებს თხუთმეტ სოფელს. სხვა წერილობითი წყაროებით გვერდისძირზე გვხვდებოდა მთელი რიგი დასახლებული პუნქტები, რომლებიც ჟამთა სიავისა და მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენების გამო, დღეს ნასოფლარებია. ესენია: კორკულა, შატათგორი, ნაქალაქევი, დუდეთი, იკორთა, მერე და სხვები.
დღევანდელი ვითარებით საინტერესოა სოფლებისა და ნასოფლარების ლოკალიზაცია, რომლებიც ხშირად ძველს არ ემთხვევა, ასევე მხარისა და სოფლების ეტიმოლოგია და ჰიდრონიმთა წარმოება.
გეოგრაფიული სახელი გვერდისძირი უნდა გავიაზროთ, როგორც მთა ორბოძალი და მისი აღმოსავლეთი განშტოება, რომელიც თანდათან დაბლა ეშვება ბარამდე და მის კალთებზე გაშენებულია სოფლები, რომლებიც ხსენებული მთის მასივიდან ჩამონადენი წყლებით ირწყვება.
ორბოძალი არის კომპოზიტი, რომელიც რიცხვითი სახელისა და არსებითი სახელისაგან შედგება. აღნიშნული მთა არის წყალგამყოფი პატარა ლიახვისა და მეჯუდის ხეობისა. მთა არის ორთავა, რომლის შესახებაც სულხან-საბა თავის ლექსიკონში წერს „ბოძალი არის ისარი ორპირი“ და ეს მართლაც ასეა. არცევი, ოტრევი, ნაქალაქევი, რომლებიც -ევ სუფიქსით არიან ნაწარმოები, აკაკი შანიძის დაკვირვებით არის მრავლობითის ნიშანი და მართლაც არსებობდა ორი დასახლება და ეხლაც არსებობს ზემო და ქვემო არცევი.
ნასოფლარი კორკულის მიდამოებში ეხლაც არის მუხის კორომები, რომლის შეახებ სულხან-საბა აღნიშნავს, რომ მუხა არს კრკოს ხე.
მხარის ჰიდრონიმები ნაწარმოებია -ურა დისიმილაციით -ულა სუფიქსებით, ასევე მსაზღვრელ წევრად გამოყენებულია წყალი, წყარო, ხევი: არცეულა, იკორთულა, აძურა, დისეურა, ჭარებულა, ლაფაჩების ხევი, ბრმა ხევი, ვანათის ხევი, დმენისის ხევი და სხვა.
მოხსენებაში წარმოვადგენთ სხვა სოფლების შესაბამის მასალასა და ეტიმოლოგიებს.
რუსუდან თევზაძე,
დოქტორი,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: rtevzadze@mes.gov.ge
მოხსენების სათაური: ეკონომიკური ბირთვები და საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითრების პერსპექტიბვები.
ავტორი(ები): რუსუდან თევზაძე;ნანა ნადარეიშვილი (გეოგრაფიის დოქტორი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი)
მომხსენებელი: რუსუდან თევზაძე
საკვანძო სიტყვები: რეგიონი; ეკონომიკური ბირთვი; ეკონომიკური ზრდის პოლუსი და ცენტრი;
აბსტრაქტი:
სოციალურ-ეკონომიკური სისტემის რეფორმირების პროცესი მონეტარულ საფუძველზე შეეხო მრავალ ქვეყანას. საქართველოში განვითარებული საბაზრო ურთიერთობების ფორმირების პროცესებმა განაპირობა მრავალი პრობლემის წარმოშობა, რომელთა გადაწყვეტა საჭიროებს აგრეთვე ტერიტორიული სპეციფიკის გათვალისწინებას. უფრო მეტიც, მრავალ საკითხში რეგიონული ფაქტორების გაუთვალისწინებლობამ განაპირობა ტრანსფორმაციული საბაზრო გარდაქმნის არასაკმარისად მაღალი ეფექტიანობა. თეორიულად რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე დგება სივრცობრივი სტრუქტურების ოპტიმიზაციის ამოცანა მაკროეკონომიკური პოზიციიდან, ამიტომ შეუფასებლობა, მით უფრო საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბების რეგიონულ თავისებურებათა იგნორირება უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაში საერთო ეკონომიკურ სიტუაციაზე. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონებში ზრდის პოლუსების და პროპულსური დარგების გამოყოფა ხელს უწყობს ეკონომიკური პროცესების განვითარებას.
ეკონომიკური ბირთვის თეორია მნიშვნელოვნად განვითარდა დასავლეთში. პოლარიზებული განვითარების თეორია რეგიონულ კვლევებში საკვანძო მიმართულებას წარმოადგენდა. მრავალი ქვეყნის რეგიონული ეკონომიკის პროგრამას საფუძვლად დაედო ზრდის პოლუსების კონცეფცია. ზრდის პოლუსი, როგორც ცნება სივრცობრივ-ფუნქციურ დატვირთვას ატარებს.
მნიშვნელოვანია: ზრდის პოლუსი და ზრდის ცენტრი. ამით ერთგვარად იმიჯნება ფუნქციური და გეოგრაფიული ნაწილი. ზრდის პოლუსში იგულისხმება დარგების ნაკრები, ხოლო ზრდის ცენტრში _ პოლუსის გეოგრაფიულ ინტერპრეტაცია, ანუ კონკრეტული ცენტრი, ქალაქი. "ზრდის პოლუსი" _ ესაა სუსტად პოლარიზებული რაიონის განვითარების პოტენციური პუნქტი, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე და ხასიათდება დინამიურობით.
ზურაბ ჯანელიძე,
დოქტორი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: zura.janelidze@gmail.com
მოხსენების სათაური: პალიასტომის ტბის წარმოშობის კავშირი შავი ზღვის საშუალო დონის ცვალებადობასთან
ავტორი(ები): ჯანელიძე ზურაბი, ჩიხრაძე ნინო, ჯანელიძე თამარ
მომხსენებელი: ჯანელიძე ზურაბი
საკვანძო სიტყვები: გეოლოგიური ბურღვის მასალები, აქტიური ჰიდროლოგიური ბალანსი, ახალშავზღვიური ფაზა
აბსტრაქტი:
მდ. რიონის შესართავის რაიონში ჩატარებული გეოლოგიური გაბურღვებით მოპოვებული მასალის ლითოლოგიურ-ფაციალური ანალიზის შედეგების ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამავე რაიონში მდებარე პალიასტომის ტბის (ფართობი 1800 კმ2, მაქს. სიღრმე 3,2 მ) წარმოქმნა-განვითარების ისტორია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჰოლოცენში შავი ზღვის საშუალო დონის ცვალებადობის რეჟიმთან.
ასეთი ვარაუდის დასაბუთების მიზნით გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგია შემდეგ ფაქტებზეა დაფუძნებული:
– პალიასტომის ტბის მდებარეობა სანაპირო ხაზიდან 0,6 კმ დაშრებით,
– ტბის ზედაპირის მდებარეობა თითქმის ზღვის დონეზე _ მისგან 0,3 მ სიმაღლეზე,
– ტბის განლაგების რაიონში ხმელეთის ზედაპირის ძალზედ დაბალი აბსოლუტური სიმაღლე (არაუმეტეს 0,1-0,4 მ),
– ტბის რაიონში მდებარე ხმელეთის ზედაპირიდან 15-20 მ სიღრმემდე მხოლოდ ლამიანი თიხებისა და ქვიშების განვითარება, რომლებიც ეროზიისადმი ძალზედ სუსტი წინააღმდეგობის გაწევის უნარით ხასიათდებიან,
– ტბის განლაგების რაიონისათვის დამახასიათებელი უარყოფითი ნიშნის ტექტონიკური მოძრაობების მაღალი ტემპი,
– ტბის აქტიური ჰიდროლოგიური ბალანსი, რაც მის აუზში ჭარბი ატმოსფერული ნალექების მოსვლით არის განპირობებული,
– ტბის კავშირი ზღვასთან მდ. კაპარჭინას (მალთაყვას) მეშვეობით ტბის ჩრდილო, აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაპირებთან,
– ტორფიანი ჭაობების განლაგება, რომლებშიც ტორფის დაგროვება განუწყვეტლივ მიმდინარეობს უკანასკნელი 6000 წლის განმავლობაში.
აღნიშნული ფაქტების შეპირისპირება პალიასტომის ტბის ფსკერის ზედაპირიდან 12-15 მ სიღრმემდე სხვადასხვა ლითოლოგიურ-ფაციალური თვისებების მქონე მტკნარი ტბის, მომლაშო ტბის, ჭაობის, ლაგუნის და ზღვიური წარმოშობის ნალექების ჰორიზონტების მორიგეობის, გაბურღვებით დადგენილ ფაქტთან მოწმობს, რომ ტბის ქვაბული სხვადასხვა დროს დაკავებული ჰქონდა ზღვის უბეს, ლაგუნას, მტკნარ ტბას, ჭაობს და მომლაშო ტბას.
თუ მხედველობაში მივიღებთ პალიასტომის ტბის ზღვის სანაპირო ხაზთან ახლო მდებარეობას, მისი ზედაპირის თითქმის ზღვის დონეზე განლაგებას და გავითვალისწინებთ ამ ტბის ქვაბულში სხვადასხვა დროს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული წყალსატევების და ჭაობის არსებობის ფაქტს, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ტბის წარმოქმნა-განვითარება, მისი წყლის აქტიურ ბალანსთან ერთად, ბევრად განაპირობა შავი ზღვის საშუალო დონის ცვალებადობამ, რაც ოკეანის დონის სინქრონულად მიმდინარეობდა.
შავი ზღვის აუზის განვითარების ახალშავზღვიურ ფაზაში ორჯერ _ 4700(5000) და 4200(4000)-3700(3500) წლების წინანდელ დროში შავი ზღვის დონემ 1-2 მეტრით განიცადა ამაღლება, მისი დგომის თანამედროვე ნიშნულიდან. ახალშავზღვიური ტრანსგრესიის ამ ორი პიკის დროს, პალიასტომის ტბის ქვაბული ჯერ ზღვის უბეს, შემდეგ ლაგუნას ქონდა დაკავებული. ახალშავზღვიური ფაზის მეორე ნახევარში, დაახლოებით 4000-3700 წლის წინ აღნიშნული ლაგუნა ახლადწარმოქმნილი ნაპირგასწვრივი ქვიშიანი ზვინულების ზოლით იქნა გამიჯნული ზღვისაგან. აღნიშნულმა ფაქტმა მტკნარი ტბის განვითარებას მისცა დასაბამი. ტბის აქტიური ჰიდროლოგიური ბალანსის გამო, მისი ქვაბულის განტვირთვა ჭარბი წყლისაგან ხდებოდა მისგან ზღვაში გამდინარე მდინარის მეშვეობით. დაახლოებით 3500-3700 წლის წინ დაწყებული შავი ზღვის ფანაგორიული რეგრესიის დროს, როცა მოხდა შავი ზღვის დონის საშუალოდ 2 მეტრით დაბლა დაწევა, პალისტომის ტბის ფართობი თანდათანობით შემცირდა (მდ. კაპარჭინას მიერ ზღვისა და ტბის გამყოფი ნაპირგასწვრივი ზვინულების ზოლის ეროზიული ჩაჭრის გამო), ხოლო მისი ზედაპირის ცალკეულმა უბნებმა დაჭაობება განიცადა.
გივი გაგუა,
დოქტორი,
თსუ–ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: givi_gagua@yahoo.de
მოხსენების სათაური: მდინარე დურუჯის ჩამონატანი თიხა–ფიქლები და ღვინის ხარისხი
ავტორი(ები): გ. გაგუა, ვ. გოგიტიძე
მომხსენებელი: გივი გაგუა
საკვანძო სიტყვები: თიხა–ფიქალი, ღვინის ხარისხი, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, მდინარე დურუჯი, აგროეკოლოგია
აბსტრაქტი:
კლიმატურ პირობებთან ერთად, ნიადაგი განსაზღვრავს წარმოებული ღვინის ხარისხს. ნიადაგი არა მარტო ამარაგებს ვაზს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, ამასთან გავლენას ახდენს მისგან მოწეული ყურძნისგან დაყენებული ღვინის არომატულ და გემურ თვისებებზე. შიგნიკახეთში ნიადაგები ხელსაყრელია უნიკალური ვაზის ჯიშების საწარმოებლად. კერძოდ, გაღმამხარში (მდ. ალაზნის მარცხენა მხარე), კავკასიონის ქედის სამხრეთ მთისწინებზე და განსაკუთრებით, მდინარეთა (დურუჯი, ჩელთა, ბურსა) გამოზიდვის კონუსებზე ვაზისაგან საუკეთესო ხარისხის სუფრის არომატული ღვინოები იწარმოება.
მდ. დურუჯის ჩამონატანი, მოშავო ფერის ფიქლებით დაფარული, გამოზიდვის კონუსი (10X6,5 კმ2 ფართობი) დღის განმავლობაში მზის ენერგიით მნიშვნელოვნად ხურდება. ამის გამო ამ მიკროზონაში ნიადაგისა და ჰაერის მიწისპირა ფენის ტემპერატურა, მიმდებარე ადგილებთან შედარებით, 2-30ჩ-ით არის მომატებული. ამიტომ გვაქვს გაღმამხარში ნაფარეულის, ქინძმარაულის, ყვარლის და სხვ. მაღალი ხარისხის მეღვინეობის მიკროზონები.
2010 წ. ჩავატარეთ შემდეგი ცდა: მდ. დურუჯის ჩამონატანი ნაშალი მასალა შევიტანეთ თელავის რაიონის ერთ-ერთ ვენახში და 2011-2013 წწ. ვაწარმოეთ შესაბამისი აგროეკოლოგიური დაკვირვებები.
2015 წ. თებერვალში მდ. დურუჯის თიხა-ფიქლების ნიმუშს, ნაშალი მასალის სარგებლიანობის შესწავლის მიზნით, ლაბორატორიულად ჩავუტარეთ ქიმიური ანალიზი.
ნუგზარი ბუაჩიძე,
დოქტორი,
საქ.ტექნიკური უნივერსიტეტი,ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: emc.buachidze@yahoo.com
მოხსენების სათაური: საქართველოში განლაგებული არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების გავლენა მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებაში
ავტორი(ები): ნ.ბუაჩიძე; ლ.ინწკირველი; ა.სურმავა; მ.ტაბატაძე
მომხსენებელი: ნ.ბუაჩიძე
საკვანძო სიტყვები: სტიქიური ნაგავსაყრელი, დამაბინძურებელი ინგრედიენტები, ეკოსისტემები.
აბსტრაქტი:
პირველ რიგში შერჩეულ იქნა საკვლევი ობიექტები და ნიმუშის აღების წერტილები.ნიადაგისა და წყლის საანალიზო ნიმუშებში განისაღვრა ჰიდროქიმიური,მიკრობიოლოგიური და ასევე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები.სამუშაოს პერიოდში გამოყენებულ იქნა თანამედროვე ტექნიკა და შესაბამისად მეთოდები. თვითოეული საანალიზო ნიმუშების აღების წეერტილი დახასიათებულია ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლებით. გაკეთდა მიღებული შედეგების შეფასება.ყველა შედეგი შედარებულია ფონური წერტილების შედეგებთან და ასევე განსაზღვრული ინგრედიენტების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებთან. შემოთავაზებულია გარკვეული რეკომენდაციები.
დალი მუმლაძე,
დოქტორი,
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: ninako.lomidze@gmail.com
მოხსენების სათაური: კლიმატის გლობალურ ცვლილებებსა და ანთროპოგენეზს შორის კავშირის შესახებ
ავტორი(ები): დალი მუმლაძე, ნინო ლომიძე.
მომხსენებელი: დალი მუმლაძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატი,ცვლილება,მიგრაცია
აბსტრაქტი:
ბოლო 150 წლის მანძილზე ადამიანის წარმოშობისა და განვითარების ისტორიის შესწავლამ, რომლის დასაწყისად ითვლება ნეანდერტალელი ადამიანის ჩონჩხის აღმოჩენა, მრავალი თეორია შექმნა.
თანამედროვე ადამიანის უშორესი წინაპრის ახალ აღმოჩენებთან ერთად შეკითხვები უფრო მეტი ჩნდება, მაგალითად: სად და როდის გაჩნდა ის ერთადერთი წინაპარი, რომლისგანაც წარმოიშვა ყველა ჰუმანოიდი და, მათ შორის, თანამედროვე ადამიანიც; არის თუ არა აფრიკა კაცობრიობის ერთადერთი აკვანი; რა გარემოებებმა აიძულეს ისინი დაეტოვებინათ ნაცნობი ადგილები და განსახლებულიყვნენ სხვა კონტინენტზე; როდის მოხდა ცეცხლის დაუფლება; რითი იკვებებოდა უძველესი ადამიანი; როდის დაიწყო მან მეტყველება და ა.შ.
ბოლო 2-3 ათეული წლის მანძილზე ჩაატარებულმა კვლევებმა საგრძნობლად გაამდიდრა მკვლევართა წარმოდგენები სწორადმოსიარულე ადამიანის (Homo erectus-ის) სამყაროზე, რა ვითარებაში მიატოვა მან აფრიკა და რა იყო ამ მიტოვების მიზეზები.
დღეს სამეცნიერო წრეებში ფართო დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ როგორ და რა გზით მიაღწია პირველყოფილმა ადამიანმა ევროპაში. ერთნი ადასტურებენ, რომ მან გადაკვეთა გიბრალტარის სრუტე (რომელიც აფრიკას ევრაზიისაგან აშორებს 14 კმ-ით სირესის კონცხიდან) და ასე მიაღწია პირინეის ნახევარკუნძულამდე. ეს ჰიპოთეზა მიუთითებს იმაზე, რომ მიგრაცია შესაძლებელი იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მტკიცდება, რომ მას მართლაც ჰქონდა ადგილი. თუმცა არსებობს სხვა ალტერნატიული ჰიპოთეზაც - რომ ჰომინიდები ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან შევიდნენ კავკასიის გავლით, რასაც ადასტურებს დმანისის არქეოლოგიური გათხრები.
პლეისტოცენში დაწყებულმა ჰავის ძლიერმა ცლილებებმა ზომიერ და განსაკუთრებით, მაღალ განედებში, დაახლოებით 30 მლნ. კმ2 ფართობის ტერიტორიაზე ძლიერი აცივება - გამყინვარება გამოიწვია, რამაც ცხადია გავლენა იქონია დაბალი განედების, მათ შორის თვით აფრიკის კლიმატურ რეჟიმზეც.
ატმოსფერული ცირკულაციის ახალი რეჟიმის ჩამოყალიბებას მოჰყვა აფრიკაში ატმოსფერული ნალექების მკვეთრი შემცირება, რამაც თავის მხრივ, შედარებით მაღალი თერმული ველის ფონზე არიდიზაციის პროცესები გამოიწვია. დროის შედარებით მცირე მონაკვეთში მოხდა ახალი ბიოცენოზების სავანებისა და ნახევარუდაბნოების გაჩენა ტროპიკული ტყეების ნაცვლად. ლანდშაფტების ასეთმა ტრანსფორმაციამ - ხე-მცენარულობის ნაცვლად ბალახეულობის გაბატონებამ მნიშვნელოვნად გაართულა ადრეული ჰომინიდების კვება მცენარეული საკვებით, რასაც უწყლობაც დაემატა. ამის გარდა, ისინი დაუცველნი აღმოჩნდნენ მრავალრიცხოვანი მტაცებლების წინაშე. გამუდმებული საფრთხის წინაშე ყოფნამ აიძულა ზოგიერთი მათგანი მიეტოვებინა ასეთი მძიმე პირობები და, როგორც დმანისში მომუშავე მკვლევარები ასაბუთებენ, უკეთესი ბუნებრივი პირობების ძებნაში ლევანტის (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის) დერეფნით გამოემართა სამხრეთ კავკასიისკენ.
ლეო ჯორბენაძე,
დოქტორი,
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: l.jorbenadze@agruni.edu.ge
მოხსენების სათაური: ტარიბანის ველის ნიადაგურის საფარის გეოგრაფიულ–გენეზისური და აგრომელიორაციული დახასიათება მევენახეობის თვალსაზრისით
ავტორი(ები): ჯორბენაძე ლ.ტ. წერეთელი გ.ვ. ლობჟანიძე მ.ი კახაძე რ.გ.
მომხსენებელი: ჯორბენაძე ლ.ტ
საკვანძო სიტყვები: მელიორაცია, გენეზისი, ირიგაცია, დამლაშება, ბიცობიანობა
აბსტრაქტი:
რაც უფრო რთული და მრავალფეროვანია გეოგრაფიული გარემო, მით უფრო რთული და ძნელია ნიადაგის შესწავლა, მისი თვისებების გაუმჯობესება და იმ კომპლეკსური ღონისძიებების ჩატარება, რომელიც უნდა გატარდეს ტერიტორიის ათვისებისა და ნაყოფიერების გადიდებისთვის.
ტარიბანის ველის მსხვილმასშტაბიანი (1:10000) აგრონიადაგური გამოკვლევა მევენახეობის განვითარების თვალსაზრისით ჩატარებულია ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის მიერ. გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ნიადაგების შეფასება, პროგნოზირება და რეგულირება ხეხილისა და ვენახების გასაშენებლად, რადგან ამ ველზე მანამდე იყო გაშენებული 400ჰა–მდე ვენახი, სადაც იქმნებოდა პრობლემები, რადგან ძირითადი ყურადღება იმდროისთვის მიქცეული იყო ირიგაციულ გამოკვლევაზე. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ამ ნიადაგების აგროსაწარმოო და აგრომელიორაციული მიმართულებით კვლევების ჩატარება.
შესწავლილი იქნა და დადგინდა ნიადაგის მთელ სიღრმეში დამლაშების და ბიცობიანობის ხარისხი, წყალმართვ–ფიზიკური თვისებები, ირიგაციული ეროზიის და ნიადაგის ფილტრაციის მოვლენები, საკვები ელემენტების ყველა ფორმა.
მინდვრის პირობებში შესწავლილი იქნა: ნიადაგის ტენიანობა, მოცულობითი და ხვედრითი მასა, ფორიანობა და მისი კატეგორიები, წყალგამტარობა, ვენახის ფესვთა სისტემის გავრცელების სიღრმე. ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილი იქნა მექანიკური და მიკროაგრეგატული თვისებები. სულ შესწავლილი იქნა 3500ჰაექტარი.
ნიადაგურ–კლიმატური პირობების მიხედვით, ამ ველის მაღალი თერმიული რეჟიმი, ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი და ნაყოფიერი ნიადაგები, ვაზის და სხვა კულტურების ზრდა განვითარების საუკეთესო პირობებია, მაგრამ ამას აფერხებს და ხელს უშლის ატმოსფერული ნალექების სიმცირე, ტენის უშუალოდ დიდი აორთქლება და აქედან გამომდინარე მისი ბუნებრივად დიდი დეფიციტი.
ტარიბანის ველზე სულ გამოყოფილია: შავმიწისებრი, რუხი–ყავისფერი, ველის ბიცობიანი ნიადაგების 24 სახესხვაობა.
ჩატარებული გამოკვლევით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა: 1) მორწყვა უმთავრესი და აუცილებელი ღონისძიებაა მაღალი მოსავლის მისაღებად; 2) ამ ნიადაგების მძიმე მექანიკური შედგენილობის გამო, მორწყვის დროს საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დამლაშების, ბიცობიანობის, დაჭაობების აღკვეთას. დამუშავებისას აუცილებელია ღრმა 40სმ–ზე ხვნა და ნიადაგშიდა გაფხვიერება 80 სმ სიღრმეზე, რათა დაიშალოს ბიცობიანი ფენა და გამოირეცხოს ნიადაგის პროფილიდან ნატრიუმი და სხვა ადვილად ხსნადი მარილები; 3) საჭიროა შედგეს ტარიბანის ველის მორწყვის პროექტი, მდ. იორიდან წყლის დატუმბვის, ასევე ადგილობრივი ჩამონადენების რაციონალურად გამოყენების და რაც მთავარია რწყვა უნდა განხორციელდეს დაწვიმებით ან წვეთოვანი მილსადენებით; 4) ბიცობიანობის აღკვეღის მიზნით აუცილებელია მოთაბაშირება ნატრიუმის ექვივალენტური რაოდენობის მიხედვით; 5) დამლაშებული ნიადაგების განმლაშებისთვის დიდი ნორმებით სავეგეტაციო რწყვების ჩატარება.
ვაჟა ნეიძე,
დოქტორი,
თსუ, გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: neidze@gmail.com
მოხსენების სათაური: ზემო სვანეთის ტურისტული წარსული, აწმყო და მომავალი
ავტორი(ები): ნეიძე ვ., თუთბერიძე მ., ხომერიკი გ., პავლიაშვილი, ლომინაძე გ.
მომხსენებელი: ვაჟა ნეიძე
საკვანძო სიტყვები: ზემო სვანეთი, ტურიზმი, ალპინიზმი,
აბსტრაქტი:
საქართველოს უდიდესი, მესტიის მუნიციპალიტი (ფართობი - 344,5 კმ2), როგორც უნიკალური, მაღალმთიანი კუთხე - ზემო სვანეთი, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში პერიოდულად იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი (ადრე ეკონომიკური) გეოგრაფიის განყოფილების თანამშრომელთა შესწავლის საგანი. ამ რეგიონში 2014 წ. ჩატარებული ექსპედიციის შემდეგ, ბუნებრივია, დაისვა კითხვა, თუ დროთა განმავლობაში რა ტრანსფორმაცია განიცადა ტურიზმმა ამ რეგიონში ქვეყანაში მიმდინარე ეკოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების ფონზე.
საინტერესოა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, მხარის მოსახლეობის რიცხოვნობა 1989 წლიდან დღემდე თითქმის უცვლელია (დაახლოებით 15 ათ. კაცი). ზემო სვანეთი თავისი უნიკალური ტურისტული რესურსებით არა მარტო კავკასიის, არამედ ევროპის მასშტაბითაც განსაკუთრებულია. ადრე იგი ითვლებოდა ალპინიზმისა და სამთო ტურიზმის კლასიკურ მხარედ. გარდა იმისა, რომ სამთო ტურიზმი არის მოგზაურობა დაკავშირებული მთიანი რელიეფის შედარებით რთული უბნების (ფერდობების, თხემების, მყინვარების, უღელტეხილების) გავლასთან, მთის ნაკადების ფორსირებასთან და ა. შ. ტურისტისათვის მიმზიდველია მთის ლანდშაფტები, რომლებიც ასე უხვია და თვალწარმტაცი. ზემო სვანეთი მე-19 საუკუნეში, როცა ინგლისელმა მეცნიერმა და მთასვლელმა დუგლას ფრენშფილდმა (ამავე დროს სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა) დალაშქრა იალბუზი და მყინვარწვერი, მისთვის მიუდგომელი აღმოჩნდა ულამაზესი კარლინგი (ანუ პირამიდისებური წახნაგოვანი მწვერვალი) უშბა. თავის მოგონებებში იგი წერდა: „ეჭვგარეშეა, კავკასიის მატერჰორნი ნაპოვნია! განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ორი მატერჰორნი ერთმანეთის გვერდით დგას და თანაც გაორკეცებულია ზომებში“.
ბუნების მრავალ ღირშესანიშნაობების გარდა, ზემო სვანეთი მდიდარია ანთროპოგენური ტურისტული რესურსებით. იგი ცნობილია, როგორც საქართველოს ეკლესია-მონასტრების განძთსაცავი, რომელიც ინახავდა ბარში შემოსეული მტრისაგან გადამალულ ძვირფასეულობას. ისინი განთავსდა ერთნავიან და დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესიებში. ასევე აღსანიშნავია სვანი ოსტატების მიერ შექმნილი ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობის, ხეზე კვეთის, მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები: (მათ შორის მზისსა და განთიადის საგალობლები, სამგლოვარო სიმღერა - ზარი). უნიკალურია სოფლებში გაშენებული საგვარეულო კოშკები და მათ გვერდით მიდგმული ქვითკირის ორსართულიანი ძველი საცხოვრებელი სახლები - მაჩუბი.
სტატიაში განხილულია ტურიზმის სფეროში არსებითი ცვლილებები, რომლებიც მოხდა უკანასკნელ წლებში. ზემო სვანეთი წარმოჩინდება ტურიზმის რიგი სახეობების (შემეცნებით-კულტურული, სპორტულ-სათავგადასავლო, სამეცნიერო, ეკოტურიზმი და სხვ.) მხარედ, რომელიც უაღრესად საინტერესოა, როგორც ეგზოტიკის მოყვარულ ტურისტებისათვის, ასევე ბევრი სამეცნიერო დარგის (გეოგრაფიის, ისტორიის, დემოგრაფიის, ეთნოგრაფიის, არქიტექტურის, ბიოლოგიის, ენათმეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეობისათვის, ეკოლოგების და სხვ.) წამომადგენლებისათვის.
ნუგზარ არჩვაძე,
დოქტორი,
თბილისის № 2 საჯარო სკოლა,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: gsg.tbi@gmail.com
მოხსენების სათაური: წყალტუბოს კირქვული მასივის ფენომენი
ავტორი(ები): ნუგზარ არჩვაძე
მომხსენებელი: ნუგზარ არჩვაძე
საკვანძო სიტყვები: წყალტუბო, მღვიმური სისტემა, კირქვული ლანდშაფტები
აბსტრაქტი:
წყალტუბოს კირქვული მასივის რელიეფის უმთავრეს თავისებურებას კარსტული პროცესები განსაზღვრავს. შესანიშნავად არის გამოხატული კარსტული ლანდშაფტი ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმებით.
წყალტუბოს კირქვული მასივი მოქცეულია ცხენისწყალი-რიონის წყალგამყოფზე, რომლის სიგრძეა 25 კმ, სიგანე 15 კმ, ფართობი-250კმ2 . ჰიფსომეტრიულად იგი ვრცელდება 130-150 დან 800მ-მდე.რელიეფის თავისებურებას განაპირობებს გეოლოგიური აგებულება, კარბონატული ქანების სმძლავრე (450 მ) და ქიმიური სიწმინდე. ფართო გავრცელებით სარგებლობს ძლიერ დაკარსტული ურგონული ფაციესის კირქვები, რომელიც უხარვეზოდ გადადიან აპტურ მერგელებსა და კირქვების წყებაში.
წყალტუბოს მღვიმური სისტემის მიდამოები კარსტული რელიეფის გავრცელების კლასუკური მაგალითია; აქ განვითარებულია პოლიეს ტიპის ვრცელი ქვაბულები,დაბალი სერები, ეროზიული შთენილები, გიგანტური კარსტული ძაბრები.მუდმივად და ეპიზოდურად მოქმედი წყალუხვი ვოკლუზური წყაროებისა და მიწისქვეშა მდინარეების გვერდით ფართოდ არის წარმოდგენილი კარსტული სიღრუები,რომელიც წყალტუბოს მღვიმური სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია.
ინსტრუმენტული აგეგმვის მონაცემებით წყალტუბოს მღვიმის ჯამური სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია, ჭერის სიმაღლე 5-25 მ, სიგანე 5-30 მ. ფართობი 29000 მ2, მოცულობა 203 000 მ3. დრეს მისი მხოლოდ 15 კმ-იანი მონაკვეთია აგეგმილი.
საკვლევ ტერიტორიაზე ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა რბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 14,60 ჩ-ია,ყველაზე ცივი თვის (იანვრის) ტემპერატურა მერყეობს 5,0 -5,30 ჩ –ის ფარგლებში უთბილესი თვე აგვისტოა.მისი საშუალო ტემპერატურაა 23,40 ჩ, წლიური ამპლიტუდა -17-180 ჩ, 100 ჩ-ზე მაღალი მდგრადი საშუალო დღეღამური ტემპერატურების მქონე პერიოდის ხანგრძლივობა წელიწადში 240 დღეს შეადგენს. ნალექების საშუალო წლიური ჯამი 1818 მმ-ია. მისი რაოდენობა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მატულობს.
საკვლევ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანია მდ. სემი, რომელიც 12კმ მანძილზე ბაიოსურ წყებაში ღრმა ეროზიულ ხეობას ქმნის,ხოლო კირქვებში ვიწრო კანიონს ივითარებს.
მდ. სემის გარდა აღსანიშნავია პატარა მდინარეები: კილასკურა, ცხუკნკურელა, თავსაბანელწყალი, საირმისწყალი, ყუმი, ბღერისწყალი, ზოგიერთი მათგანი ნაპრალებში ჩაწრეტის შემდეგ ზემოქმედებას ახდენს ბუნებრივი ლანდშაფტების ფორმირებაზე. აქტიურად მონაწილეობენ მიწისქვეშა სიცარიელეების გამომუშავებაში,ზემოქმედებას ახდენენ ტერიტორიის ჰიდროგრაფიასა და მორფოლოგიაზე და ტერიტორიის მღვიმეებთან ერთად ქმნიან ერთიან ჰიდროკარსტულ სისტემას.
მღვიმოვნის მიდამოებში ნიადაგების რამდენიმე სახესხვაობაა წარმოდგენილი გორაკ-ბორცვებზე ხირხატიან, გაკულტურებულ საშუალო სისქის კორდიან-კარბონატულ ნიადაგს უჭირავს.
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები ფორმირდება კირქვებში მერგელებსა და კირქვიან კონგლომერატებში, მათი სიმძლავრე 30-40 სმ. არ ღემატება, ჰუმუსის ოდენობა
9-10 %-ია ყურადღებას იპყრობს მცირე ფართობზე გავრცელებული გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები, რომელიც 130-800 მ-მდე ვრცელდება.
ადამიანის სამეურნეო საქმიანობისა და ბუნებრივ პროცესებთან დაკავშირებით აქ მცენარეული საფარი შედგენილობის მიხედვით ძლიერ შეცვლილია.
გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტი (ჩაის პლანტაციები,დაფნა, ვენახები, ხილის ბაღები, სიმინდის ყანები, ბაღ-ბოსტნები): ბუნებრივი მცენარეულობა კი ძნელად მისადგომ ადგილებშია შემორჩენილი. ძირითადად ფონს ქმნის ქართული და იმერული მუხა, რცხილა, მურყანი, თელა და უთხოვარი. ქვეტყეში გვხვდება იელი, კუნელი, თხილი, ჭანჭყატა, ანწლი, თაგვისარა,შქერი, ჭყორი, ბზა, წყავი. ბევრია ლიანები, ნატყეურებზე-გვიმრა, მაყვალი, ეკელყიჭი და ა.შ. ყურადღებას იპყრობს შემოტანილიდა შემდგომ გავრცელებული აკაციის ხეები,ფიჭვი და სხვა. ასევე უხვადაა საკვებად ვარგისი ბალახეულობა (ჯიჯილაყა, ნაცარქათამა, ჯლაკინა, პრასანა და სხვა.) და სამკურნალო მცენარეები (ჯორისძუა,შროშანი,ჭინჭარი, ღვედკეცი, ძახველი, ოხრახუში, ძირტკბილა, ცერეცო, მარწყვბალახა, ვირისტაფა და სხვა).
საველე-კვლევითი სამუშაოების კამერალური დამუშავების, მსხვილმასშტაბიანი აგეგმვის ანალიზის საფუძველზე. წყალტუბოს კირქვული მასივის ტერიტორიაზე გამოყოფილია ოთხი სახის ლანდშაფტი:
1. ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი სუსტად დანაწევრებული კორდიან-კარბონატულ ნიადაგზე განვითარებული კოლხური ტყეებითა და მარადმწვანე ქვეტყით.
2. კარსტულფორმიანი, ალაგ-ალაგ ჩამორეცხილი, კორდიან-კარბონატული-ნიადაგიანი, ყოფილი კოლხური ტყის ადგილზე განვითარებული ტყე-ბუჩქნარი, კულტურული ლანდშაფტის ფრაგმენტებიანი ბორცვები.
3. კარსტული ბორცვიანი სერები და ტაფობები, თიხიან კორდიან კარბონატულ და ტყის ყომრალ გაეწრებულ ნიადაგზე განვითარებული მდელო-ბუჩქნარით (ფართოფოთლოვანი ტყის ელემენტებით), ჭარბი კულტურული ლანდშაფტით, რომელიც ყველაზე ვრცელია.
წყალტუბოს უნიკალური მღვიმური სისტემისა და მიმდებარე ტერიტორიის ზედაპირული კარსტული ფენომენების (ბუნებრივი ლანდშაფტების) ხელსაყრელი მდებარეობა, კლიმატური, მორფოლოგიური და სხვა თავისებურებები საუკეთესო პირობებს ქმნის ტურიზმის და საკურორტო მშენებლობის განვითარებაში.
ნინო კეზევაძე,
დოქტორი,
ltd GWP,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: nkezevadze@georgianwater.com
მოხსენების სათაური: საქართველოს წყალსამეურნეო ბალანსის სიმაღლებრივი კანონზომიერებები
ავტორი(ები): ნინო კეზევაძე
მომხსენებელი: ნინო კეზევაძე
საკვანძო სიტყვები: ჰიდრორესურსები, წყალსამეურნეო ბალანსი, სიმაღლებრივი კანონზომიერებები
აბსტრაქტი:
გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა ძვრებმა ადექვატური ასახვა ჰპოვეს მის წყალსამეურნეო პრობლემატიკაზე. ამასთან, წყლის რესურსების და წყალსამეურნეო ბალანსის მართვა ქვეყანაში დღემდე მიმდინარეობს არაპროგნოზირებადი და უსისტემო სცენარით, რომლის ლოგიკურ შედეგს, სხვა თანმდევ ნეგატიურ მოვლენებთან და ფაქტებთან ერთად, წარმოადგენს წყალსამეურნეო სტატისტიკის დეფიციტი.
ამ ფონზე, წყალსამეურნეო ბალანსის სივრცე-დროითი დინამიკის შეფასება და ოპტიმალური ვარიანტის განსაზღვრა მოითხოვს ერთის მხრივ, ტერიტორიული დიფერენციაციის ხარისხის შესაბამისობას წყალსამეურნეო ბალანსის კომპონენტების შეფასების სიზუსტესთან და დეტალიზაციის ხარისხთან, ხოლო მეორეს მხრივ, დროითი ასპექტის, ანუ საკვლევი პერიოდის სწორ შერჩევას.
დროითი ასპექტის თვალსაზრისით, წყალსამეურნეო სტატისტიკის არსებული დეფიციტიდან გამომდინარე, რეპრეზენტატულ პერიოდად წინამდებარე სტატიაში განიხილება გასული საუკუნის 80-იანი წლები, როგორც ისტორიულაად ქვეყნის მეურნეობრივი განვითარების ყველაზე აქტიური პერიოდი შედარებით საიმედო წყალსამეურნეო სტატისტიკით, სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური ფონით და წყლის რესურსებზე მაქსიმალური მეურნეობრივი დატვირთვით.
რაც შეეხება საქართველოს წყლის და წყალსამეურნეო ბალანსების ტერიტორიული დიფერენცირების აუცილებლობას, იგი განპირობებულია ბალანსთა ელემენტების ტერიტორიული განაწილების ლოკალურობით, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს კლიმატური, ლანდშაფტური და სამეურნეო მახასიათებლების ტერიტორიული განაწილების მრავალფეროვნებიდან. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ტერიტორიული დიფერენციაციის პირველ, უმსხვილეს საფეხურს წარმოადგენს მისი დაყოფა ორ ბუნებრივ-სამეურნეო რეგიონად – დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებად.
ამასთან, ტერიტორიული დიფერენცირების კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს საქართველოს, როგორც მთიანი რეგიონის წყალსამეურნეო ბალანსის შეფასება სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით, ვინაიდან, როგორც წყლის რესურსები, ასევე ტერიტორიის დემოგრაფიული და მეურნეობრივი მახასიათებლები, სიმაღლებრივ კანონზომიერებებს ექვემდებარებიან.
წინამდებარე სტატია განიხილავს როგორც ზოგადად მთელი საქართველოს ტერიტორიის, ასევე ცალ-ცალკე, მისი აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილების წყალსამეურნეო ბალანსს 3 სიმაღლებრივი სარტყლისთვის: < 500 მ; 500 – 1000 მ; > 1000 მ.
ნიშანდობლივია, რომ წყლის რესურსების განაწილება სიმაღლის მიხედვით ფუნქციონალურად უკუდამოკიდებულებაშია დემოგრაფიულ და მეურნეობრივ განვითარებასთან. ხშირ შემთხვევაში, და კონკრეტულად საქართველოში, წყლის რესურსებით მდიდარი მთიანი ტერიტორიები ეკონომიკურად ნაკლებად არიან განვითარებულნი და დასახლებულნი. დაბლობ ტერიტორიაზე კი, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით და წყლის მეურნეობის განვითარების მაღალი დონით, საანგარიშო პერიოდისთვის ქვეყანაში პრაქტიკულად უკვე აღარ იყო სამეურნეო თვალსაზრისით დაუტვირთავი ტერიტორია. შესაბამისად, ეს ტერიტორიები ჰიდრორესურსების მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდიდნენ, განსაკუთრებით, მეჟენის პერიოდში, მაშინ, როდესაც მთიანი რეგიონების მოთხოვნილებას წყალზე მთლიანად ფარავდა ადგილობრივი ჰიდრორესურსების მხოლოდ მცირე ნაწილი. გაანგარიშებებმა ცხადყო, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორის დაბლობზე ფორმირებული საყოფაცხოვრებო-სამეურნეო და სამრეწველო ჩამდინარე წყლების განზავებისთვის საჭირო წყლის რაოდენობა შერჩეული პერიოდისთვის 6-ჯერ აღემატებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ფორმირებულ ადგილობრივ ჰიდრორესურსებს. გამომდინარე აქედან, მთის რეგიონებში წყლის რესურსების სიჭარბის მიუხედავად, მათი გამოყენების დაგეგმარებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ისეთი რესურსული მარაგის შენარჩუნება, რომელიც უზრუნველყოფს მთელს აუზში (დაბლობი რაიონების ჩათვლით) დადებით წყალსამეურნეო ბალანსს. სხვა სიტყვებით, წყალსამეურნეო მენეჯმენტის აუცილებელი პირობა, რომელიც მდგომარეობს აუზური მართვის პრინციპების დანერგვაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მთიანი რეგიონებისათვის, რამდენადაც წყალშემკრები აუზის მთიანი ნაწილის ჰიდრორესურსების გამოყენების სქემაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აუზის ფარგლებში არსებული დაბლობი ტერიტორიის მოთხოვნილებები.
მიღებულმა შედეგებმა ცხადყვეს, რომ საკვლევ პერიოდში გამოკვეთილი იყო ეკოლოგიური კრიზისის რეალური მონახაზები, რომელიც გამომდინარეობდა წყლის რესურსების გამოყენების არსებული პრინციპებიდან, და რომლის თავიდან აცილებისთვის აუცილებელი იყო ჰიდრორესურსების დაცვის ახალ სისტემაზე დაუყოვნებლივი გადასვლა.
თუმცა, 90-იანი წლებიდან ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის დაქვეითების ფონზე მეურნეობის ყველა სექტორში, ადგილი ჰქონდა წყლის დანახარჯებისა და ემისიების შემცირებას, რასაც მოყვა მისი ხარისხის, და ზოგადად, გარემოს ეკოლოგიური ფონის ერთგვარი გაუმჯობესება. მაგრამ არასრულფასოვანი ეკონომიკური აქტივობის ფაზა, ბუნებრივია, ქვეყნისთვის არის (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) გარდამავალი, და არა სტაბილური ფაზა. აქედან გამომდინარე, უნდა შემუშავდეს ეკოსისტემის (მათ შორის, ჰიდროსისტემის) მდგრადი განვითარების სტრატეგიული კურსი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქვეყნის მაქსიმალურად შესაძლო ეკონომიკურ აქტივობასთან.
ბაკური ბერიტაშვილი,
დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: naili1990@gmail.com
მოხსენების სათაური: მინვარწვერის გამყინვარების აღმოსავლეთ სექტორის მყინვართა დეგრადაცია და მათთან ადაპტაციის ღონისძიებათა ზოგიერთი ასპექტი
ავტორი(ები): ბაკურ ბერიტაშვილი, ნაილი კაპანაძე, ვასო ცომაია
მომხსენებელი: ბაკურ ბერიტაშვილი
საკვანძო სიტყვები: მყინვართა ევოლუცია, მორენული ნაშალი, გამყინვარება,საადაპტაციო ღონისძიებები, დარიალის ხეობა
აბსტრაქტი:
მყინვარები კლიმატის ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობიარობით გამოირჩევა, რაც განაპირობებს მათ გამოყენებას ინდიკატორის როლში აღნიშნული პროცესის შესაფასებლად. ერთ-ერთ ასეთ ინდიკატორს წარმოადგენს კავკასიონის მყინვარები, რომლებსაც თანამედროვე მონაცემებით, დაახლოებით 356 კვადრატული კილომეტრი უკავია ქვეყნის ტერიტორიაზე.
მდინარე თერგის აუზში 1960 წლის მონაცემებით 99 მყინვარი ფიქსირდებოდა, საერთო ფართობით 66,9 კვ.კმ, 2014 წლის მონაცემებით კი - 58, საერთო ფართობით - 35.56 კვ.კმ. აქედან უდიდესი მყინვარებია ჭაჭი, დევდორაკი, აბანო და გერგეტი. სწორედ ეს მყინვარები უქმნიან საფრთხეს დარიალის ხეობაში გამავალ ავტომაგისტრალსა და გაზსადენს.
მყინვარწვერის აღმოსავლეთ სექტორის ზემოთ აღნიშნულ მყინვართა დეგრადაციის
შესწავლის მიზნით გაანალიზებული იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან Landsat და ASTER 1985-2014 წწ. პერიოდში მიღებული ინფორმაცია მყინვართა მახასიათებელი პარამეტრების ევოლუციის შესახებ. დადგენილი იქნა მდ თერგის ზემოთ აღნიშნულ მყინვართა წინ წაწევისა და უკან დახევის რაოდენობრივი მაჩვენებლები.
განხილულია კლიმატის მიმდინარე ცვლილების შედეგად საკვლევ მყინვართა ტრანსფორმაციას დაკავშირებული სტიქიური და კატასტროფული მოვლენების გააქტიურება - გახშირების შემთხვევები.
შემოთავაზებულია საადაპტაციო ღონისძიებები დარიალის ხეობაში კატასტროფული მყინვარებით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად და სახელმწიფოთაშორისო მაგისტრალისა და გაზსადენის დასაცავად.
მდ. თერგის აუზის ზემოთაღნიშნულ მყინვართა 2100 წლამდე ევოლუციის შესაფასებლად გამოყენებული იქნა დიდი ბრიტანეთის ჰადლეის ცენტრში დამუშავებული კლიმატის რეგიონული მოდელით - RegCM4 მიღებული შედეგები, რომელთა თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი საშუალო წლიური ტემპერატურის 3.5 ℃ - ით მომატებისა და ნალექთა წლიური ჯამების 70 მმ-ით შემცირების პირობებში ჩატარებული გამოთვლებით მოსალოდნელი იქნება მყინვარ დევდორაკის ენის 390 მეტრით უკან დახევა 1988 წლის მდგომარეობასთან შედარებით.
პაპუნა გაბისონია,
დოქტორი,
ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: gabisoniapapuna@yahoo.com
მოხსენების სათაური: საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის რამდენიმე საკითხის შესწავლა საქართველოს საზოგადო რუკის (1931-32 წწ.) მეშვეობით
ავტორი(ები): გაბისონია პაპუნა
მომხსენებელი: გაბისონია პაპუნა
საკვანძო სიტყვები: აფხაზეთი, თუმუში, დარინი, ჩხალთა, კოდორი
აბსტრაქტი:
XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში გამოიცა ,,საქართველოს სსრ საზოგადო რუკა, შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიულ ინსტიტუტში და გამოცემული სახელმწიფო გამომცემლობის მიერ 1931-32 წწ. პროფესორ ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, მასშტაბი 1: 200 000”. ეს უნიკალური ნაშრომი დღეს რარიტეტულ იშვიათობას წარმოადგენს. ალ. ჯავახიშვილის თაოსნობით გამოცემული ეს რუკა , სადაც დაწვრილებით არის დატანილი იმდროინდელი ყოველი დასახლებული პუნქტი, ასევე ჰიდროგრაფიული ქსელი, თვით უმცირესი მდინარეების ჩათვლით, მთების და ქედების სახელწოდებები და სხვა, უმნიშვნელოვანეს მასალას გვაწვდის არა მარტო ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობის კუთხით, არამედ მეტად საინტერესო და საჭირო ცნობებს შეიცავს ისტორიული გეოგრაფიის და ტოპონიმიკის კვლევის თვალსაზრისით. ამ რუკაზე მოცემული სახელწოდებების ნაწილი დღეს სხვა სახელწოდებებით გვხდება, ან შეცვლილი ფორმით. ამ მხრივ ძველი, ისტორიული სახელწოდებების აღდგენის მიზნით ეს საზოგადო რუკა თავისებურ საისტორიო დოკუმენტის მნიშვნელობასაც იძენს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიული გეოგრაფიის საკითხების შესწავლისთვის საზოგადო რუკის გამოყენება დღეისთვის აქტუალურია, თუმცა განსაკუთრებით ფასდაუდებელია რუკის ის ნაწილი, რომელიც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიას ეხება. როგორც ცნობილია ისტორიული აფხაზეთი და თანამედროვე აფხაზეთი ტერიტორიულად ერთმანეთს მხოლოდ ნაწილობრივ ემთხვევა. შუა საუკუნეებში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ცხუმის და ოდიშის საერისთავოში შედიოდა, ხოლო დალის (კოდორის) ხეობა სვანეთის საერისთავოს ეკუთვნოდა. გვიან შუა საუკუნეებში მომხდარი ეთნიკური ცვლილების გამო, დროთა განმავლობაში აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე ბევრი ჰიდრონიმის და ხორონიმის სახელწოდება შეიცვალა. ეს პროცესი XIX-XX საუკუნეთა განმავლობაში ძველ ქართული სახელწოდებების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობდა და არც დღეის მდგომარეობით დასრულებულა. ალ. ჯავახიშვილის თაოსნობით გამოცემულ ამ რუკაზე კი აფხაზეთში, განსაკუთრებით მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაფიქსირებულია XX საუკუნის 30-იან წლებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართული წარმომავლობის ტოპონიმები, რომლებიც პატარა მდინარეებს, მცირე დასახლებებს და მთებს შემორჩა, რაც ჩრდილო-დასავლეთ აფხაზეთის საქართველოსადმი ისტორიული კუთვნილების კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია.
ისტორიული გეოგრაფიის კვლევის თვალსაზრისით საზოგადო რუკამ დიდი დახმარება გაგვიწია VII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებაზე მუშაობისას. როგორც ცნობილია ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი მამამთავარი ამ საუკუნის 20-ან წლებში დასავლეთ საქართველოში თანამოაზრეებთან ერთად გადმოასახლეს. მაქსიმე აღმსარებელი აქ ,,სხემარის ციხეში” მიიცვალა. სხემარი სვანური ,,სგიმარის” ანუ მჟავე, მინერალური წყლის ბერძნული გადმოცემაა. 1931-32 წლების რუკაზე აფხაზეთში, კოდორის (დალის) ხეობაში, კერძოდ მდინარე ჩხალთის ხეობაში დაფიქსირებულია მჟავე წყლის საბადო. მის ახლოს კი არის აწგარის ნაციხარი, რომელიც ძველად ,,სგიმარის”, ანუ ბერძნულად ,,სხემარის” სახელით უნდა ყოფილიყო ცნობილი. ბიზანტიურ საისტორიო წყაროებში კოდორის ხეობაში ,,ძახარის ციხე” არის ნახსენები, რომელსაც მეტსახელად ,,რკინისას” უწოდებდნენ. ისტორიოგრაფიაში ეს ციხე ჩხალთის ციხესთან მართებულად არის გაიგივებული, მაგრამ რატომ უწოდებდნენ ,,რკინისას”, ეს უცნობი იყო. ამ რუკაზე კი ამ ნაციხარის ახლოს რკინის მადნის საბადოა აღნიშნული. გამომდინარე აქედან ჩხალთის ციხის მეტსახელის წარმომავლობის ახსნა საზოგადო რუკის მეშვეობით ადვილია. კიდევ ერთი ტოპონიმის- ,,თუსუმეს” დადგენაში დაგვეხმარა ეს რუკა. მდინარე კოდორის მარცხენა მხარეს რუკაზე დატანილია პატარა მდინარე და დასახლება ,,თუმუში”, რომელიც ძველბერძნულ ,,თუსუმეს” ესადაგება. ბიზანტიურ წყაროებში იხსენიება ,,დარინის გზა”, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა. საზოგადო რუკაზე აღნიშნულია უღელტეხილი ,,აქუნდარა”, რომლის სახელწოდებაში დაცული უნდა იყოს ,,დარინი”. ამ უღელტეხილიდან მდინარე ბზიფის ხეობით მომავალი გზა ,,დარინის გზის” მარშრუტს ემთხვევა. კიდევ ბევრი პრობლემატური საკითხის გარკვევა შეიძლება ამ რუკის მეშვეობით, რაც ალექსანდრე ჯავახიშვილის თაოსნობით შექმნილი ამ უნიკალური ნაშრომის მეცნიერულ ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.
დავით ჭითანავა,
დოქტორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანეჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: david_chitanava@yahoo.com
მოხსენების სათაური: ძველი კოლხეტის ისტორიული გეოგრაფიიდან (აია–კვიტაია, სიბარისი)
ავტორი(ები): დავით ჭითანავა
მომხსენებელი: დავით ჭითანავა
საკვანძო სიტყვები: ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა
აბსტრაქტი:
კÂიტაია, როგორც კოლხეთის ქალაქი, პირველად იხსენიება ელინისტური ხანის, ძვ. წ. III საუკუნის პოეტებთან – ლიკოფრონ ქალკიდელთან, კალიმაქესთან და აპოლონიოს როდოსელთან.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დიოდორე სიცილიელთან (ძვ. წ. II ს.) კოლხეთის დედაქალაქად და აიეტის სამფლობელოდ მოხსენიებულია ქალაქი _ `სიბარისი~, რომელიც არესის ჭალიდან 70 სტადიონითაა დაშორებული, სადაც თითქოს ინახება ოქროს საწმისი. სიბარისი სხვა წყაროებში არ გვხვდება; კერძოდ, დიოდორე სიცილიელის ცნობით, `მოგვითხრობენ, რომ მედეამ არგონავტები ჩაიყვანა არესის ჭალაში, რომელიც ქალაქს სამოცდაათი სტადიონით იყო დაშორებული; ამ ქალაქს ერქვა სიბარისი და კოლხთა დედაქალაქი იყო. მედეა ღამით მიადგა დახშულ ჭიშკარს და ტავრულ ენაზე მცველებს დაუძახა~.
ფიქრობთ, ფსევდო ქსილაქსის ცნობა საყურადღებოა და თუ ჩვენ დღევანდელი ზღვის სანაპიროდან ავიღებთ 180 სტადიონს ანუ დაახლოებით 34 კილომეტრს, ეს მანძილი თითქმის ზუსტად ემთხვევა დღევანდელი ტეხურ-რიონის შესართავს, სადაც, როგორც ქვემოთ პლინიუს უმცროსის ცფსევდო სკილაქს კორიანდელის ცნობით, ქალაქ ფაზისიდან მდინარე ფაზისი სანაოსნოა 180 სტადიონზე დიდ ბარბაროსულ ქალაქამდე, საიდანაც იყო მედეა. იქვეა მდინარე რისი... ‘’ ვნობიდან გამოჩნდება, ეას ადგილას მდებარეობდა ქალაქი სურიუმი ანუ შემდეგდროინდელი ნესოსი (აგათია სქოლასტიკოსი). სურიუმი პლინიუს უმცროსის მიხედვით ამ ადგილს დარქმევია მდინარის მიხედვით, რომელიც ფაზისს იქ უერთდება, რაც შესაძლოა იგივე რისი ანუ რიონი იყოს.
დიოდორე სიცილიელის (70 სტადიონი) და გაიუს პლინიუს სეკუნდის 15.000 ნაბიჯი კოლხთა დედაქალაქის სიბარისის (დიოდორე სიცილიელთან) და ეას (გაიუს პლინიუს სეკუნდთან) მდებარეობა ემთხვევა ერთმანეთს და ის ჩვენ დაახლოებით სადღაც დღევანდელ სოფელ ჭალადიდის მუხურთან უნდა ვიგულისხმოთ ან შესაძლოა ცოტა უფრო ზემოთ. რაც შეეხება ფაზისზე 120 ხიდის არსებობას ძალზედ არარეალურად უნდა ჩაითვალოს. ვფიქრობთ, ამ ქალაქების (ტინდარიდა, კირკეუმი, კიგნოსი) არსებობაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ და საძებნად მიგვაჩნია. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა კლავდიოს პტოლემაიოსის მიერ კოლხეთის შიგნით დასახელებული ქალაქები: მეხლესი, მადია, საკარა, სური და ზადრიდა.
საყურადღებოა V საუკუნის ავტორის, სტეფანე ბიზანტიელის შემდეგი ცნობა: `აია: კოლხთა ქალაქი, აიეტის დაფუძნებული, ზღვისგან მოშორებული სამასი სტადიონით; მას ჩამოუდის ორი მდინარე: ჰიპპოსი და კÂანეოსი, რომლებიც [ქალაქს] ნახევარკუნძულად ჰქმნიან~.
ვფიქრობთ, ეს ძალზედ საყურადღებო ცნობაა. სამასი სტადიონი უდრის დაახლოებით 50-55 კილომეტრს, ეს კი არის მანძილი სწორედ მდ. აბაშა-ტეხურის ხეობამდე და მის შესართავამდე მდ. რიონთან, ანუ იქამდე, სადაც მდებარეობს ე. წ. კუნძული, რომელსაც ქმნიან მდ. რიონი და ტეხური ასევე ნახევარკუნძული რომელსაც ქმნის აბაშა და ტეხური ანუ სხვა წყაროების `ნესოსი~, დღევანდელი `ისულა~, რომელიც მდებარეობს სოფელ თეკლათთან და ნოქალაქევის მიდამოებში. ამასვე ეხმაურება ნოქალაქევის სამხრეთით და შხეფის ციხის ჩრდილოეთით ნოქალაქევისკენ მიმავალ გზაზე, მდ. ტეხურის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ მდებარე სოფლის სახელწოდება კოტიანეთი, სადაც ასევე უამრავი ციხე-სიმაგრის ნაშთებია შემორჩენილი და ცნობილია თვით ციხეც კოტიანეთის ციხის სახელწოდებით. ამავე დროს მდ. კÂანეოსი შესაძლოა იყოს მდ. აბაშა, რომელიც შემდეგდროინდელ წყროებში (აგათია სქოლასტიკოსი) `კათარის~ წყლად უნდა იწოდებოდეს, ხოლო ჰიპპოსი მდ. ტეხურია, რომელიც შესაძლოა სტეფანე ბიზანტიელმა შეცდომით მდ. ცხენისწყალთან გააიგივა. ჩვენი აზრით, კოლხთა ქალაქი კÂიტაია დღევანდელ ნოქალაქევად ანუ არქეოპოლისად არ მივიჩნიოთ, რომელიც ღევანდელი სოფლების ისულასა და კოტიანეთის ხაზზე მდებარეობს. ამავე დროს საყურადღებოა რომაელთა ჯარის განლაგების ადგილის აღწერილობა აგათია სქოლასტიკოსთან რომელიც ემთხვევა ისულას და ძველი ავტორების კÂიტაიის მდებარეობას.
ნინო კეზევაძე,
დოქტორი,
ltd Georgian Water & Power,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: nkezevadze@georgianwater.com
მოხსენების სათაური: სეზონური წყლის ბალანსის სიმაღლებრივი კანონზომიერებები საქართველოში
ავტორი(ები): ნინო კეზევაძე
მომხსენებელი: ნინო კეზევაძე
საკვანძო სიტყვები: წყლის ბალანსი, შიგაწლიური რეჟიმი, ფენოლოგიური სეზონი, სიმაღლითი ზონალობა
აბსტრაქტი:
მდინარეთა ჩამონადენის რაოდენობა ტერიტორიაზე არასრულად ახასიათებს მოსახლეობის და მეურნეობის სხვადახვა დარგების რეალურ წყალუზრუნველყოფას. ამ უკანასკნელის სრულფასოვანი შეფასება შესაძლებელია წყლის ბალანსის შიგაწლიური რეჟიმის დადგენის გზით ჰიდროლოგიური პერიოდებისა და ფენოლოგიური სეზონების მიხედვით.
ჰიდროლოგიაში მდინარის ჩამონადენის შიგაწლიური რეჟიმის დადგენის აღიარებული მეთოდი ეკუთვნის ვ.ანდრიანოვს, რომლის მიხედვით ჰიდროლოგიური წელიწადი იყოფა ლიმიტირებულ და არალიმიტირებულ პერიოდებად, ხოლო თვით ლიმიტირებულ პერიოდში გამოიყოფა ლიმიტირებული და არალიმიტირებული სეზონები. ეს მეთოდი მისაღებია წყლის მეურნეობის ცალკეულ დარგებში, კერძოდ, სასმელ-სამეურნეო და სამრეწველო წარმოებაში ტერიტორიის ჰიდრორესურსული პოტენციალის შიგაწლიურ ასპექტში შეფასებისთვის.
სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მიწათმოქმედების ინტერესებიდან გამომდინარე კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტერიტორიის ჰიდრორესურსებით უზრუნველყოფის შეფასებას ფენოლოგიური სეზონების მიხედვით. ფენოლოგიური სეზონების დადგენა ხორციელდება წყლის ბალანსის კომპლექური ექვსკომპონენტიანი დიფერენცირებული მეთოდის საფუძველზე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა შეფასდეს ნიადაგის ტენის რესურსები ვეგეტაციის პერიოდში და, აქედან გამომდინარე, ნიადაგის ბიოლოგიური პროდუქტიულობა საკვლევ ტერიტორიაზე.
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება საქართველოს წყლის ბალანსის მახასიათებლების ტერიტორიულ განაწილებას შიგაწლიურ ასპექტში სიმაღლითი ზონების მიხედვით.
გამომდინარე იქიდან, რომ მთიან რეგიონებში ბუნებრივი პირობების კომპლექსურ მახასიათებლად ადგილის სიმაღლე გვევლინება, წყლის ბალანსის ელემენტების კავშირს აუზის საშუალო შეწონილ სიმაღლესთან რეალური თეორიული დასაბუთება გააჩნია.
ბუნებრივია, წყლის ბალანსის ელემენტების სიმაღლესთან კავშირს ლოკალური ხასიათი აქვს. კერძოდ, რაც უფრო მრავალფეროვანია ტერიტორიის ბუნებრივი პირობები, მით უფრო ლოკალურია ეს კავშირები. ამასთან, კვლევის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს აუზის ვერტიკალური განფენილობა, რამდენადაც, თანაბარი საშუალო სიმაღლის აუზებში სიმაღლეთა სხვადასხვა ამპლიტუდა განაპირობებს მნიშვნელოვან განსხვავებებს ბალანსის ელემენტების ფორმირებაში.
ნათელა ფოფხაძე,
დოქტორი,
აკადემია ფაზისი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: abkhazia2001@yahoo.com
მოხსენების სათაური: რუსეთის იმპერიის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან მოსე ჯანაშვილის ურთიერთობა
ავტორი(ები): ნათელა ფოფხაძე
მომხსენებელი: ნათელა ფოფხაძე
საკვანძო სიტყვები: მოსე ჯანაშვილი; ალექსანდრე ჯავახიშვილი; გეოგრაფია
აბსტრაქტი:
ნათელა ბორისის ასული ფოფხაძე.
აკადემია ფაზისის ინფორმაციის ცენტრის გამგე
რუსეთის იმპერიის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან მოსე ჯანაშვილის ურთიერთობა
მოსე ჯანაშვილი მთაწმინდაზე საზოგადო მოღვაწეთა პენთეონში განისვენებს. ხანდაზმული და დაფასებული გარდაიცვალა 1934 წელს. იყო რუსეთის იმპერიის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, შემდგომში - სსრკ-ის შრომის გმირი, ტფილისის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. ტფილისში სასულიერო სემინარია დაამთავრა და შემდგომი განათლება თვითსწავლით მიიღო. არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა გრაფ ბორის უვაროვისა და ფრაფინია პრასკოვია უვაროვას დავალებითა და ხელშეწყობით. შეცდომები გამოამზეურა ექვთიმე თაყაიშვილისა და იუსტინე აბულაძის ზოგ ნაშრომში. მისი არქივი ორ დაწესებულებაშია განაწილებული თბილისში. ვისაუბრებ რუსეთის იმპერიის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან მ. ჯანაშვილის ურთიერთობაზე მისივე ორივე არქივის რამდენიმე საარქივო საქმის მონაცემებზე დაყრდნობით. კონფერენციის მონაწილეებს მოვახსენებ მ. ჯანაშვილის განსაკუთრებით დიდ წვლილზე ლურსმული დამწერლობით (შუმერული, აქადური) მოღწეული ქვაზე და თიხაზე ნაკვეთი ნაწერების მონაცემების მოხმობით ჩვენი ერის ძირძველი მიწა-წყალის მთლიანად შეცნობასა და წარმოჩენაში. ამ კუთხით მისი გამოქვეყნებული ნაშრომები და გამოსაქვეყნებელი სახელმძღვანელოები, რომელთა დაბეჭდვას წერილით ევედრებოდა იოსებ ჯუღაშვილს 1933 წელს, ფართო საზოგადოებისათვის საყურადღებო და აუცილებელი ცოდნის ძირითად მომენტებს მოიცავენ. განვიხილავ საისტორიო გეოგრაფიის დარგში მის წვლილს. ვისაუბრებ 1906 წელს ტფილისში მცირე რაოდენობით გამოქვეყნებულ მის წიგნზე ოთხი რუკით; წიგნი ეხება ჩვენი სახელმწიფოს გეოგრაფიასა და ისტორიას დაახლოვებით ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან. ვისაუბრებ კოლოხითი //კოლხეთი სახელწოდებით ლურსმული დამწერლობით მოღწეულ იმ ტექსტებზეც, რომლებიც მ. ჯანაშვილის გარდაცვალების შემდგომ გახდა ჩვენს დედაქალაქში ხელმისაწვდომი ფრანგულენოვანი კრებულის, სახელად, Annalles Royales de Mari მეორე ნაკვეთის სახით. პროფ. მოსე ჯანაშვილის ღვაწლი ძველი ქართული ლიტერატურის კვლევაში ამჟამად წარმოჩენილია, მაგრამ საისტორიო გეოგრაფიის განხრით მ. ჯანაშვილის დიდი ძალისხმევა და მიღწევები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი, გამომზეურებული და, რაც მთავარია, გათვალისწინებული. ის წერდა ძნელად გასარჩევი გაკრული ხელით, პაწაწინა ასოებითა და ნიშნებით - სამივე ქართული დამწერლობით (მრგვლოვანი, ნუსხა-ხუცური და მხედრული), რუსული, ლათინური, ძველი ელლინური, შუმერული, აქადური, ძველეგვიპტური იეროგლიფური, თავისი თანამედროვე ინგლისური, ფრანგული, გერმანული მონაცემების შეძლებისდაგვარად სრულად გათვალისწინებით. მოსე ჯანაშვილმა შესავალი სიტყვა წარმოსთქვა 1913 წელს ტფილისში გამართულ ბუნებისმეტყველთა და მკურნალთა//ექიმთა რუსეთის იმპერიის ყრილობაზე, მასში მოხსენებითა და განხილვებში გამოსვლით მონაწილეობდნენ მოსე ჯანაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი. ყრილობაზე დაისვა საკითხი ცნება კავკასია-ს შინაარსზე. მსჯელობაში ჩაერთო მოსე ჯანაშვილი: იმ გეოგრაფიული ადგილის სახელწოდებიდან წარმომდგარად მიიჩნია, რომელსაც წინათ კავკა ეწოდებოდა, იმჟამად კი - ახალი სახელი - ვლადიკავკაზი ერქვა. ვიტყვი, რომ სვანების წარმოთქმით არის სიტყვა ქიაავქ; ნიშნავს ყინულით დაფარულს. ქართველთა ერთ-ერთ მაღალ მწვერვალზე ასვლა აღწერა გამოჩენილმა ინგლისელმა გეოგრაფმა დაგლას ფრეშფილდმა თავის წიგნში. წიგნს უწოდა Frosty Caucasus// ფროსთი კაუკასუს//ქაუქასუს. ინგლისურად ფროსთი ნიშნავს ყინულით დაფარულს. ამგვარად, ფრეშფილდმა ქართული სიტყვის - ქიაავქ - შინაარსის განმარტება შემოინახა სათაურშივე. 1916 წელს პეტერბურგში გამოქვეყნებულ ქართულ, კერძოდ, სუანურ ლექსიკონში განმარტებულია, რომ ქართველები -ფრეშფილდის მიერ დალაშქრულ მთას - ფასსა-ს უწოდებენ, რუსულად მას შეესატყვისებაო ელბრუს. ჩემი გამოკვლევით, ფასსა ნიშნავს ღვთაებრივს, ღმერთის შესაფერს. ასეა სიტყვა ფასსისი განმარტებული ლურსმული დამწერლობით მოღწეული მასალის ლექსიკონებში. 1913 წლის ზემოხსენებულ ყრილობაზე ერთ მომხსენებელს ნათქვამი შეუსწორა მოსე ჯანაშვილმა განხილვაში გამოსვლისას: მხარეს ფაზიანა ეწოდა არა ფრინველ ფაზიანას სახელის გამო, არამედ, პირიქით, იმ ფრინველს ეწოდაო ადგილის - ფაზიანა-ს სახელი. ვისაუბრებ ალექსანდრე ჯავახიშვილის მოხსენებაზე ხსენებულ ყრილობაზე. ვეძიე, მაგრამ ვერ მივაკვლიე მ. ჯანაშვილის ფონდში მასალას გეორგი // Georgi, Georgoi სახელწოდებით პირველ საუკუნეში ლათინურენოვან მსოფლიოს გეოგრაფიის აღწერებში მოხსენიებულ ჩვენიანებზე. ვიკვლიე. შედეგს მოგახსენებთ.
საკვანძო სიტყვები: პროფ. მოსე ჯანაშვილი; პროფ. ალექსანდრე ჯავახიშვილი; საისტორიო გეოგრაფია; მთა ფასსა// ფასსის; კოლხეთი; გეორგია.
მარიკა ტატიშვილი,
დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: marikatatishvili@hotmail.com
მოხსენების სათაური: elWequri procesebis xangrZlivoba saqarTvelos teritoriaze
ავტორი(ები): მ.ტატიშვილი, ი.მკურნალიძე, რ.მესხია
მომხსენებელი: მ.ტატიშვილი
საკვანძო სიტყვები: elWequri aqtivoba, klimatis cvlileba, statistikuri analizi
აბსტრაქტი:
elWeqi bunebis saSiSi movlenaa da warmoiqmnebian iseTi atmosferuli procesebis Sedegad, romlebic ganapirobeben mZlavri konveqciuri Rrublebis warmoqmnas da ganviTarebas. saSualod dedamiwis zedapirze elva ecema dRe-RameSi 8-106- jer. farTobebi, romlebic ukavia elWeqebs, yovel dRe-RameSi meryeobs 40 km2-dan dilis 4 saaTze, 110 km2-mde 14-20 saaTze. saqarTvelo warmoadgens dedamiwis erT-erT elWeq saSiS regions, amitom zemoTCamoTvlili elWeqebTan dakavSirebuli problemebi Cveni qveynisTvisac sakmaod aqtualuria. amasTan dakavSirebiT, informacias elWeqebze aqvs ara marto samecniero mniSvneloba, aramed praqtikulic saxalxo meurneobis sxvadasxva dargebisaTvis. elWeqebi klimatis erT-erT mTavar komponents warmoadgenen da sakmaod mgrZnobiareni arian misi cvlilebisadmi, amitom am bolo aTwleulSi Zalian aqtualuri gaxda sakiTxi, dakavSirebuli elWeqebis parametrebis Seswavla-SefasebasTan da maTze anTropogenuri zemoqmedebis gavlenasTan, romelic mTel msoflioSi da saqarTveloSic wlidan wlamde izrdeba. miTumetes, rom elWeqebi did gavlenas axdenen atmosferos qimiur Semadgenlobaze. isini ozonis, azotis, orJangebis da atmosferos sxva mcire Semadgenlebis generatorebs warmoadgens.
saqarTvelos teritoriaze gamovyaviT aRmosavleT da dasavleT regionebi. elWeqian dReTa wliuri ricxvis (edr) sivrcul-droiTi ganawilebis dasadgenad damuSavda am regionebize mdebare meteosadguris 1960-2006 ww minacemebi. gamoTvlil iqna edr_is statistikuri parametrebi: dakvirvebis periodi, maqsimaluri, minimaluri da saSualo mniSvnelobebi, standartuli gadaxrebi, modaluri mniSvnelobebi, asimetria, eqscesi da variaciis koeficientebi. Sedegebi moyvanilia cxrilebSi. mTlianobaSi dasavleT saqarTveloSi edr-is maqsimumi 53 dRes Seadgens, saSualo – 32, modaluri 28. aRmosavleT saqarTveloSi edr-is maqsimumi aRwevs 61 dRes, saSualo 39 da modaluri 38. ganawileba miiswrafis normalurisken, radganac asimetriis da eqscesis mniSvnelobebi TiTqmis yvela sadgurze ar aRemateba 1-s. variaciis koeficientebi 30% farglebSia. monacemTa rigebi erTgvarovania, zomierad asimetriuli. statistikuri uzrunvelyofa sdr-is da edr-isTvis Semowmda maTi korelaciuri kavSiriT standartul gadaxrebTan [5;6]. kavSiri sakmaod maRalia. determinaciis koeficientebi Sesabamisad tolia maSasadame, saqarTvelos pirobebSi dakvirvebis minimalurad misaRebi periodi elWeqebisaTvis 10-15 welic sakmarisia. elWeqebis xangrZlivobis dasadgenad dasavleT regionisTvis gamoyenebulia empiriul-statistikuri formula, romelic kargG TanxvedraSi movida dakvirvebis monacemebTan.
ეთერი დავითაია,
დოქტორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისის,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: zura_sep@mail.ru
მოხსენების სათაური: დასავლეთ საქართველოში კივის გავრცელების პერსპექტიული რეგიონების გამოვლენა და მათი აგრო–ლანდშაფტური ზონირება
ავტორი(ები): ე. დავითაია, ზ. სეფერთელაძე, თ. ალექსიძე, ნ. რუხაძე
მომხსენებელი: ე. დავითაია
საკვანძო სიტყვები: აგრო-ლანდშაფტური ზონირება, ეტალონ–ობიექტი, ლანდშაფტი, მრავალფაქტორული ანალიზი, სავეგეტაციო პერიოდი
აბსტრაქტი:
ტერიტორიის აგრორესურსულ შეფასებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ კულტურის რაციონალურად განაშენიანებისა და მისი პროდუქტულობის ამაღლების პოტენციურ შესაძლებლობათა გამოვლენაში. ეს უკანასკნელი კი, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ბუნებრივი, ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორია, რომელიც თავის მხრივ მრავალკრიტერიუმიანი და მრავალგანზომილებიანია. ამ რთული ამოცანის გადაწყვეტის ოპტიმალურ გზად მივიჩნიეთ მათემატიკური მეთოდის გამოყენება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გეოგრაფიული მიდგომის სრულყოფისა და ამ თვალსაზრისით, ტერიტორიის შედარებით ობიექტური, კომპლექსური შეფასებისა. ასევე, ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს რიცხვითი მნიშვნელობებით მკვეთრად განსხვავებული დიაპაზონისა და სხვადასხვა განზომილების მქონე ადგილების შერჩევა-შეფასებას.
მათემატიკური მეთოდის გამოყენებით ნაშრომში გამახვილდა ყურადღება დასავლეთ საქართველოში ბოლო დროს გავრცელებულ კივის კულტურაზე. კივის (ჩინური აქტინიდია) საცდელი პლანტაციები გაშენებულია დასავლეთ საქართველოს აჭარა-გურიის მონაკვეთის დაბალ და საშუალო მთიან ლანდშაფტურ ზონაში (ზღ. დ. 1200მ სიმაღლემდე). აღსანიშნავია, რომ დღემდე არ ჩატარებულა ლანდშაფტური ზონირება აღნიშნული კულტურის გავრცელების ოპტიმალური პირობების შეფასების მიზნით. სწორედ ამის გამო, ავტორთა ჯგუფმა, პრაქტიკოს-აგრო ტექნიკოსებთან ერთად, პირველად მოვახდინეთ კივის კულტურის აგრო-კლიმატური მაჩვენებლების დამუშავება-შეფასება, ოპტიმალური ბუნებრივი პირობების (აგროღონისძიებების ჩატარების გარეშე) შერჩევა-გამოვლენა (ვირტუალური ეტალონ-მოდელის შექმნით) და დასავლეთ საქართველოს ლანდშაფტური ზონირება, გის- ანალიზის საფუძველზე.
გამომდნარე იქიდან, რომ ამა თუ იმ ტერიტორიის აგრორესურსული პოტენციალის შეფასება მრავალფაქტორულ ანალიზს მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდის შერჩევა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ვითარების სწორ შეფასებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია წამყვან ფაქტორთა წარმოჩენა და მათი რიგითობით დალაგება, ფუნქციური პრიორიტეტულობის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კივის კულტურის გავრცელების შეფასებისას, რელევანტურად გვევლინება სხვადასხვა პუნქტიდან ეტალონ-ობიექტამდე შეწონილი მანძილის განსაზღვრა ცალკეულ ფაქტორთა (ნიშან-თვისებათა) პრიორიტეტულობის გათვალისწინებით და ობიექტთა დაჯგუფება ეტალონ-მოდელთან სიახლოვის შესაბამისად.
კვლევა ჩატარდა რამდენიმე ეტაპად:
1. აგრორესურსული პოტენციალის განმსაზღვრელ მონაცემთა ბაზის შექმნა
2. პროგრამა MATLAB-ის გამოყენებით თითოეული ობიექტიდან ეტალონ-ობიექტამდე ფაქტორთა პრიორიტეტულობის კოეფიციენტებით, ”შეწონილი” მანძილების გაანგარიშება, გამოთვლილი მნიშვნელობების რანჟირება და დაჯგუფება, სტერჟესის ფორმულის შესაბამისად.
3. კივის კულტურის გავრცელებისათვის ხელსაყრელი აგრორესურსული პოტენციალის მქონე ლანდშაფტური ერთეულების ზონირება (მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკის შედგენა), ეტალონ-მოდელთან სიახლოვის მიხედვით, GIS-ანალიზის საფუძველზე.
კვლევის უმთავრესი მეცნიერული სიახლეა კივის კულტურის გავრცელებისათვის ოპტიმალური პირობების მქონე ტერიტორიების შერჩევა-რანჟირება, მათემატიკური მეთოდის გამოყენებით, კერძოდ:
– აგროკლიმატური მახასიათებლების შეფასება, ვირტუალური ეტალონ-მოდელის შექმნა და ტერიტორიის ლანდშაფტური ზონირება, ეტალონ-მოდელთან მიახლოების მიხედვით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მოვახდინოთ ტერიტორიის დიფერენციაცია ამ კულტურისათვის მისი შესაძლო ვარგისიანობის მიხედვით.
– შემუშავებულია ტერიტორიის აგრორესურსული პოტენციალის შეფასების მეთოდიკა და დადგენილია ამ მეთოდის გამოყენების რელევანტობა.
– გამოვლენილია ეტალონ–მოდელთან მიახლოების მიხედვით, დასავლეთ საქართველოში აქტინიდიას (კივის) კულტურისათვის აგროკლიმატური პოტენციალის სივრცითი განაწილების კანონზომიერებანი ( ჰიფსომეტრული საფეხურები და ლანდშაფტთა ტიპები).
– მრავალრიცხოვან მონაცემთა ბაზის შექმნისა და დამუშავების საფუძველზე, გის–ტექნოლოგიის გამოყენებით, შედგენილ იქნა მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა.
ალექსანდრე სურმავა,
დოქტორი,
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: aasurmava@yahoo.com
მოხსენების სათაური: მდ. მტკვრის საქართველოს მონაკვეთში დამაბინძურებელი ნივთიერებების გავრცელების რიცხვითი გამოკვლევა
ავტორი(ები): სურმავა ა., ინწკირველი ლ., ბუაჩიძე ნ., მდივანი ს.
მომხსენებელი: ალექსანდრე სურმავა
საკვანძო სიტყვები: დამაბინძურებელი ნივთიერება, რიცხვითი მოდელი, ჰიდროლოგიური პარამეტრები
აბსტრაქტი:
უწყვეტ გარემოში ნივთიერების გადატანა-დიფუზიის არასტაციონალური წრფივი სამგანზომილებიანი განტოლების გამოყენებით დამუშავებულია მდ. მტკვარში მოხვედრილი დამაბინძურებელი ნივთიერების გავრცელების რიცხვითი მოდელი. მოდელი გათვალისწინებულია პირველ მიახლოებაში მდ. მტკვარში დამაბინძურებელი ნივთიერების გავრცელების შესწავლისათვის. მდ. მტკვარი დაყოფილია 10 პირობითად ერთგვაროვან წრფივ უბნად და თითოეული უბისათვის გამოყენებულია მდინარის მახასიათებელი ჰიდროლოგიური პარამეტრების საშუალო წლიური მნიშვნელობები.
მოდელირებულია საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან მდ. მტკვარში ჩაღვრილი პასიური დამაბინძურებელი ნივთიერების გავრცელება სტაციონალური წყაროს შემთხვევაში. მოდელირებით განსაზღვრულია დრო, რომელიც საჭიროა იმითვის, რომ დამაბინძურებელმა ნივთიერებამ მიაღწიოს მდინარეზე განლაგებულ პუნქტებს, განვლოს მდინარის სხვადასხვა უბანი, მიაღწიოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს და მინგეჩაურის წყალსაცავს. განსაზღვრულია დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციის მდინარის კალაპოტში განაწილების სურათი, კონცენ¬ტრაციის ცვლილება მდინარის ერთი უბნიდან მეორეში გადასვლისას, შეფასებულია კონცენტრაციის ფარდობითი ცვლილება მდინარის 10 პირობით უბანში.
შესწავლილია საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან მდ. მტკვარში 6 სთ განმავლობაში ზალპურად ჩაღვრილი პასიური დამაბინძურებელი ნივთიერების გავრცელება. ნაჩვენებია დაბინძურების ლაქის თანდათანობითი გადაადგილების სურათი მდინარის საქართველოს მონაკვეთში და კონცენტრაციის თანდათანობითი ცვლილება
მოდელირებულია მდ. მტკვარზე განლაგებული ქალაქებიდან ჩაშვებული ამონიუმის ( ) იონის გავრცელება. რიცხვითი ექსპერიმეტით მიღებულია მდ. მტკვრში ამონიუმის იონის კონცენტრაციის განაწილების სურათი. ნაჩვენებია, რომ კონცენტრაციის განსაკუთრებით ინტენსიურ ზრდას ადგილი აქვს ჩაშვების ადგილების მიდამოებში. მცირე ქალაქებისათვის მაღალი კონცენტრაციები მიღებულია წყაროდან დაახლოებით 5 კმ-იან, ხოლო ქ. თბილისისათვის - 25 კმ-იან მონაკვეთებში. შედარებამ აჩვენა, რომ მოდელირებით მიღებული კონცენტრაციების მნიშვნელობები დასაშვები სიზუსტით ემთხვევა ნატურული დაკვირვებების მონაცემებს.M
თინათინი ხოხობაშვილი,
დოქტორი,
უნივერსიტეტი,
ახმეტა თელავი,
საქართვლო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: tiniko.xoxobashvili@mail.ru
მოხსენების სათაური: მდინარე ლოპოტის ანთროპოგენული დატვირთვის ფონზე
ავტორი(ები): თინათინ ხოხობაშვილი
მომხსენებელი: თინათინ ხოხობაშვილი
საკვანძო სიტყვები: თინიკო
აბსტრაქტი:
დავით სართანია,
თსუ გეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი, ისტორიის დოქტორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: davit.sartania@tsu.ge
მოხსენების სათაური: ალექსანდრე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტის დაარსება
ავტორი(ები): დავით სართანია
მომხსენებელი: დავით სართანია
საკვანძო სიტყვები: ქართული უნივერსიტეტი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება
აბსტრაქტი:
1917 წლის თებერვლის რევოლუციამ რუსეთის იმპერიაში შემავალ ხალხებს თავისუფალი განვითარების იმედი გაუჩინა და დაიწყო შესაბამისი მოქმედებებიც. ქართველებიც შეუდგნენ პოლიტიკური უფლებების მოპოვებისთვის ზრუნვას, სკოლის გაეროვნულებას, სოციალური საკითხების მოგვარებასა და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ერთ-ერთი გამორჩეული და გაბედული გეგმა კი იყო თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაარსება, რომლის ინიციატორი გახლდათ პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. ამ საქმეში მეცნიერების თითქმის ყველა ქართველი წარმომადგენელი, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწეობდნენ, ჩაება. მათ შორის იყო ალექსანდრე ჯავახიშვილი, მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, შემდეგში ქართული მეცნიერული გეოგრაფიის ფუძემდებელი.
ალექსანდრე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებას პირველად დაესწრო 1917 წ. 3 ოქტომბერს, სადაც იგი დასახელებულ იქნა ამ საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოებში ასარჩევი კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრად. მალე ქართული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში ერთვება ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომელიც ქმნის სამი წევრისაგან (პ. მელიქიშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ა. ხარაძე) შემდგარ კომისიას. კომისიას ევალებოდა მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის საექიმო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დაარსება მოემზადებინა. არქივში შემორჩენილია ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც 1917 წ. 17 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტი წარმოადგენს კომისიის ოქმს, სადაც საექიმო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისთვის საჭირო საგნებია განაწილებული სემესტრების მიხედვით და აგრეთვე ამ საგნების წამკითხველი ქართველი ლექტორებია შერჩეული.
ვინაიდან 1918 წ. 26 იანვარს გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში ფუნქციონირება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტმა დაიწყო, ალექსანდრე ჯავახიშვილი ვერ მოხვდა პროფესორთა პირველ შემადგენლობაში, მაგრამ რადგან იგი იმთავითვე ჩართული იყო უნივერსიტეტის დაარსების სამზადისში, მის ერთ-ერთ დამფუძნებლად უნდა ჩაითვალოს.
რეზო ლოლიშვილი,
ინჯინერი,
ივ.ჯახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: rezo.lolishvili@gmail.com
მოხსენების სათაური: ნიადაგის ნაყოფიერების შეფასება და მისი ამაღლების ეკოლოგიურად უსაფრთხო აგროტექნოლოგიები
ავტორი(ები): რეზო ლოლიშვილი
მომხსენებელი: რეზო ლოლიშვილი
საკვანძო სიტყვები: აგროტექნოლოგია, ბიოორგანული სასუქები, დეგრადაცია, მცენარეული მასის დაშლის ინტენსივობა, მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგის ჰუმუსის ბალანსი.
აბსტრაქტი:
ნიადაგის ნაყოფიერების შეფასება და მისი ამაღლების ეკოლოგიურად უსაფრთხო აგროტექნოლოგიები
ლოლიშვილი რ. თ
საკვლევი პრომლემები
ბოლო წლების გამოკვლევები მეტყველებს იმაზე, რომ პლანეტის ნიადაგების მეოთხედი განიცდის დეგრადაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კაცობრიობის გამოკვების შესაძლებლობას და იგი უახლოეს მომავალში შესაძლოა შიმშილის პრობლემის წინაშე დადგეს. მკვლევარების ერთი ნაწილი თვლის, რომ ამის მიზეზს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწების უგუნური გამოყენება, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ნიადაგის დეგრადაციაზე მოქმედებს სხვადასხვა ბუნებრივი პროცესები. ნათელია, რომ ნიადაგის დეგრადაციის შეფასება მიეკუთვნება იმ უმნიშვნელოვანეს საკითხთა რიცხვს, რომელიც განსზღვრავს ჩვენი პლანეტის ცივილიზაციის არსებობას.
კვლევის მიზანი
ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა ქვემო ქართლის მარნეულის რაიონის მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგის ჰუმუსოვანი მდგომარეობის შეფასება, სასოფლო სამეურნეო კულტურების ბიოპროდუქტიულობის დადგენა და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება ბიოორგანული სასუქების გამოყენებით, კერძოდ, ნამჯის და პარკოსანი სიდერატების ერთობლივი შეტანით.
მეთოდები
ბიომეტრული კვლევები ტარდებოდა ნ. ბაზილევიჩის მიხედვით (1978), მცენარეული ნარჩენების დაშლის ინტენსივობა შეისწავლებოდა ა. რიბალკინას (1957) და ჰუმუსის ბალანსის შედგენა მოხდა ფ. ლევინის 1983 მეთოდიკის გამოყენებით.
შედეგები
მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგის (მარნეულის რაიონი ს. ყულარი) ყამირ ვარიანტში ჰუმუსის შემცველობა შეადგენს 3,82%-ს და ათვისებულში ეცემა 2,25%-მდე, საერთო აზოტისა კი შესაბამისად 0,19% და 0,11%-მდე. საკვები ელემენტების შესათვისებელი ფორმები მეტია ათვისებულ ვარიანტში. შთანთქმულ კომპლექსში ჭარბობს კალციუმის კათიონი. ნიადაგი ზედაპირულად კარბონატულია. ნიადაგის არის რეაქცია სუსტი ტუტეა. რაც შეეხება ვარიანტს, სადაც მოხდა ნამჯისა და იონჯის თივის ერთობლივი შეტანა, ერთი წლის შემდეგ ჰუმუსის შემცველობა ათვისებული ვარინტის საწყის მონაცემთან შედარებით იზრდება 0,99%-ით და აღწევს 3,24%-ს. გაზრდილია საკვები ელემენტების შესათვისებელი ფორმების რაოდენობაც, მათ შორის თითქმის ორჯერ ფოსფორის. ბიომეტრული კვლევის მიხედვითაც უკეთესი მონაცემები დაფიქსირებულია ვარიანტზე ნამჯისა და იონჯის სიდერატის ერთობლივი შეტანით. ამ ვარიანტზე სიმინდის მოსავლის 39,9ც/ჰა შემთხვევაში, მისმა სრულმა ფიტომასამ შეადგინა 190,0ც/ჰა, რაც 17,1 და 76,6ც/ჰა აღემატება სიმინდის ანალოგიურ მონაცემებს მინერალური სასუქების შეტანის ფონზე. ორგანული ნივთიერების ბალანსი სიმინდის კულტურის ქვეშ მდელოს რუხ-ყავისფერ ნიადაგში უარყოფითია. იგი მიეკუთვნება იმ კულტურათა რიცხვს, რომლებიც მნიშვნელოვნად აღარიბებენ ნიადაგს საკვები ნივთიერებებით. სამწუხაროდ, ნიადაგში დაბრუნებული სიმინდის მცენარეული ნარჩენები გარკვეული დროის განმავლობაში გამოუყენებელი რჩება მომდევნო კულტურისათვის, რადგან ნარჩენების სრულ გახრწნას დიდი დრო სჭირდება (დაახლოებით 2 წელი). მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ ნარჩენებიდან წარმოქმნილი ჰუმუსის რაოდენობა დიდი არ არის. სიმინდის შემთხვევაში ის შეადგენს 5,4-7,6ც/ჰა.) მდელოს რუხი-ყავისფერი ნიადაგისათვის შედგენილი ჰუმუსის ბალანსი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ორგანული სასუქების გამოყენების უპირატესობას მინერალურ სასუქებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ვარიანტზე ნამჯის და სიდერატის ერთობლივი შეტანით სიმინდს ნიადაგიდან გამოაქვს აზოტის ორჯერ უფრო დიდი რაოდენობა - 2,0ც/ჰა, დაბრუნებული მცენარეული ნარჩენების დიდი რაოდენობის და შეტანილი სასუქებიდან ჰუმუსის მაღალი კომპენსაციის გამო, სხვაობა ბალანსებს შორის შეადგენს მხოლოდ 1,0ც/ჰა. ბიოორგანულ სასუქში საკვები ელემენტების შემცველობის განსაზღვრამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა ნიადაგში დაბრუნებული საკვები ელემენტების რაოდენობა. ორი წლის განმავლობაში ნიადაგს უბრუნდება 76,4კგ/ჰა აზოტი, 8,9კგ/ჰა ფოსფორი, 66,6კგ/ჰა კალიუმი და 34,3კგ/ჰა კალციუმი. ამ ელემენტების გამოყენება მომდევნო კულტურას შეუძლია უკვე მეორე წელს. დაბრუნებული აზოტი და კალიუმი 54%_48%-ით აკმაყოფილებს სიმინდის მოთხოვნილებას ამ ელემენტებზე, ხოლო ფოსფორი და კალციუმი შესაბამისად 33-47%-ით.
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ავღნიშნოთ, რომ ბიოორგანული სასუქების შეტანა (ნამჯა+იონჯის სიდერატი) ზრდის არა მარტო ნიადაგის ნაყოფიერებას, არამედ აუმჯობესებს მის ფიზიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს.Uიზრდება ნიადგის მიკროფლორა, უჯობესდება ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობა, რაც დადებითად აისახება სასოფლო სამეურნეო კულტურების განვითარებაზე. ბიოორგანული სასუქების შეტანით იზრდება სიმინდის ყველა სტრუქტურული ბლოკის ფიტომასა. ფესვების რაოდენობა გაზრდილია 22%, ხოლო ღეროს ფიტომასა 49%-ით. ძალზე მაღალია მისი პროდუქტიულობის კოეფიციენტიც 0,84. ორგანული ნივთიერების დაბრუნების აბსოლუტური მაჩვენებელი შეადგენს 42,3ც/ჰა და 12,5 ცენტნერით აღემატება მინერალური სასუქების შეტანის ფონზე მოყვანილი სიმინდის მონაცემს.
ლიანა ბითაძე,
ისტ. მეცნ. დოქტორი,
თსუ, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: lia.bitadze@mail.ru
მოხსენების სათაური: აკად. ალექსანდრე ჯავახიშვილის ანთროპოლოგიური მემკვიდრეობა
ავტორი(ები): ლიანა ბითაძე
მომხსენებელი: ლიანა ბითაძე
საკვანძო სიტყვები: ეთნიკური ანთროპოლოგია,კავკასიური მოდგმა
აბსტრაქტი:
აკად. ალექსანდრე ჯავახიშვილის ანთროპოლოგიური მემკვიდრეობა
ლიანა ბითაძე
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია
lia.bitadze@ mail.ru
ეთნიკური ანთროპოლოგია, კავკასიური მოდგმა, ქართველური ჯგუფი, ეკოლოგიური გარემო
პირ¬ვე¬ლი სო¬ლი¬დუ¬რი ნაშ¬რო¬მე¬ბი ქარ¬თვე¬ლე¬ბის შე¬სა¬ხებ ეკუთვნის ალექ¬სან¬დრე ჯა¬ვა¬ხიშ¬ვილს. მან მო¬ი¬პო¬ვა უხ¬ვი ფაქ¬ტობ¬რივი აღ¬წე¬რი¬ლო¬ბი¬თი და ზო¬მი¬თი მო¬ნა¬ცე¬მე¬ბი ქარ¬თლე¬ლე¬ბის (1905), კახელების (1907), გუ¬რუ¬ლე¬ბის (1912), მეგ¬რე¬ლე¬ბის (1913), იმერლების, გურულების, რაჭველების (1914) შე¬სა¬ხებ.
ამ ნაშრომებით და¬ა¬დას¬ტუ¬რა, რომ ქარ¬თვე¬ლე¬ბის ეთ¬ნოგ¬რა¬ფი¬უ¬ლი ჯგუ¬ფე¬ბი ან¬თრო¬პო¬ლო¬გი¬უ¬რი ნიშ¬ნე¬ბის მი¬ხედ¬ვით ერ¬თმა¬ნეთ¬ის მიმართ დიდ მსგავ¬სე¬ბას ამ¬ჟღავ¬ნე¬ბენ, ხოლო არ¬სე¬ბუ¬ლი გან¬სხვა¬ვე¬ბა¬ნი უმ¬ნიშ¬ვნე¬ლოდ მი¬იჩ¬ნია. მი¬სი აზ¬რით, ქარ¬თვე¬ლე¬ბი წარ¬მო¬ად¬გე¬ნენ გან¬სხვა¬ვე¬ბულ და და¬მო¬უ¬კი¬დე¬ბელ ან¬თრო¬პო¬ლო¬გი¬ურ ჯგუფს, რო¬მელ¬საც ქარ¬თვე¬ლუ¬რი უწო¬და (1905; 1907). მიუხედავად მსგავსებისა ქარ¬თველებში აღინიშნება შე¬სამ¬ჩნევი თვი¬სე¬ბა¬თა რყე¬ვა და შე¬საძლოა ამ ჯგუ¬ფის და¬ყო¬ფა ორ მთა¬ვარ ტი¬პად. ერ¬თი ამ ტიპ¬თა¬გა¬ნი გავ¬რცელებულია სა¬მეგ¬რე¬ლო¬ში, გუ¬რი¬ა¬ში და იმე¬რეთ¬ში, მე¬ო¬რე კი – ქარ¬თლში და კა¬ხეთ¬ში. სა¬მეგ¬რე¬ლო¬სა და კა¬ხეთ¬ის ქარ¬თუ¬ლი ჯგუ¬ფების თვი¬სე¬ბა¬თა გან¬სხვა¬ვე¬ბა უფრო მეტია. რაჭ¬ვე¬ლე¬ბი და მთი¬უ¬ლე¬ბი წარ¬მო¬ად¬გე¬ნენ შე¬რე¬ულ ტიპს, რო¬მე¬ლიც ზო¬გი¬ერთ შემ¬თხვე¬ვა¬ში შე¬ი¬ცავს სა¬შუ¬ა¬ლო თვი¬სე¬ბებს, ზოგ¬ჯერ კი უახ¬ლოვ¬დე¬ბა უფ¬რო ან და¬სავ¬ლე¬თის, ან აღ¬მო¬სავ¬ლე¬თის ტიპს ( 1923). ალექ¬სან¬დრე ჯა¬ვა¬ხიშ¬ვილ¬მა თა¬ვის ნაშ¬რომ¬ში, რო¬მე¬ლიც მეგ¬რე¬ლებს მი¬უძ¬ღვნა (1913) აღ¬ნიშ¬ნა ან¬თრო¬პო¬ლო¬გი¬უ¬რი ნიშ¬ნე¬ბის ცვა¬ლე¬ბა¬დო¬ბა ასაკ¬თან კავ¬შირ¬ში. კერ¬ძოდ, ასა¬კის ზრდას¬თან ერ¬თად შე¬ი¬ნიშ¬ნე¬ბა უფ¬რო მუ¬ქი კა¬ნის ფე¬რი, სხე¬უ¬ლის, თა¬ვის, შუბ¬ლის სი¬მაღ¬ლის, სა¬ხის სი¬გა¬ნის, ცხვი¬რის უნა¬გი¬რის სიმაღლის შემ¬ცი¬რე¬ბა; ჯგუ¬ფის სა¬შუ¬ა¬ლო სი¬დი¬დე¬ებს უფ¬რო შე¬ე¬სა¬ბა¬მე¬ბო¬და 26-35 ასაკ¬ში მყო¬ფი მო¬სახ¬ლე¬ო¬ბის მა¬ხა¬სი¬ა¬თებ¬ლე¬ბი; აღნიშნული იყო ¬ ღი¬ათ¬მი¬ა¬ნი და ნაც¬რის¬ფერ¬თვა¬ლე¬ბა და შავთმიანი და მუქთვალება ტიპების არსებობა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ( 1913).
ნაშრომის „კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური შემადგენლობა“ ანა¬ლი¬ზი¬სას ალ. ჯავახიშვილი აღ¬ნიშ¬ნავს, რომ „სა¬პი¬რის¬პი¬რო, გან¬სხვა¬ვე¬ბუ¬ლი ნიშ¬ნე¬ბის მა¬ტა¬რე¬ბელ¬ნი კავ¬კა¬სი¬ა¬ში არი¬ან ქარ¬თვე¬ლე¬ბი, აზერ¬ბა¬ი¬ჯა¬ნე¬ლე¬ბი, რუს-ყა¬ზა¬ხე¬ბი და ნო¬ღა¬ე¬ბი~( 1923). ამავე ნაშრომში განხილულია დიდი მნიშვნელობის საკითხი, როგორიცაა ქართველებისა და კავაკასიის სხვა ეთნიკური ჯგუფების აბორიგენობა. კავკასიურ მოდგმის კვლევას სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა, რომელშიც XIX –XX სს კავკასიაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები კავკასიურ, ირანულ, სლავურ და მონღოლურ მოდგმებში გააერთიანა. კავკასიური მოდგმაში ქართული, ჩერქეზული, ლეკური, სომხური ჯგუფები გააერთიანა (1923). კავკასიური მოდგმა, კავკასიური ერთობა ანთროპოლოგიური თვალსაზრისით თანამედროვე კვლევებით დასტურდება, ხოლო პირველმა ეს საკითხი ალექსანდრე ჯავახიშვილმა განიხილა.
აუცილებელია აღინიშნოს მისი ნაშრომი - დასახლებისა და მოსახლეობის ვერტიკალური გავრცელება და განაწილება საქართველოს კავკასიონში, რადგან ანთროპოლოგიური ნიშნების ჩამოყალიბებაში გეოგრაფიული გარემოს დიდი როლი უკავია. გარემოს ერთ-ერთი ფაქტორია ჰიპსომეტრული მდებარეობა. მაღალმთიანეთის გარემოს ძირითადი ფაქტორებია დაბალი ტემპერატურა, ტენიანობა, ლაშაფტის თავისებურება, გეოქიმიური თვისებები, რომლებიც განაპირობებენ მორფოლოგიურ ცვალებადობას. ამიტომ დასკვნები: დასახლებათა და მოსახლეობის გეოგრაფიული გავრცელება ექვემდებარება ხეობების გავრცელებას, დასახლება ვერტიალურად საფეხურებრივ არის განვითარებული, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ დასახლებისა და მოსახლეობის სიმაღლითი ზრდა მატულობს, კავასიონის ცალკე მხარეების სიმაღლის საფეხურებში კომლის წევრთა რიცხვი სიმაღლესთან ერთად ხშირად მატულობს, თუმცა ზოგიერთ რაიონებში მათი რიცხვი რჩება უცვლელი და ა.შ. ანთროპოლოგიისათვის არის გარემოსთან ადაპტაციის მაჩვენებელი.
ალექსანდრე ჯავახიშვილის ინტერესთა სფეროს ეთნიკური ანთროპოლოგია წარმოადგენდა. უმთავრესი მის ანთროპოლოგიურ მემკვიდრეობაში არის ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფების კაპიტალური გამოკვლევები, რომლებშიც ორგანულად არის შერწყმული მეცნიერების სხვადასხვა დარგის მონაცემები (ისტორია, გეოგრაფია, ენათმეცნიერება, ეთნოლოგია,). ქართველების ყოველივე ჯგუფი შესწავლილი იყო სრული პროგრამით (კეფალომეტრია, კეფალოსკოპია, სომატოლოგია), გამოკვლეულთა რაოდენობა ვალიდური. ეს კვლევები დღესაც სანიმუშოა.
მას ასევე აქვს გამოქვეყნებული სომხები ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, კავკასიის ებრაელები, დოლიხოცეფალია ქართველებში და რეცენზიები, რომლებიდანაც კარგად ჩანს მისი ერუდიცია და დამოკიდებულება კავკასიის მოსახლეობის წარმომავლობის (აბორიგენობის) საკითხებთან მიმართებაში.
უმნიშვნელოვანესია მისი მოხსენება - კავკასიის ანთროპოლოგიის კვლევის ამოცანები (1913), სადაც კავკასიის შესავლის პროგრამა ჩამოაყალიბა: კავკასიის მოსახლეობის კვლევამ უნდა მოიცვას ყველა ეთნიკური ჯგუფი თავისი ვარიაციებით; გაირკვეს ცალკეულ ჯგუფებს შორის ურთიერთმორფოლოგიური დამოკიდებულება და მოსახლეობის რასობრივი შემადგენლობა, მათი ადგილი მსოფლი ხალხთა რასობრივ სისტემატიკაში; უძველესი მოსახლეობის შესწავლა ისტორიულად თანმიმდევრული ეპოქების მიხედვით; შესწავლილი უნდა იყოს ანთროპოლოგიური ტიპების ცვალებადობა, სქესისა და ასაკის თავისებურება, ადამიანის ორგანიზე და მის ფსიქიკაზე გეოგრაფიული, სოციალური და ისტორიული პირობების გავლენა; განიხილავს კავკასიაში სამეცნიერო-საზოგადოებრივი დაწესებულების დაარსების აუცილებლობას, რომელიც ამოცანად დაისახავს კავკასიისა და მეზობელ ქვეყნების მოსახლეობის სისტემატურ ანთროპოლოგიურ კვლევას.
გვანჯი მანია,
კავშირის "გიორგი" თავმჯდომარე,
ა(ა)იპ "საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი “გიორგი” ,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: giorgiunion@gmail.com
მოხსენების სათაური: აბრეშუმის გზის სანაოსნო ტურისტული ბრენდი საქართველოში
ავტორი(ები): გვანჯი მანია
მომხსენებელი: გვანჯი მანია
საკვანძო სიტყვები: აბრეშუმის გზა, ნაოსნობა, ტურისტული ბრენდი, არგონავტები
აბსტრაქტი:
I. აბრეშუმის დიდი გზა ყოველთვის იყო და არის კაცობრიობის ინტერესის საგანი. იუნესკოს პროგნოზით 2020 წლისათვის ამ გზას მსოფლიოს ტურისტების მესამედი მოივლის. აბრეშუმის საქარავნო-სახმელეთო გზის პარალელურად კავკასიაში ოდითგანვე მოქმედებდა კასპიისა და შავი ზღვების დამაკავშირებელი სამდინარო-სანაოსნო მარშრუტი. ამ მარშუტის საქართველოს არეალის გაცოცხლება ----- მტკვარი-რიონით თბილისიდან ფოთამდე და პირუკუ – არის ჩვენი პროექტისა და ექსპედიციის არსი და მიზანი. ეს ამბავი გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და ანთროპოლოგის ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლისთავს ეძღვნება და საიუბილეო დღეებში - 2015 წლის სექტემბერ - ოქტომბერში განხორციელდება.
II. პროექტით დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ ყველაზე ფასეული, რაც ათასწლეულების განმავლობაში ისტორიული კოლხეთისა და იბერიის, ანუ აწინდელი საქართველოს შესახებ თქმულა და დაწერილა, ძირითადად ამ გზით – ნავითა და ცხენით მოგზაურ უცხოელთა თვალით არის დანახული და წარმოჩენილი.
III. ამჟამად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ერთი წლის განმავლობაში 5 მილიონი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მათ მნიშვნელოვან ნაწილს, როგორც ყველგან, შეადგენენ ინტელექტუალები - აქტიური, განათლებული, ცნობისმოყვარე ადამიანები. სწორედ ასეთი თვისებებით შემკული პირებისათვის არის გამიზნული ჩვენი ბრენდი – 500 კილომეტრიანი მარშრუტი, რომელიც იმუშავებს წელიწადის ყოველ დროს, გარდა სტიქიური მოვლენებით - თოვლდიდობა, ყინულობა, წყალდიდობა, პაპანაქება – გამოწვეული დღეებისა.
IV. დაინტერესებულ ბიზნესმენ-ინვესტორთა და სახელმწიფო სტრუქტურების გაერთიანებული ძალისხმევით ამოქმედებული სანაოსნო ბრენდი თანამემამულე თუ უცხოელ მოგზაურებს საშუალებას მისცემს ორი-სამი კვირის განმავლობაში უკეთ გაიცნონ აწინდელი საქართველო, მისი მრავალფეროვანი ბუნება, ისტორია და კულტურა; გამოჩენილ თუ უბრალო ადამიანთა ცხოვრება და საქმიანობა.
V. ტურისტული ბრენდის პირველი სანაოსნო ნაწილი მტკვრის, ხოლო მეორე ყვირილა-რიონის ფარვატერია. მათ შორის აზიდული ლიხის ქედი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სანახებსა და მიმდებარე სოფლებს მოიცავს. მდინარეთა ფარვატერში მოგზაურობა თანამედროვე ამფიბია ნავებით, ხოლო ეროვნულ პარკის წიაღში ადგილობრივი სამთო პირობებს შეჩვეული ცხენებით განხორციელდება.
VI. სანაოსნო მარშრუტის, ანუ მდინარის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, მრავალი ქალაქი, ისტორიის, კულტურისა თუ ბუნების ძეგლია. ნაოსნობის ძირითადი პუნქტებია: ძველთაძველი თბილისი, მცხეთა, არმაზი, უფლისციხე, გორი, ურბნისი, უბისა, შორაპანი, ვარციხე, ქუთაისი, ვანი, ნოქალაქევი, (იგივე არქეოპოლისი, ანუ ციხე გოჯი), ფოთი (ფაზისი). აქვე უნდა ვახსენოთ აია – აიეტის ქალაქი, რომელსაც მეცნიერთა ერთი ნაწილი რიონ-ტეხურის შუამდინარეთში მოიაზრებს, და ხვალ თუ ზეგ, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ადვილშესაძლებელია ისევ აღმოცენდეს და ჩამოყალიბდეს როგორც ოქროს საწმისის მაძიებელი არგონავტების კვალდაკვალ მოგზაურობის მოყვარულთა შეკრება-შეხვედრების საერთაშორისო სწორუპოვარი ცენტრი.
VII. წარმოდგენილი პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, ვახუშტის გეოგრაფიის ინსიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემია, საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი “გიორგი” (პროექტის ავტორი და კოორდინატორი).
VIII. ბიზნესმენ-ინვესტორებს ვთავაზობთ თანამონაწილეობა-პარტნიორობას - პროექტის უმთავრესი საქმეებია: 1. საკვლევაძიებო ექსპედიციის განხორციელება; 2. მრავალენოვანი გზამკვლევის შედგენა-გამოცემა; 3. მეგზურ-მენავეთა მომზადება; 4. მასშტაბური რეკლამა; 5. თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის აშენება-ამოქმედება; 6. სათანადო ამფიბია ნავების მოძიება, შეძენა და ნაოსნობის ორგანიზება; 7. სამდინარო ფარვატერისა და ნავმისადგომთა განახლება: 8. მოთავე ჯგუფისა და ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დირექციის თანამშრომლობა; 9. მარშრუტის გასწვრივ მდებარე მხარეთა და ქალაქთა სახელმწიფო, სამეცნიერო, სასპორტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაინტერესება – საქმიანი თანამშრომლობის გაჩაღება.
ვალერი კეკენაძე,
ლაბორანტი,
თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: kekenadze.valeri@yahoo.com
მოხსენების სათაური: XV-XIX საუკუნეების იმერეთის სათავადოების საზღვრების კარტოგრაფირება
ავტორი(ები): ვალერი კეკენაძე
მომხსენებელი: ვალერი კეკენაძე
საკვანძო სიტყვები: კარტოგრაფირება, საზღვრები, ისტორიული გეოგრაფია, სათავადო.
აბსტრაქტი:
საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიაში, გვიან ფეოდალური ხანის კვლევის სფეროში, ერთ–ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ქართულ სათავადოებს შორის საზღვრების დადგენა და მათი კარტოგრაფიული გამოსახვა. კარტოგრაფიული გამოსახულებები ხელს შეუწყობს აღნიშნული თემის ვიზუალურ აღქმასა და თეორიულ გააზრებას. სტატიაში მოცემულია ეთნოგრაფიული იმერეთის სათავადოების საზღვრები XV-XIX საუკუნეებში.
ჩვენ მიზნად დავისახეთ მოგვეხდინა იმ ნაშრომებისა და კარტოგრაფიული მასალების ფიქსაცია, რომლებიც ეხება იმერეთის სათავადოებს და შესაბამისი ანალიზის შემდგომ შევეცადეთ შეგვედგინა ნაშრომის რეტროსპექტული კარტოგრაფირება, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს იმერეთის სათავადოების ისტორიული გეოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევარებს.
გამომდინარე იქედან, რომ იმერეთის სათავადო სისტემა ფაქტობრივად დასრულებულ სახეს იღებს XVII–XVIII საუკუნეებში, რაც დასავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთებში ნათლად ჩანს, გადავწყვიტეთ კარტოგრაფიულ ნაშრომში წარმოვადგინოთ სწორედ ამ პერიოდის იმერეთის სამეფოს სათავადოებს შორის არსებული საზღვრები. ნაშრომის მოთავსება აღნიშნულ ქრონოლოგიურ ჩარჩოში, ასევე გადაგვაწყვეტია მასალათა სიუხვემაც, მაგალითად, ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“, აგრეთვე უდიდესი დახმარება გაგვიწია ოლღა სოსელიას ნაშრომებმა (ნარკვევები), რომლებშიც ფაქტობრივად ვხვდებით პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ მცდელობას ვახუშტის შემდგომ იმერეთის სათავადოებს შორის საზღვრების დადგენის თაობაზე; თუმცა, სამწუხაროდ, ნაშრომებს არ ახლავთ შესაბამისი კარტოგრაფიული გამოსახულებები, რაც განაპირობებს ვიზუალური აღქმის ნაკლოვანებას.
სტატიაში ნათლადაა წარმოდგენილი საზღვრები იმერეთის სათავადოები საზღვრები, რომელზე დაყრდნობითაც შედგა კარტოგრაფიული ნაშრომი. მასში ნათლად იკვეთება სათავადოებს შორის საზღვრების მუდმივი ცვალებადობა, რაც დამოკიდებული იყო სამეფოს შიგნით ძალთა ბალანსზე, საგარეო პოლიტიკურ ვითარებასა და, ამასთანავე, სამეფო ხელისუფლების სიძლიერეზე. სათავადოთა შორის საზღვრების ცვლის არაჯანსაღ ვითარებაზე მიუთითებს სათავადოთა განლაგების არეალიც. ის ფაქტორი რომ საზღვარი როგორც წესი, ზოგჯერ არ გადიოდა გეოგრაფიულ ბარიერზე, ის ხანდახან ერთ სოფელს ორად ჰყოფდა, რაც ალოგიკურ ვითარებას ქმნიდა. იმერეთის სათავადოთა შორის საზღვრების კარტოგრაფიულ გაფორმებაში XVII–XVIII საუკუნეების აღება განაპირობა სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორებმა. რეტროსპექტული კარტოგრაფირების და შესაბამისი კვლევის შედეგად აღნიშნული საკითხის თაობაზე შედგა რუკა, რაც წარმოადგენს სამეცნიერო სიახლეს.
თამილა ჩალაძე,
მეცნიერ თანამშრომელი, მაგისტრი,
თსუ, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: chaladzetamila@gmail.com
მოხსენების სათაური: ალაზნის ვაკის ლანდშაფტების ტრანსფორმაცია, თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების თავისებურებანი
ავტორი(ები): თამილა ჩალაძე, ელენე სალუქვაძე
მომხსენებელი: თამილა ჩალაძე
საკვანძო სიტყვები: ლანდშაფტი, ალაზნის ვაკე, ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაცია
აბსტრაქტი:
თანამედროვე პერიოდში ბუნებრივ გარემოზე მზარდი ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ზემოქმედება უშუალოდ აისახება ლანდშაფტის მდგომარეობაზე და მის ცვლილებას იწვევს. კახეთის რეგიონში მთის და ბარის ლანდშაფტებისათვის ზემოქმედების მასშტაბები განსხვავებულია. მთის ლანდშაფტებში იგი უმეტესად ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირდება და შედარებით მცირეა. სულ სხვა მდგომერეობაა მთისწინეთის და განსაკუთრებით ვაკის ლანდშაფტებში, სადაც ანთროპოგენური ზემოქმედება ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, რაც ძლიერ ტრანსფორმირებულ და ხშირ შემთხვევაში სრულიად დეგრადირებულ ლანდშაფტებს წარმოშობს.
ლანდშაფტის ცვლილების პროცესი სივრცესა და დროში პერიოდულად ცვლილებას უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ლანდშაფტზე დაკვირვების წარმოება დროის სხვადასხვა მონაკვეთში, რაც მისი განვითარების დინამიკას წარმოაჩენს. ამ პრინციპით შესწავლილ იქნა ალაზნის ვაკის ლანდშაფტები, ორი სხვადასხვა პერიოდისათვის. შედგენილ იქნა მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკები GIS სისტემაში, 1980 წლის ტოპოგრაფიული რუკისა და 2014 წლის აეროსურათის საფუძველზე. დადგენილ იქნა ლანდშაფტების ცვლილების დინამიკა აღნიშნული პერიოდისათვის.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტრანსფორმაცია განიცადა როგორც ბუნებრივმა ასევე ანთროპოგენურმა ლანდშაფტებმაც. ბუნებრივი ლანდშაფტებიდან განსაკუთრებულად გამოიკვეთა კრიტიკული მდგომარეობა ალაზნის ჭალის ტყეებისა. ასევე მნიშვნელოვნად არის სახეცვლილი ანთროპოგენური ლანდშაფტებიც. მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლებიდან განვითარებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა განაპირობა მთელი რიგი აგროკულტურების ჩანაცვლება სხვა კულტურებით. რეგიონის რამოდენიმე წამყვანი დარგი დღეს პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი და აღსადგენია.
შორენა ლალიაშვილი,
მეცნიერთანამშრომელი,
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია.,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: shore77@mail.ru
მოხსენების სათაური: საქართველოს მოსახლეობის პალეოპათოლოგიური პროცესების შეფასება (ადრეული, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების მაგალითზე)
ავტორი(ები): შორენა ლალიაშვილი
მომხსენებელი: შორენა ლალიაშვილი
საკვანძო სიტყვები: პალეოანთროპოლოგია, ფიზიოლოგიური სტრესის მარკერები
აბსტრაქტი:
საქართველოს მოსახლეობის პალეოპათოლოგიური პროცესების შეფასება
(ადრეული, განვითარებული და გვიანი
შუა საუკუნეების მაგალითზე)
შ. ლალიაშვილი
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია.
shore77@mail.ru
პალეოანთროპოლოგიური მონაცემები მეცნიერების სხვადასხვა დარგის მონაცემებთან ერთად გამოიყენება მოსახლეობის უძველესი წარსულის რეკონსტრუ-ქციისათვის. რეკონსტრუქციებით განისაზღვრება მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობა, ფიზიკური განვითარება, გარემოსთან ადაპტაცია და შრომითი საქმიანობა. შეფასება ხორციელდება ძვლოვან მასალაზე სტრესის კვალის ამსახველი სპეციალური ინდიკატორებით. მათ სხვადასხვა სიზუსტის ხარისხით ადაპტური კომპლექსების განსაზღვრის საშუალება აქვთ. ერთ-ერთი მოდელის თანახმად სტრესული პროცესის განვითარების გზის უარყოფითი შედეგია ორგანიზმში წარმოქმნილი ფიზიოლოგიური დარღვევები, რომლთა შესახებ სპეციპიკური მარკერები მეტყველებენ. თავის ქალაზე ასეთ მარკერებად მოაზრება: Cribra orbitalia, ემალის ჰიპოპლაზია, კარიესი, კბილების ცვეთა, კბილების სიცოცხლეშივე დაკარგვა, ფორთოხლის ქერქის სინდრომი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ჰიპეროსტოზები, ჩართული ძვლები, ტრავმები და სხვა.
ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან შუა საუკუნეების კრანიოლოგიური კოლექცია ყველაზე სოლიდურია და დიდ პერიოდს მოიცავს. მას სამ ეტაპად ყოფენ.
ადრეული შუა საუკუნეების (IV-IXსს) მოსახლეობაში ჩვენს მიერ შესწავლილი ათივე ფიზიოლოგიური სტრესის მარკერი არის ხშირი. ყველაზე გავრცელებული მარკერია ჰიპეროსტოზი წარბზედა რკალზე. ორივე სქესისათვის მაღალი პროცენტული მაჩვენებელით გამოვლენილია კბილების ცვეთა. რიგი მარკერები უფრო ხშირად აღინიშნება ქალების თავის ქალებზე. ასეთებია ჰიპეროსტოზები: თხემზე, კეფაზე, შუბლზე, თვალბუდეებზე, ემალის ჰიპოპლაზია, კარიესი. მამაკაცებს უფრო ხშირად აღენიშნებათ კბილების ატროპია, კბილების ცვეთა, ჰიპეროსტოზი წარბზედა რკალზე, ფორთოხლის ქერქის სინდრომი. ზოგადად, ძალიან მაღალია თავის ქალას სხვადასხვა არეში გავრცელებული ჰიპეროსტოზების სიხშირე. ეს თავისთავად მიუთითებს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას მოსახლეობაში. ამასვე ადასტურებს სტრესის მარკერების ძალიან მაღალი გავრცელება ბავშვებში. ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ფიზიოლოგიური სტრესის მარკერები შესწავლილია 162 მამაკაცის, 122 ქალის და 20 ბავშვის თავის ქალაზე.
განვითარებული შუასაუკუნეების (IX-XIVსს) მოსახლეობაში ასევე ყველა ფიზიოლოგიური სტრესის მარკერია გავრცელებული. ამ პერიოდის მოსახლეობაში ძალიან მაღალია ჰიპეროსტოზები წარბზედა რკალზე, კეფაზე, თხემზე. მოსახლეობის ნახევარზე მეტს ფორთოხლის ქერქის სინდრომი აღენიშნება, ძალიან მაღალია კბილების ცვეთა და ატროპია. აღნიშნული მარკერების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებშიც მოსახლეობა განიცდიდა მწვავე ინფექციების ზეწოლას. ამ პერიოდის მოსახლეობაში გავრცელებული ფიზიოლოგიური სტრესის მარკერები შესწავლილია 456 მამაკაცისა და 269 ქალის თავის ქალას მიხედვით, რაც ძალიან დიდი ალბათობით ასახავს მოსახლეობაში მიმდინარე პროცესებს.
გვიანი შუა საუკუნეების (XV-XVIIIსს.) მოსახლეობაში მაღალი სიხშირით ვლინდება ჰიპეროსტოზი წარბზედა რკალზე, თვალბუდეებზე, ფორთოხლის ქერქის სინდრომი. მარკერების განაწილებაში ასევე აღინიშნება სქესობრივი დიმორფიზმი, რომელიც უფრო ნათლად ფორთოხლის ქერქის სინდრომის, ჰიპეროსტოზის თხემზე, კარიესის და კბილების ატროპიის მიხედვით ვლინდება. ემალის ჰიპოპლაზიის მიხედვით შეიძლება დავაფიქსიროთ, რომ ბავშვების მხოლოდ 2.1 % (n =48) “სტრესი” მიღებული ქონდათ მუცლად ყოფნის დროს. ამავე დროს 4.7% მამაკაცებს (106-დან) და 2.8% ქალებს (108-დან) “სტრესორების” ზემოქმედება სარძევე კბილების ცვლის პერიოდამდე (ე.ი. 6-7 წ. ასაკამდე) ჰქონდათ გადატანილი. გვიანი შუა საუკუნეების მოსახლეობაში ჯერ კიდევ მაღალია სიცივის სტრესის მარკერის (ფორთოხლის ქერქის სინდრომი) გავრცელება მოსახლეობაში, განსაკუთრებით ის მაღალია მამაკაცებში.
უნდა ავღნიშნოთ, რომ მთლიანობაში გვიანი შუასაუკუნეების მოსახლეობა განიცდიდა გარემო პირობების არახელსაყრელ ზეწოლას, რაც გამოიხატა ანემიებისა და მწვავე ინფექციების მაღალი ალბათობით, სიცივით გამოწვეული სტრესით და სიცოცხლეში კბილების დაკარგვის მაღალი კონცენტრაციით.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ მასალაში ფიზიოლოგიური სტრესის მარკერების გავრცელება ადრეული, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების მიხედვით გვიჩვენა, რომ სტრესის მარკერების სიხშირის რეალური შეფასება კავშირშია საკვლევი მასალის მოცულობასთან; გამოკვლეულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად სქესობრივი დიმორფიზმის გამოვლინება რიგ შემთხვევაში მცირდება. ყველაზე მაღალი სიხშირით სტრესის მარკერები გამოვლენილია განვითარებული შუა საუკუნეების მოსახლეობაში. აღსანიშნავია, რომ 7 მარკერი 10-დან სწორედ ამ დროის მოსახლეობაში მაქსიმალური სიხშირით იყო გავრცელებული. მხოლოდ ჰიპეროსტოზი თვალბუდეების არეში უმნიშვნელოდ მაღალია ადრეულ შუა საუკუნეებში, ემაილის ჰიპოპლაზია მნიშვნელოვნად მეტია გვიანი შუა საუკუნეებში. ამ დროში კარიესის მაქსიმალური რაოდენობაა დაფიქსირებული. მასალის ანალიზიდან ჩანს, რომ ყველაზე ხშირად ინფექციური დაავადებები გავრცელებული იყო განვითარებული შუა საუკუნეების მოსახლეობაში. ჩვენი აზრით, განვითარებული შუა საუკუნეების მოსახლეობაში სტრესის მარკერების გავრცელება კავშირშია მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან და ეკოლოგიურ პირობებთან.
გიორგი ყავლაშვილი,
მეცნიერი,
გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: kavlashvili@gmail.com
მოხსენების სათაური: საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის მდგრადობის შენარჩუნების სტრატეგიის გეოგრაფიული ასპექტები
ავტორი(ები): გიორგი ყავლაშვილი
მომხსენებელი: გიორგი ყავლაშვილი
საკვანძო სიტყვები: ნაპირდაცვა პლაჟი
აბსტრაქტი:
გიორგი ყავლაშვილი
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის მდგრადობის შენარჩუნების სტრატეგიის გეოგრაფიული ასპექტები
შავი ზღვის სანაპირო ზონა საქართველოს ფარგლებში ძირითადად აკუმულაციური ტიპის არის. განსაკუთრებით ეს ეხება დღეს მთავრობის მიერ კონტროლირებად სანაპირო ზოლს, რომლის სიგრძეა 113 გრძივი კილომეტრი. თუ არ ჩავთლით ციხისძირის, მწვანე, მახინჯაურის და კალელენდერეს კონცხებისმოკლე მონაკვეთების პლაჟები გავრცელებულია თითქმის ყველგან. პლაჟების არსებობა თავისთავად უზრუნველყოფდა ხმელეთის მდგრადობას ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში.იქ სადაც სანაპიროს ტერიტორიები ადამიანის მიერ არ იქნა ათვისებული, განლაგებულია ბუნებრივ-გეოგრაფიული რელიქტური კომპლექსები, რომლებიც ჩამოყალიბდა ჰოლოცენის მეორე ნახევარში დაახლოებით 5-6 ათასი წლის წინათ.მათ შორის აღსანიშნავია ჭურიის რელიქტური ჭაობები, პალიასტომის გარშემო არსებული ტერიტორიები და კახაბერის დაბლობის მდ. ჭოროხის ქვედა წელის არსებული ხეობის ნაწილი. აღნიშნული ტერიტორიების მდგრადობა მთლიანად დამოკიდებულია იქ არსებული სანაპიროს პლაჟებით. მათი მოცულობის შემცირების შემთხვევაში სრული დეგრადაცია ემუქრება ნაპირის ხაზთან არსებული რელიქტური ლანდშაფტის წარმონაქმნებს.წინამდებარე რეზიუმეში მოყვანილი აზრები ჯერ კიდევ გასული საუკუნეს 60-70 წლებში გამოთქმული იყო აწ გარდაცვლილი გეოგრაფიის ინსტიტუტის ცნობილ მეცნიერს არჩილ კიკნაძეს მიერ.
მაგალითად ჭურიის ჭაობური ლანდშაფტის არსებობა განპირობებულია ძველი ნაპირგასწვრივი დიუნის (ზვინულის) არსებობით, რომლის ასაკი დაახლოებით 6 ათასი წლისაა. თვით დიუნის მდგრადობა დამოკიდებულია დიუნის წინ არსებული პლაჟის სტაბილურობით. იმ შემთხვევაში თუ პლაჟი, ნატანის დეფიციტის გამო, წაირეცხება ზღვიდან მოსული ტალღები გამოიწვევენ დუნის სხეულის ეროზიას. დიუნის გარეცხვის შემთხვევაში განხორციელდება ზღვის ინგრესია, რაც მთლიანად შეცვლის იქ არსებულ ბუნებრივ-გეოგრაფიულ ლანდშაფტს. აღნიშნული პროცესი, ყულევის ტერმინალის აშენების შემდეგ დღეს უკვე მიმდინარეობს. ამდაგვარი მდგომარეობაა კახაბერის დაბლობისათვის, რაც გამოწვეულია მდ. ჭოროხზე აშენებული და მშენებარე ჰეს-ებით.
არანაკლები რთული მდგომარეობაა შექმნილი ადამიანის მიერ ათვისებულ ზღვისპირა ტერიტორიებზე. პლაჟების შემცირება შეიმჩნევა ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ყულევის და ანაკლიის მიმდებარე სანაპიროების გასწვრივ. ყველგან პლაჟების შემცირება განპირობებულია მდინარეების მიერ შემოტანილი ნატანის მკვეთრი შემცირებით. განსკუთრებით ეს ეხება პლაჟამგები ნატანის შემომტან ძირითად მდინარეებს, როგორიც არიან ჭოროხი, ნატანები, ენგური. მდ. რიონის შემთხვევაში ფოთის სანაპიროს წარეცხვები გამოწვეულია მდინარის შესართავის ხელოვნური შეცვლით.
ნაპირების მდგრადობის შესუსტებაზე ზეგავლენას ასევე ახდენს ზღვის დონის აწევა, რაც ხორციელდება გლობალური დათბობის პირობებში. ფართო და მდგრადი პლაჟები განაპირობებს ამ მოვლენის უარყოფითი შედეგების შესუსტებისთვის. ზღვის დონის აწევის შემთხვევაში და ნატანი მასალის საკმარისი მოცულობის არსებობის პირობებში შესაძლებელია სანაპიროს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება. ზღვის დონის აწევის მიუხედავად, 1939 წლიდან დღემდე მდ.რიონის ახალი შესართავიდან მდ ხობის შესართავამდე აკუმულაციის შედეგად ხმელეთის ნამატმა 1 300 ჰა შეადგინა.
ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ პლაჟების მოცულობების შემცირება შეიმჩნევა სანაპიროს თითქმის მთელ გაყოლებაზე. ნაპირის დასაცავად დღეს მიმდინარე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ხასიათი მკვეთრად ავარიულ ლოკალურ მონაკვეთებზე მიმდინარეობს და უკეთეს შემთხვევაში 3-4 წლით აჩერებენ წარეცხვით პროცესებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამუშაოები ძვირად ღირებულია და არ ითვალისწინებენ სანაპიროს მდგრად განვითარებას გრძელვადიან პერიოდში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს პრაქტიკულად არავითარი თანხები არ არის გათვალისწინებული კვლევითი და მონიტორინგული სამუშაოებისთვის, რაც,უკეთეს შემთხვევაში,მნიშვნელოვნად ამცირებს ძვირად ღირებულ მიმდინარე ნაპირდაცვითი ღონისძიებების ეფექტურობას.
სქართველოს შავიზღვისპირეთის გრძელვადიანი მდგრადობის შენარჩუნება მოითხოვს სისტემურ მიდგომას. ამ შემთხვევაში საჭიროა ნაპირდაცვითი სტრატეგიის შემუშავება.სტრატეგია პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს სანიპირო ლანდშაფტების შენარჩუნებას. რადგან, გასაგები მიზეზების გამო, ნატანის პლაჟამგები ბუნებრივი შემოსვლა სანაპიროს ძირითადი მდინარეებიდან დღეს შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა ახალი ნაპირდაცვითი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პლაჟებისთვის ნატანის მომარაგებას. სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს:
1. ხელოვნური ნაგებობების მეშვეობით პლაჟამგები ნატანის კარგვის შემცირებას წყალქვეშა კანიონებში;
2. პლაჟამგები ნატანის კარიერების მოძიება და სატრანსპორტო სქემების შედგენა ნატანის ჩაყრისა, როგორც ზღვიდან ასევე ხმელეთიდან;
3. კვლევითი, მონიტორინგული და საპროექტო სამუშაოების წარმოებას.
თამარ ჭიჭინაძე,
მეცნიერი,
თსუ,ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: tamara_82_82@mail.ru
მოხსენების სათაური: საქართველოს მართლმადიდებელი ეპარქიების გეო-საინფორმაციო სისტემის შედგენა და კარტოგრაფირება
ავტორი(ები): თ.ჭიჭინაძე, თ.ცხაკაია
მომხსენებელი: თ.ჭიჭინაძე
საკვანძო სიტყვები: ეპარქია, ტაძარი, გეოინფორმაციული სისტემა, რუკა.
აბსტრაქტი:
ქართული ეკლესიის ისტორია ადრეული საუკუნეებიდან იწყება. ქართლში, ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ, მალევე 486 წელს ქართლის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური გახდა ( მანამდე დაქვემდებარებული იყო ანტიოქიის პატრიარქს). V საუკუნის 60-იან წლებში ქართლში უკვე 12 ეპარქია არსებობდა, XI საუკუნის 20-იან წლებში, გაერთიანებულ საქართველოში დაარსდა საქართველოს საპატრიარქო (რიგით მეექვსე საპატრიარქო მსოფლიოში). ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია რუსეთმა ორჯერ გაუუქმა: პირველად 1811 წელს , მეორედ 1921 წელს და ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა. 1943 წელს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, თუმცა იგი კვლავ რჩებოდა ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ. 1990 წელს საქართველომ აღიდგინა სუვერენიტეტი და მასთან ერთად ეკლესიამ სრული დამოუკიდებლობა.
საქართველოს ეპარქიების გეო-საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს სიახლეს და ნაშრომის მიზანია, საქართველოს ეპარქიების ისტორიული და გეოგრაფიული კვლევა, გეო-საინფორმაციო სისტემის შედგენა და კარტოგრაფირება.
საქართველოს გეო-საინფორმაციო სისტემა შედგენილია 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკების საფუძველზე პროგრამა ArcGis-ში. ნაშრომი მოიცავს ინფორმაციას 1990 წლიდან 2014 წლის ჩათვლით. ამ პერიოდში ეპარქიების საზღვრებიც და რაოდენობაც რამდენჯერმე შეიცვალა, კერძოდ გაიზარდა ეპარქიების რაოდენობა. მონაცემთა ბაზები, რომელიც თან ახლავს თითოეულ რუკას შემდეგი სახისაა: ეპარქიები, ეპარქიაში შემავალი მუნიციპალიტეტები და სოფლები, ეპარქიის საპატრიარქო და საეპისკოპოსო საკათედრო ტაძრები (ტაძრის სახელწოდება), რეზიდენციები, ასევე სხვადასხვა სახის ისტორიული და გეოგრაფიული ცნობები. ამ ეტაპზე სულ შედგენილი გვაქვს ოთხი რუკა: 1990, 2005, 2010 და 2014 წლების მონაცემების მიხედვით. რუკებზე გამოსახულია მოვლენებისა და პროცესების განვითარება დროსა და სივრცეში. რუკები დამუშავებულია პროგრამა Adobe Illustrator- ში.
რომან კუმლაძე,
მეცნიერი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: romankumladze@gmail.com
მოხსენების სათაური: თემატური რუკების ზოგადგეოგრაფიული საფუძვლები
ავტორი(ები): რომან კუმლაძე, ნატო სოლოღაშვილი, თამარ ჭიჭინაძე
მომხსენებელი: რომან კუმლაძე
საკვანძო სიტყვები: თემატური რუკა, ზოგადგეოგრაფიული საფუძვლები, სტანდარტები
აბსტრაქტი:
გეოგრაფიული კარტოგრაფიის ორ დარგს, ზოგადგეოგრაფიულს და თემატურს, კვლევის სხვადასხვა ობიექტი აქვს. ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფია იკვლევს/ასახავს რეალობის ხილულად დაკვირვებად ობიექტებს, თემატური კარტოგრაფია კი რეალობის ობიექტების, მოვლენების და პროცესების ხილულად დაუკვირვებად მხარეებს. ამდენად, ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფიის პროდუქტი - ზოგადგეოგრაფიული რუკა აუცილებელია თემატური რუკის შესადგენად.
ზოგადგეოგრაფიულ საფუძველს ქმნის ზოგადგეოგრაფიული რუკის შინაარსის ელემენტები: ჰიდროგრაფიული ქსელი, რელიეფი, დასახლებული პუნქტები, გზები, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული საზღვრები. ზოგადგეოგრაფიული საფუძვლის აუცილებლობა აიხსნება იმით, რომ ამ საფუძველთან ხდება თემატური რუკის შინაარსის მიბმა, რაც აადვილებს როგორც რუკათშედგენის პროცესს, ისე რუკის კითხვას და ადგილზე ორიენტირებას.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ზოგადგეოგრაფიული საფუძველი კომპლექსურ გეოგრაფიულ ატლასებზე მუშაობისას. გეოგრაფიული ატლასი თემატური რუკების სისტემური კრებულია. ატლასის სხვადასხვა შინაარსის რუკა გამოსახვის სხვადასხვა დეტალურობას მოითხოვს, რაც სხვადასხვა მასშტაბის ზოგადგეოგრაფიულ საფუძველს მოითხოვს. ეს განსაზღვრავს ატლასისთვის რამდენიმე ზოგადგეოგრაფიული საფუძვლის შედგენას მასშტაბთა მწკრივის შესაბამისად. მზადდება ერთი სტანდარტული და რამდენიმე მუშა საფუძველი ბუნებისა და საზოგადოების რუკებისთვის. საზოგადოდ, ჯერ მზადდება ყველაზე მსხვილმასშტაბიანი რუკის საფუძველი და შემდეგ, გენერალიზაციის წესების დაცვით (განზოგადება და აბსტრაჰირება) ხდება უფრო წვრილმასშტაბიან საფუძვლებზე გადასვლა.
ატლასზე მუშაობის მოსამზადებელი პერიოდი მოითხოვს ზოგადგეოგრაფიული საფუძვლების სტანდარტების შემუშავებას მასშტაბების მიხედვით, საფუძვლის მთავარი ელემენტებისათვის. სტანდარტებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ზომების სისქე და ფერი, ფართობული ფორმების ფერი და კონტურის სისქე, წარწერების ფონტი, ზომა და ფერი. ზოგადგეოგრაფიული საფუძვლების კარგად გააზრებული სტანდარტები აადვილებს რუკათშედგენის პროცესს, ატლასის რუკების ურთიერთშესადარისობას და საგამომცემლო საქმიანობას.
დავით ბეროშვილი,
მეცნიერი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: datoberoshvili@gmail.com
მოხსენების სათაური: კახეთის სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები
ავტორი(ები): დავით ბეროშვილი
მომხსენებელი: დავით ბეროშვილი
საკვანძო სიტყვები: კახეთი, სოფლის მეურნეობა
აბსტრაქტი:
21-ე საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია სოფლის მეურნეობის განვითარებას. Aაქედან გამომდინარე კვლევის ობიექტი _ კახეთის რეგიონი, იწვევს დიდ ინტერესს, რადგან მას გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი.
სოფლის მეურნეობა კახეთის მატერიალური წარმოების ძირითად დარგს წარმოადგენს, რომლის შედგომი განვითარება მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, ისე კახეთის მოსახლეობის ეკონომიკური წინსვლისთვის. გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ რეგიონის საფუძვლიანი ეკონომიკურ-გეოგრაფიული კვლევა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. ამოცანა მდგომარეობდა იმაში რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკურ_ეკონომიკური ცვლილებების ფონზე ეკონომიკურ-გეოგრაფიული კუთხით შესწავლილიყო კახეთის სოფლის მეურნეობაში შექმნილი პრობლემები.
კვლევის მიზანია არა მარტო გააშუქოს და ნათლად წარმოეჩინა ის მძიმე მდგომარეობა რომელიც დღეს კახეთის სოფლის მეურნეობაში არსებობს, არამედ მოახდინოს იმ ძირითადი მიზეზების კომპლექსური ანალიზი რომლებიც ხელს უშლის მეურნეობის ამ დარგის განვითარებას.
კვლევის პროცესში განხორციელდა ექსპედიცია საკვლევ ტერიტორიაზე და გამოყენებული იქნა სტატისტიკური, კარტოგრაფიული და შედარებითი კვლევის მეთოდები.
ნინო მარჯანიძე,
მეცნიერი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: marjanidze.nino@gmail.com
მოხსენების სათაური: თბილისის ტურისტული გზამკვლევების განვითარება ისტორიულ ჭრილში
ავტორი(ები): ნინო მარჯანიძე
მომხსენებელი: ნინო მარჯანიძე
საკვანძო სიტყვები: თბილისის ტურისტული გზამკვლევების განვითარება ისტორიულ ჭრილში
აბსტრაქტი:
თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ყველაზე მსხვილი დასახლებაა. ასევე ის საქართველოს კულტურული და რელიგიური ცენტრია. 1500-ზე მეტი წლის ქალაქი ბევრი ისტორიული მოვლენის მომსწრეა. დღესაც კი უცნობია ჩვენთვის თუ რა იმალება ქალაქის მჭიდროდ დასახლებული ზონის ქვეშ და ამის გაგება მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შედეგად გახდება შესაძლებელი. ასეთი ადგილებია: აბანოთუბანი (აღმოაჩინეს ძველი აბანოები და აღადგინეს ლეღვთახევი), პუშკინის ქუჩა (აღადგინეს ქალაქის ძველი გალავანი). თუმცა ბოლო დროს ქალაქში მიმდინარე მასშტაბურმა მშენებლობამ ქალაქს მნიშვნელოვნად შეუცვალა იერი, რაც არა მხოლოდ მოსახლეობის არამედ ქალაქის სტუმრებისთვის გულდასაწყვეტ ფაქტად იქცა.
ქალაქი, რომელიც ასეთ ისტორიულ თუ კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს ქვეყნისთვის, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია მთლიანად რეგიონის განვითარებაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალაქის გეგმარების სწორი შემუშავება და მწვანე საფარის დაცვა, არამედ კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების სწორი მოვლა და აღდგენა.
ყველა ზემოთხსენებული პირდაპირკავშირშია დედაქალაქის და შესაბამისად ქვეყნის იმიჯის შენარჩუბასა და პოპულარობის გაზრდაში. ოდიდგანვე თბილისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ქალაქი, დიდ ყურადღებას იქცევდა. აქ ჩასული ვაჭრები თუ საერთაშორისო მოგზაურები არ რჩებოდნენ გულგრილნი ქალაქის სილამაზით და აღწერდნენ მის განსხვავებულ მდებარეობას, კულტურასა და ტრადიციებს. თბილისის უნიკალურობა სწორედ მის განმასხვავებელ ნიშნებში გვესახება, იქნება ეს არქიტექტურა, განსახლების თავისებურება, მრავალეთნიკურობა, სტუმარმასპინძლობის ტრადიციები თუ სხვა. წლიდან წლამდე ქალაქი იცვლებოდა სხვადასხვა მთავრობათა (იქნება ეს მუსულმანთა შემოსევები, რუსეთის იმპერია თუ თანამედროვე „პროგრესულად“ მოაზროვნე ხელისუფლება) იდეოლოგიათა გატარების შედეგაც, ადგილი ჰქონდა და დღესაც სამწუხაროდ აქვს უხეშ მიმბაძველობას და მომავალში ქალაქში ჩამოსულ სტუმარს შესაძლოა თბილისის მაგივრად, რომელიმე სხვა ქალაქის დამახინჯებული ანარეკლი დახვდეს.
ქალაქის განვითარებასა და იდეოლოგიათა ცვლასთან ერთად განსხვავდებოდა თბილისის მიერ უცხოელებისთვის წარდგენილი მიმზიდველი ობიექტების ნუსხაც. მოგზაურობათა მიზნების და საექსკურსიო ღირსშესანიშნაობათა განვითარების ტენდენციების შესწავლა უფრო მეტ ისტორიულ ფასეულობას შესძენს დედაქალაქს. სხვადასხვა პერიოდში თბილისის გზამკვლევებისა და ტურისტული რუკების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება კონკრეტულად ამ რეგიონში ტურიზმის დარგის განვითარების ტენდენციების დადგენა, ახალი და მრავალფეროვანი ტურისტული საექსკურსიო პროგრამების შექმნა.
მელორი ალფენიძე,
პროფესორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: Melor07@Mail.ru
მოხსენების სათაური: შავი ზღვის მარჩხი ფერდობის ნაპირების შედარებით-მორფოდინამიკური ანალიზი
ავტორი(ები): მელორ ალფენიძე
მომხსენებელი: მელორ ალფენიძე
საკვანძო სიტყვები: ნაპირი, პლაჟი, კონცხი, ნატანი, ტალღა
აბსტრაქტი:
რეზიუმე
საკვლევი პრობლემა. სანაპირო ზონაში პლაჟის ფსკერიდან მოწოდების მექანიზმის წარმოდგენა სანაპირო ხაზის ორიენტირების, წყალქვეშა ფერდობის ტექტონიკისა და ლითოლოგიის პირობებში.
კვლევის მიზანი. წყალქვეშა ფერდობიდან ფსკერული ნგრეული ნატანის სანაპიროზე მოწოდება, პლაჟის კვების გამოვლენა, სანაპიროს აკუმულაციური სხეულების (დელტები, კონცხები) ფორმირება.
საკვლევი ობიექტი. შავი ზღვის სოჭის (უჩ-დერე - დაგო-მის) მიდამოების დახრილი წყალქვეშა ფერდობიანი ნაპირები, გუდაუთის მარჩხობის (სოუკ-სუ - სერა-ბაბა) სანაპირო, დელტებისა და კონცხების ნაპირები.
მეთოდები. სივრცე-დროითი მეთოდი უზრუნველყოფს ზღვის სანაპიროს რელიეფის ფორმების სისტემური აღქმის მიღწევას, მათ ურთიერთგანლაგებას, რაოდენობრივ-თვისებრივი მაჩვენებლების შეცნობას; შედარებით-გეომორფოლოგიური მეთოდი უზრუნველყოფს წყალქვეშა სანაპირო ფერდობის არაერთგვაროვანი დახრილობა-აგებულებისა და მსგავსი მორფოლოგიური (სანაპირო ხაზის ორიენტირება) მახასიათებელი ნიშნების მიერ სხვადასხვაგვარი ტალღური რეჟიმების ფორმირებასა და მორფოდინამიკური ასპექტების ჩამოყალიბების წარმოდგენას; მოდელირებისა და ბალანსური მეთოდების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ტალღების რეფრაქციის კარტოგრაფიულ მოდელზე ღელვის ტოლქმედის (ორთოგონალების) გამოსახვა და ნატანის სანაპიროსგასწვრივი მოძრაობის სურათის მიღება, მარჩხობის წყალქვეშა ფერდობის ნგრეული მასალის (ბიოლოგიური გამოფიტვა) პლაჟზე მოწოდების დადასტურება.
შედეგები და დასკვნები.
ნაპირის რელიეფის ფორმირებაში დასტურდება, რომ მარჩხი ზღვის ფსკერისა და ნაპირის ერთიანი სხეულის ნაწილები ორგანულ კავშირებში იმყოფებიან. ტალღებისა და დინებების მუშაობას პროპორციული განაწილების ხასიათი აღმოაჩნდა: 1.ფსკერის ტალღურ აბრაზიას, მიმდებარე ნაპირის უნიშვნელო გარდაქმნა მოყვა და, პირიქით; 2.ნაპირის წყალზედა ნაწილის ნგრევის მაღალ ტემპებს, ფსკერზე ნგრეული მასალის ადექვატური მოცულობის შემოსვლა შეესაბამება, რაც მნიშვნელოვნად ცვლის რელიეფის იერ-სახესა და აღნაგობის ნიშნებს.
სანაპიროს მორფოდინამიკის სისტემურ მონაცვლეობათა მსვლელობა წყალქვეშა სანაპირო ფერდობისა და ნაპირის აგებულებით განისაზღვრება. მისი დადასტურების მიზნით, განიხილება საერთო და განსხავავებული ნიშნების წყალქვეშა სანაპირო ფერდობის (სოუკ-სუ - სერა-ბაბა, უჩ-დერე - დაგო-მის) ნაპირები და ბიჭვინთის, სოხუმის, კოდორის, ბათუმის კონცხების მონაკვეთები.
ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხების დასავლურ ფრთებზე ნაპირის ნგრევა, ხოლო მათ აღმოსავლურ მხარეს ნაკადის ტევადობა ეცემა და პლაჟიც სტაბილურია, ხშირად კი წაზრდის ტენდენციაც გააჩნია. სოუკ-სუს კონცხის დასავლეთი ფრთაზე პირიქით დასავლეთი ნაპირი სტაბილურია, აღმოსავლეთი კი ინტენსიურად ირეცხება. ამ პარადოქსის ახსნა მორფოლოგიური ნიშნების შესწავლა მოითხოვა. ასე, გუდაუთის მარჩხობის დამრეც (i=0,01-0,001) ფსკერზე მოლუსკებით დაღრღნილი კირქვის ფილა და წყალმცენარით (ცისტოზირა) დაფარულ ლოდებს შორის ქვიშის ფენები, კენჭები და ღორღია მოფენილი. ბომბორის ყურეს ნაპირზე ორი მდინარის (მჭიშთა, ჰიფსთა) შესართავები ჩრდილო-დასავლეთითაა გადახრილი და მათი ორიენტაცია დასავლური შტორმების დროსაც არ იცვლება, ხოლო მდ. ბზიფის შესართავი მოპირდაპირე მხარესაა მიმართული. მდ. მჭიშთას ალუვიონი (ვულკანური პორფირიტი) მდ. ჰიფსთას შესართავამდე ვრცელდება, იქიდან კი დანალექი (კირქვა, ქვიშაქვა) პლაჟის მასალა სტაბილურია და კლიფიც აბრაზიას არ განიცდის, თუმცა მის წინ (სერა-ბაბას კონცხი) 4-5 მ სიმაღლის კონგლომერატია გაშიშვლებული.
ნაპირის აგებულება ხსნის აღნიშნულ პარადოქსებს: პლაჟს წარეცხვისაგან ფართო მარჩხობი იცავს; მდინარეთა მყარი ჩამონადენი პლაჟის ხეხვისა და გაზიდვის კომპენსაციას ახდენს; კონცხის აღმოსავლური ფრთის წარეცხვა ნაპირის ორიენტირების ცვლითა და პლაჟის კვების წყაროების გავრცელებითაა შეპირობებული. ნაპირის ანალოგიური აგებულება ჩანს სოჭის ჩრდილოეთით, დაგო-მისი - უჩ-დერეს ნაპირზე, რომელიც მიუსერა - სოუკ-სუს ანარეკლს წარმოადგენს იმ განსხვავებით, რომ ბომბორის რეიდის სანაპირო ფერდობი პლაჟის მასალითაა დაფარული და, ალუვიონთან ერთად, მის ფორმირებაში მონაწილეობს. ამის დამადასტურებელი ფაქტია პლაჟზე მიმობნეული ფსკერული კონგლომერატის მოლუსკებით (Pholas, Barnea) დაღრღნილი კენჭნარი მასალა და ცალკეული ფილები. პლაჟის მასალის ფსკერიდან ნაპირისაკენ მოძრაობის მექანიზმში მონაწილეობენ ტალღები, ფსკერული კირქვების გამოფიტვა და წყალმცენარეთა ტიტვტივი.
კენჭნარი მასალის ფსკერიდან ნაპირზე შემოსვლა იშვიათი მოვლენა არაა. ის შეინიშნება ტარხანკუტის ნაპირზე, აფშერონის ჩრდილოეთით (კასპიის ზღვა), ესტონეთის არქიპელაგზე და სხვ. შავი ზღვის ნაპირზე (სოუკ-სუ - სერა-ბაბა) ფსკერიდან ნატანი მასალის ბუნებრივმა შემოტანამ 20 ათასი მ3/წწ შეადგინა.
კობა ხარაძე,
პროფესორი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: contact_vbig@tsu.ge
მოხსენების სათაური: ალექსანდრე ჯავახიშვილი კარტოგრაფი და გეოგრაფიის ისტორიის მკვლევარი
ავტორი(ები): კობა ხარაძე
მომხსენებელი: კობა ხარაძე
საკვანძო სიტყვები: ჯავახიშვილი, კარტოგრაფი, გეოგრაფიის ისტორია, ანთროპოლოგია
აბსტრაქტი:
სტატიაში მოცემულია ალექსანდრე ჯავახიშვილის წვლილი საქართველოსა და კავკასიის კარტოგრაფიულ განვითარებაში XX საუკუნის 20-ანი წლებიდან. ნაჩვენებია ის კარტოგრაფიული პროდუქცია, რომელიც მისი რედაქტორობით და ხელმძღვანელობით შეიქმნა. მეცნიერს დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე გეოგრაფიის განვითარების ისტორიის კვლევაში, სადაც ცენტრალური ადგილი დიდ ვახუშტი ბაგრატიონს ეკუთვნის. ნაჩვენებია ის დამსახურება, რაც მას გეოგრაფიული და კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში მიუძღვის.
აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის კარტოგრაფიის მდიდარი პროდუქციის შექმნაში. ჯერ კიდევ მოსკოვში მოღვაწეობის პერიოდში ალექსანდრე ჯავახიშვილმა თავის ნაშრომებში უხვად ჩართო კარტოგრაფიული გამოსახულებები, ხოლო ეს მუშაობა ფართოდ გაშალა საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში. XX საუკუნის 20-ანი წლებიდან იგი შეუდგა კარტოგრაფიული დაწესებულების შექმნას. ერთ-ერთი პირველი საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოების დაარსებასთან ერთად, 1924 წელს შეიქმნა კარტოგრაფიის კაბინეტი, რომელიც 1928 წელს კარტოგრაფიის ინსტიტუტად გადაკეთდა. მან განსაკუთრებული ყურადღეა მიაქცია სასწავლო-სასკოლო რუკების შედგენას და გამოცემას. გამოცემულ რუკათა შორის აღსანიშნავია 1925 წლის კავკასიის ოროგრაფიული, ჰიფსომეტრიული, მინერალურ სიმდიდრეთა, პოლიტიკური და ადმინისტრაციული რუკები 1:800000 მასშტაბში (48 X 64 სმ), რომლებიც შესრულებულ იქნა რელიეფი ტუშვით ფერებში. რუკები შედგენილია სიგრძედი გრინვიჩიდან ბადის ყოველ 20-ზე. შესრულებული სასწავლო რუკათა სერიით.
ამ რუკებმა საშუალო სკოლებს, თავის დროზე, დიდი სამსახური გაუწია, ხოლო ამ რუკების გამოცემით დაიწყო ქართული კარტოგრაფიული საქმის განვითარება. 1926 წელს გამოვიდა ალექსანდრე ჯავახიშვილის გეოგრაფიული ატლასი, რომელშიც 15 რუკაა მოთავსებული. ამ ატლასის უმეტესი რუკები პირველად არის შედგენილი. 1928 წელს მეცნიერის მიერ სპეციალურად შედგა პრაქტიკულ ვარჯიშობათა ატლასი საქართველოს გეოგრაფიაში. ამ მუშაობას შემდეგშიც აგრძელებს და ადგენს 24 რუკისაგან შემდგარ ატლასს. სერგი ცხაკაიასთან ერთად შედგა და გამოიცა სასწავლო ფიზიკური რუკა 4 ფურცელზე 1:400000 მასშტაბში. ამავე მასშტაბში შედგა აგრეთვე საქართველოს ჰიფსომეტრიული რუკა 4 ფურცელზე.
დაიწყო მეტად რთული და საჭირო სამუშაოები. ამ ინსტიტუტში შედგა და გამოიცა მრავალი ზოგადგეოგეოგრაფიული და თემა¬ტუ¬რი რუკები და ატლასები. 1931-1932 წელს კი ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შედგა და გამოიცა უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკები (1:200000) 12 ფურცელზე., რომელზეც გამოსახულია რელიეფი ტუშვით და იზოჰიფსებით. ეს იყო პირველი კაპიტალური რუკა, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა. იმ დროისათვის იგი ქართულ ენაზე შედგენილი ერთადერთი რუკაა, რომელიც სამეცნიერო დონითა და პოლიგრაფიული ხარისხით დასავლეთ ევროპის სტანდარტებს არ ჩამოუვარდებოდა.
ალექსანდრე ჯავახიშვილმა სათანადო შრომები გამოაქვეყნა გეოგრაფიის ისტორიის საკითხებზე. საქართველოს გეოგრაფიულ შესწავლაზე და მიღწვებზე. მათ შორის აღსანიშნავია გეოგრაფიის განვითარება საბჭოთა პერიოდში, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული მემკვიდრეობა და სხვ. ეს მით უფრო საჭირო იყო, რომ საქართველოს გეოგრაფიული შესწავლისა და კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარების საკითხების დამუშავებისათვის საჭირო იყო ქართველი ხალხის წარსული გეოგრაფიული მემკვიდრეობის გამომზეურება და მისი მნიშვნელობის ჩვენება. საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიურ დახასიათებასთან დაკავშირებით ალექსანდრე ჯავახიშვილი ფართოდ იყენებს ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიულ და გეოგრაფიულ შრომებს.
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული შრომების დახასიათებისადმი მიძღვნილ სტატიებში იგი არკვევს ვახუშტი ბაგრატიონის შრომების, ქართველი ერის ამ დიდი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას საქართველოს
კობა ხარაძე,
პროფესორი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: contact_vbig@tsu.ge
მოხსენების სათაური: aWaris istoriuli gzebi da mimosvlis saSualebebi
ავტორი(ები): კობა ხარაძე
მომხსენებელი: კობა ხარაძე
საკვანძო სიტყვები: აჭარა, ძველი გზები, ძველი ხიდები, მიმოსვლა
აბსტრაქტი:
ლიტერატურული და ისტორიული წყაროების, აგრეთვე საველე კვლევების შედეგად სტატიაში განხილულია აჭარის გზების ისტორიული განვითარება, მისი ცვალებადობის ქრონოლოგიური ზღვრები; მოცემული მასალების მიხედვით შედგა აჭარის ისტორიული გზების განლაგების რუკა.
აჭარაში ტრანსპორტის განვითარება დამოკიდებული იყო შიდა სამეურნეო და ცალკეული თემებისა და ხეობების ურთიერთდამაკავშირებელ გზებთან. ცხადია, ეს შიდა გზები შემდეგ დიდ საგზაო არტერიებს უკავშირდებოდნენ და აჭარის თითქმის ყველა ხეობა გარე სამყარასთონ იყო დაკავშირებული.
აჭარა შავი და ხმელთაშუა ზღვების აუზის ქვეყნებთან სამი-ოთხი ათასი წლის პერიოდში ბერძნულ და რომაულ კოლონიზაციასთან იყო დაკავშირებული. ცნობილია რამდენიმე ნავსადგური, რომლებშიც შედიოდნენ უცხოური ხომალდები
აჭარაში უძველესი პერიოდიდან გადიოდა ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სატრანსპორტო გზები, რაც დადებითად, ზოგ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებდა მხარის განვითარებაზე; აღსანიშნავია, რომ პირველ საუკუნეში საქართველოში აჭარის გზით შემოვიდნენ პირველი მოციქულები და აქედან სამცხეს გადავიდნენ.
აჭარა თავისი რთული რელიეფისა და, საერთოდ, ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებისა გამო, გზებიც მეტად გაუვალი იყო.
ძველად აჭარაში საცალფეხო გზები ფუნქციონირებდა, სადაც მხოლოდ ადამიანი მოძრაობდა; ასევე იყო ცხენის გზაც, სადაც ცხენიც მოძრაობდა, სამარხილე და საურმე გზები; ეს უკანასკნელი დიდ გზებს უკავშირდებოდა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა აჭარა საქართველოს დაუბრუნდა, კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად, ვითარდება ტრანსპორტის სახეები და საშუალებები. ბათუმის აღმავლობამ მოითხოვა ტრანსპორტის საშუალებების გაზრდა. შეიქმნა სახელოსნოები, სადაც მზადდებოდა ურმების თვლები. ინტენსიურად მიმდინარეობდა სახმელეთო გზების მშენებლობა, მათ შორის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობას (1880 წ.). 1883 წელს დასრულდა სამტრედია-ბათუმის რკინიგზის მშენებლობა.
აჭარის საგზაო და მიმოსვლის საშუალებების ტერმინები, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, აისახა ტერიტორიის მიკრო და საკუთრივ ტოპონიმიაში. ამ მხრივ, აღსანიშნავია გზის სახეობების, გზის საზომების, სადგომ საფარნის, გზასაცავი ნაგებობებისა და საბაჟოებთან დაკავშირებული ტერმინების ასახვა.
შოთა ცხოვრებაშვილი,
პროფესორი,
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: contact_vbig@tsu.ge
მოხსენების სათაური: აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ღვაწლი გეომორფოლოგიაში
ავტორი(ები): შოთა ცხოვრებაშვილი
მომხსენებელი: შოთა ცხოვრებაშვილი
საკვანძო სიტყვები: ჯავახიშვილი, გეომორფოლოგია, რელიეფის ფორმათა სისტემატიკა
აბსტრაქტი:
ბატონ ალექსანდრეს სახელი ჩემს ცნობიერებაში ბავშვობის ასაკში შემოვიდა, შემდეგ კი სტუდენტობიდან დაწყებული მისი სიცოცხლის განმავლობაში მასთან გავატარე ჩემი მოღვაწეობა ჯერ როგორც თანამშრომელმა, შემდეგ კი, მისი საქმის ერთ-ერთმა გამგრძელებელმა.
ბატონი ალექსანდრე, საერთო აღიარებით საქართველოში მეცნიერული გეოგრაფიის ფუძემლებლადაა მიჩნეული, რომელმაც გეოგრაფიულ მეცნიერების კომპლექსი, განსაკუთრებით კი გეომორფოლოგიაში დიდი წვლილი შეიტანა. მან გეოგრაფიის ამ უძირითადეს დარგში, რამდენიმე ათეული თეორიული და რეგიონული შინაარსის შრომა დაგვიტოვა. მათ შორის საყურადრებოა არა მარტო რელიეფის ფორმათა სისტემატიკისადმი მიძღვნილი არაერთი ნაშრომი, არამედ საქართველოს ცალკეული რეგიონის დახასიათება, განსაკუთრებით კი მისი ორი მონოგრაფია 1926 და 1947 წელს გამოქვეყნებული, პირველი საქათველოს გეომორფოლოგიის, ხოლო მეორე საქართველოს რელიეფის ტიპებისა და მათი გავრცელების რაიონების სახელწოდებით.
ჩემს მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება ამ უკანასკნელლ მონოგრაფიებზეა შეჩერებული.
ოთარი ჩხეიძე,
პროფესორი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქუთაისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: p.jinjikhadze@gmail.com
მოხსენების სათაური: სიმონეთ-ჩხარის ტერასულ-ტალღოვანი ვაკის რეგიონალური ლანდშაფტები
ავტორი(ები): ფ, ჯინჯიხაძე, ს. ჩხეიძე
მომხსენებელი: ფ. ჯინჯიხაძე
საკვანძო სიტყვები: ოკრიბა, სიმონეთ-ჩხარი, ლანდშაფტი, ტერსულ-ტალღოვანი, რეგიონალური, ტიპი
აბსტრაქტი:
ბუნებრივ-ანთროპოგენური რეგიონული ლანდშაფტების კვლევა საბუნებისმეტყველო გეოგრაფიული მეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური, რთული და პრობლემური საკითხია. რეგიონალურ ლანდშაფტებში იგულისხმება მოცემული, კონკრეტული ტერიტორიის ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების სპეციფიკური (განუმეორებადი) დაჯგუფება-შეთანაწყობით ჩამოყალიბებული ლანდშაფტების ტიპები და სახეები, რომლებიც განსხვავდება მიმდებარე (მომიჯნავე) რეგიონის ლანდშაფტებისაგან. გაფართოებული ოკრიბა (რომელშიდაც შედის წინამდებარე თემა), ხასიათდება ლანდშაფტური მოზაიკური მრავალფეროვნებით, რაც განპირობებულია ამგებელი ქანების, რელიეფის, კლიმატის, ჰიდროქსელისა და ნიადაგ-მცენარეული საფარის სირთულე-სპეციფიკურობით. გაფართოებული ოკრიბის საზღვრებში ჩვენ დავადგინეთ ოკრიბა-არგვეთის სერის და მასზე სამხრეთიდან მიკრული სიმონეთ-ჩხარის ტერასულ-ტალღოვანი ვაკის რაიონი და მის შემადგენლობაში ოთხი ქვერაიონი.
ფინალური საკვლევი პრობლემა არის ოკრიბის ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალიზი რაციონალური ბუნებათსარგებლობის გადასაწყვეტად. ამჯერად კი საკვლევ პრობლემას შეადგენს საერთოდ იმერეთ-ოკრიბის ფონზე სიმონეთ-ჩხარის ტერასულ-ტალღოვანი დახრილი ვაკის ლანდშაფტების მსხვილმასშტაბიანი გამოკვლევა რაციონალური ბუნებათსარგებლობის მიზნით. პრობლემის გადაჭრისათვის გამოყენებულია დეტალური საველე დაკვირვების მეთოდები, რის საფუძველზედაც პირველად არის გამოყოფილი და გაანალიზებული სიმონეთ-ჩხარის ტერასულ-ტალღოვანი ვაკე და მის შემადგენლობაში ორი ქვერაიონი (ლანდშაფტური ტიპი): 1) გოდოგან-ნაგარევ-ჭოგნარის ბორცვიანი პლატოს და 2) მდ.მდ. ჭიშურა-ბუჯას წყალშუეთის (პლატოს). თავის მხრივ პირველ მათგანში გამოვყავით და გავაანალიზეთ ლანდშაფტის ოთხი სახე: 1) მაცხოვარ-მთავარანგელოზის კონუსური ვულკანურ-ეროზიული მაღლობების, 2) ქვაშავა-კოხისგორის ვულკანურ-ეროზიული მაღლობების, 3) კვახჭირის კირქვული მაღლობის, 4) ფარნალა-საკავეს ბორცვნალი კირქვული მაღლობების. მეორე ქვერაიონშიც გამოვყავით და დავახასიათეთ ლანდშაფტისოთხი სახე: 1) ბროლიქეთის ქალცედონიანი სერის, 2) მდ. ჩოლაბურის ხეობა-ქვაბულის, 3) მდ.ყვირილას მარჯვენა ტერასულ-აკუმულაციური ვაკის, 4) ოქონას სერის (ჩრდილო ფერდობი აგებულია მანგანუმის შემცველი შრეებით და მდელოს უკავია, თხემი და სამხრეთ ფერდობი, აგებული შუა მიოცენური ქვიშაქვებით და კირქვებით, თხემზე რელიქტური უთხოვარი და ძელქვებია, სამხრულ ფერდობზეც იგივე სახის ხე-მცენარეები და ბალახოვნებია).
სიმონეთ-ჩხარის ტერასულ-ტალღოვანი ვაკის რეგიონი ჩრდილოეთიდან ისაზღვრება ოკრიბა-არგვეთის სერით, სამხრეთიდან მდ. ყვირილას ხეობით, დასავლეთიდან მდ.წყალწითელას ხეობით, აღმოსავლეთიდან მდ. ჩხარათი. ფართობია 375 კვ. კმ. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 25 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთით 15 კმ-ზე, ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლეა 110 მეტრი (წყალწითელის ხეობა აბუნას ხიდთან), მაქსიმალური 450 მეტრი (ს. ჯგილათი, მდ. მაცარულა-ბუჯას წყალგამყოფზე).
ბუნებათსარგებლობის გადასაწყვეტად. Aმჯერად კი საკვლევ პრობლემას შეადგენს საერთოდ იმერეთ-ოკრიბის ფონზე სიმონეთ-ჩხარის ტერასულ-ტალღოვანი დახრილი ვაკის ლანდშაფტების მსხვილმასშტაბიანი გამოკვლევა რაციონალური ბუნებათსარგებლობის მიზნით. პრობლემის გადაჭრისათვის გამოყენებულია დეტალური საველე დაკვირვების მეთოდები, რის საფუძველზედაც პირველად არის გამოყოფილი და გაანალიზებული სიმონეთ-ჩხარის ტერასულ-ტალღოვანი ვაკე და მის შემადგენლობაში ორი ქვერაიონი (ლანდშაფტური ტიპი): 1) გოდოგან-ნაგარევ-ჭოგნარის ბორცვიანი პლატოს და 2) მდ.მდ. ჭიშურა-ბუჯას წყალშუეთის (პლატოს). თავის მხრივ პირველ მათგანში გამოვყავით და გავაანალიზეთ ლანდშაფტის ოთხი სახე: 1) მაცხოვარ-მთავარანგელოზის კონუსური ვულკანურ-ეროზიული მაღლობების, 2) ქვაშავა-კოხისგორის ვულკანურ-ეროზიული მაღლობების, 3) კვახჭირის კირქვული მაღლობის, 4) ფარნალა-საკავეს ბორცვნალი კირქვული მაღლობების. Mეორე ქვერაიონშიც გამოვყავით და დავახასიათეთ ლანდშაფტისოთხი სახე: 1) ბროლიქეთის ქალცედონიანი სერის, 2) მდ.ჩოლაბურის ხეობა-ქვაბულის, 3) მდ.ყვირილას მარჯვენა ტერასულ-აკუმულაციური ვაკის, 4) ოქონას სერის (ჩრდილო ფერდობი აგებულია მანგანუმის შემცველი შრეებით და მდელოს უკავია, თხემი და სამხრეთ ფერდობი აგებულია შუა მიოცენური ქვიშაქვებით და კირქვებით, თხემზე რელიქტური უთხოვარი და ძელქვებია, სამხრულ ფერდობზეც იგივე სახის ხე-მცენარეები და ბალახოვნებია).
სიმონეთ-ჩხარის ტერასულ-ტალღოვანი ვაკის რეგიონი ჩრდილოეთიდან ისაზღვრებაო კრიბა-არგვეთის სერით, სამხრეთიდან მდ.ყვირილას ხეობით, დასავლეთიდან მდ.წყალწითელას ხეობით, აღმოსავლეთიდან მდ.ჩხარათი. ფართობია 375 კვ. კმ. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 25 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთით 15 კმ-ზე, ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლეა 110 მეტრი (წყალწითელის ხეობა აბუნას ხიდთან), მაქსიმალური 450 მეტრი (ს. ჯგილათი, მდ. მაცარულა-ბუჯას წყალგამყოფზე).
მერაბ ფუტკარაძე,
პროფესორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ბათუმი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: merabi_fu@mail.ru
მოხსენების სათაური: კურორტ გონიო-კვარიათის პოტენციალი და გამოყენების პერსპექტივები
ავტორი(ები): მერაბ ფუტკარაძე
მომხსენებელი: მერაბ ფუტკარაძე
საკვანძო სიტყვები: კურორტი, ტურიზმი, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსი, ზღვის სანაპირო
აბსტრაქტი:
საქართველოში ტურიზმის განვითარება ბევრადაა დაკავშირებული ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასებასა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივების დასახვაზე. სწორედ ამ მიზნით შესწავლილია ახალი ტურისტული ობიექტის გონიო-კვარიათის ტურისტული პოტენციალი, რომელიც მოკლე დროში ერთ-ერთ პერსპექტიულ საზღვაო კურორტად ჩამოყალიბდა.
ნაშრომში შეფასებულია კურორტ გონიო-კვარიათის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალი და დადგენილია ბუნებრივ-ლანდშაფტური ელემენტების ხელსაყრელობის მახასიათებლები, რომელიც კურორტის რეკრეაციული საქმიანობის სეზონს და კომფორტულობის ხარისხს განსაზღვრავს.
გაანალიზებულია კურორტის ტურისტული ნაკადების დინამიკა და მისი სეზონური დატვირთვის მაჩვენებლები. დადგენილია პიკის პერიოდში დატვირთვის დონე და შეფასებულია ტურისტული ნაკადების მიღების პოტენციური შესაძლებლობები.
კურორტ გონიო-კვარიათის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების და ტურისტული ინდუსტრიის შეფასების ანალიზის საფუძველზე დასახულია მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ლიანა ქართველიშვილი,
პროფესორი,
გარემოს ეროვნული სააგნენტო,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: lianakartvelishvili@yahoo.com
მოხსენების სათაური: რეკრეაციული ტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში
ავტორი(ები): ლ.ქართველიშვილი, ლ.ქურდაშვილი. ლ.მზარელუა
მომხსენებელი: ლ.ქართველიშვილი
საკვანძო სიტყვები: რეკრეაცია, კომპლექსური პარამეტრი, რეკრეაციული ტურიზმი,ტურისტული ინდუსტრია, კლიმატური ზონა, ბუნებრივ-კლიმატური რესურსი
აბსტრაქტი:
რეკრეაციულ-კლიმატური დარაიონებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს კლიმატი და ამინდი ადამიანებთან და მის გარემომცველ სამყაროსთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს. ტურისტული ბაზ\რის ფუნქციონირებისას უნდა იქნას გათვალისწინებული ბუნებრივ-კლიმატური რესურსები,რომელიც პირველადი ფაქტორია, აგრეთვე ეკონომიკური, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური და ტექნოლოგიური პირობები, რომელიც წარმოადგენს მეორადს.
რეკრეაციულ-კლიმატური დარაიონება საქართველოში ვერ ითვალისწინებს რეგიონის თავისებურებებს. ამ დარაიონებას საფუძვლად უდევს ცალკეული კლიმატური პარამეტრები, არ არის გათვალისწინებული დარაიონების საკურორტო-კლიმატური რესურსები, კლიმატის ფორმირების ფაქტორები და სხვა.
ჩვენს მიერ რეკრეაციულ-კლიმატური პოტენციალის დადგენის მიზნით განსაზღვრული იქნა კომპლექსური კლიმატური პარამეტრი, რომელიც წარმოადგენს რამოდენიმე მეტეოროლოგიური პარამეტრის კომპლექსს. კომპლექსური კლიმატური პარამეტრი შეიცავს ჰაერის ტემპერატურას, ატმოსფერული ნალექებს, ქარის სიჩქარეს, და ფარდობითი ტენიანობის მონაცემებს. ჩვენს მიერ განსაზღვრული იქნა კომპლექსური კლიმატური პარამეტრი საქართველოს იმ პუნქტებისათვის, რომლებიც მდებარეობენ სხვადასხვა კლიმატურ ზონებში. კომპლექსური კლიმატური პარამეტრის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაყოფილი იქნა ზონებად, ყველაზე მაღალი კომპლექსური პარამეტრი აღინიშნება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რაც არის საფუძველი ამ რეგიონში რეკრეაციული ტურიზმის შემდგომი განვითარებისათვის. მიღებული შედეგების საფუძველზე დამუშავბულია საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული დარაიონების რუკა.
მაია მელაძე,
პროფესორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: meladze@gmail.com
მოხსენების სათაური: გლობალური დათბობით გამოწვეული აგროკლიმატური მაჩვენებლების ცვლილება ქვემო ქართლის რეგიონში
ავტორი(ები): მაია მელაძე, გიორგი მელაძე
მომხსენებელი: მაია მელაძე
საკვანძო სიტყვები: გლობალური დათბობა, აგროკლიმატური მაჩვენებელი, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, ატმოსფერული ნალექები, ჰიდროთერმული კოეფიციენტი.
აბსტრაქტი:
გლობალური დათბობა იწვევს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კლიმატური და აგროკლიმატური მაჩვენებლების ცვლილებას (მატებას ან კლებას). აღნიშნულ პირობებში ნებისმიერი ქვეყნის დარგთა შორის ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მეტად ზარალდება ისეთი მოწყვლადი დარგი, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. რომლისთვისაც მეტად მნიშვნელოვან და რთულ ამოცანას წარმოადგენს აგროკულტურების პროდუქტიულობის მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა, ასევე აგროეკოსისტემების და აგროლანდშაფტების ეკოლოგიური მდგრადობა.
კლიმატის გლობალური დათბობის შედეგად მკვლევარების მიერ აღინიშნა ჰაერის ტემპერატურის მატება 0.2-0.5°C დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში (შესაბამისად). მოცემული ტემპერატურების მატებამ განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში 2050 წლისათვის შესაძლოა მიაღწიოს 2°C და მეტს. რაც პირველ რიგში საყურადღებოა აგროსექტორის დაბლობი ზონისათვის (ზღ. დონიდან 300-500 მ სიმაღლემდე). ასეთ ადგილებში უნდა გატარდეს პრევენციული აგროტექნიკური ღონისძიებები აგროკულტურების ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მოსავლის ფორმირებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნად დავსახეთ სავეგეტაციო პერიოდში (რომელიც განმსაზღვრელია აგროკულტურების ზრდა-განვითარების, პროდუქტიულობის და მისი ხარისხის) გამოგვევლინა კლიმატის დათბობით გამოწვეული აგროკლიმატური მაჩვენებლების ცვლილების ტენდენცია (მატება ან კლება). კერძოდ, ჰაერის აქტიურ ტემპერატურათა (>10°C) და ატმოსფერული ნალექების ჯამების, აგრეთვე ჰიდროთერმული კოეფიციენტის (ჰთკ) - ინდექსის ცვლილება. ამისათვის გამოყენებული იქნა ქვემო ქართლის რეგიონის ოთხ სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარე მუნიციპალიტეტის (გარდაბანი ზღ. დონიდან 300 მ-დან 1000 მ-მდე, თეთრიწყარო 1140 მ., დმანისი 1256 მ და წალკა 1457 მ) საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მრავალწლიური (1949-2008 წწ) მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა მონაცემები (ჰაერის დღეღამური საშუალო ტემპერატურები და ატმოსფერული ნალექები). აღნიშნული მრავალწლიური (1949-2008 წწ) 60 წლიანი აგროკლიმატური მაჩვენებლები მოიცავს კლიმატის გლობალური დათბობის საწყის პერიოდს (XX საუკუნის 70-80 წლები), საიდანაც ძირითადად მომდინარეობს მისი გავლენა აგროკლიმატურ მაჩვენებლებზე. ამ მაჩვენებლების ცვლილების ნათლად წარმოდგენისათვის 60 წლიანი პერიოდი გაყოფილი იქნა 30 წლიან პერიოდად. პირველი პერიოდი მოიცავს 1949-1979 წწ., მეორე 30 წლიანი პერიოდი - 1980-2008 წწ.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამების გაანგარიშებისათვის, გამოყენებული იქნა ჰაერის დღეღამური საშუალო ტემპერატურების 10°C-ის ზევით (გაზაფხულზე) და 10°C-ის ქვევით (შემოდგომაზე) გადასვლის თარიღების განსაზღვრის აგრომეტეოროლოგიაში მიღებული კლასიკური მეთოდი. განსაზღვრულ თარიღებს შორის თვეების მიხედვით დაჯამდა ყოველწლიური აქტიურ ტემპერატურათა და ატმოსფერული ნალექების ჯამები. მიღებული აქტიურ ტემპერატურათა და ატმოსფერული ნალექების ჯამებიდან განისაზღვრა ჰთკ-ის ინდექსები (გ.სელიანინოვის განტოლებით). გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნული მაჩვენებლების მსვლელობის დინამიკა გამოსახული იქნა შესაბამისი ტრენდებით.
გამოკვლევებიდან გამომდინარე, კლიმატის დათბობა სავეგეტაციო პერიოდში გარკვეულ გავლენას ახდენს მოცემული რეგიონის აგროკლიმატურ მაჩვენებლებზე (აქტიური ტემპერატურის და ატმოსფერული ნალექების ჯამებზე, ჰიდროთერმულ კოეფიციენტზე და სხვა). აქტიურ ტემპერატურათა ჯამის მომატება ნიადაგის შესაბამისი ტენიანობის პირობებში, ხელსაყრელია იმ ტერიტორიებისათვის, სადაც სითბოს ნაკლებობას განიცდის აგროკულტურები. ასევე, შესაძლებელია გაფართოვდეს მცენარეთა გავრცელების არეალი, დაბლობისა და ვერტიკალური ზონალობით. ატმოსფერული ნალექების შემცირება არახელსაყრელ პირობებს შეუქმნის აგროკულტურების ნორმალურ პროდუქტიულობას. ასევე, ნეგატიურად იმოქმედებს ჰიდროთერმული კოეფიციენტის ინდექსების შემცირება. ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა გახშირდეს ინტენსიური მოქმედების გვალვები, განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონის ტერიტორიის აღმოსავლეთით 20-30% და მეტით. ამიტომ ნეგატიური მოვლენების შერბილებისათვის საჭირო იქნება შესაბამისი ღონისძიებების გატარება. კერძოდ, ვაწარმოოთ სელექტირებული აგროკულტურები - შედარებით მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადი და გვალვაგამძლე ჯიშები. რეკომენდირებულია ერთწლიანი კულტურების თესვის რიგთაშორისების, რამდენადმე შემცირება, გაბატონებული ქარების მიმართულების საწინააღმდეგოდ ქარსაფარი მცენარეების გაშენება. დახრილ ფერდობზე (10 გრადუსზე მეტი) ტერასების მოწყობა, რაც შეამცირებს წყლის ჩამონადენს და ტენის ინტენსიურ ხარჯვას. მაქსიმალურად და ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული თანამედროვე ირიგაციული მეთოდები.
სეფერთელაძე ზურაბი,
პროფესორი,
თსუ,
საქართველო,
თბილისი
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: zura_sep@mail.ru
მოხსენების სათაური: ალ.ჯავახიშვილის საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიისა და ლანდშაფტმცოდნეობის სათავეებთან
ავტორი(ები): სეფერთელაძე ზ., დავითაია ე.
მომხსენებელი: ზურაბ სეფერთელაძე
საკვანძო სიტყვები: ლანდშაფტი, კომპლექსური კვლევა, ფიზიკურ–გეოგრაფიული დარაიონება, სინთეზური ტიპი.
აბსტრაქტი:
სტატიაში განხილულია აკად. ალექსანდრე ჯავახიშვილის უდიდესი ღვაწლი საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების საქმეში. ალ. ჯავახიშვილის ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მოღვაწეობა სანიმუშოდ არის შერწყმული, მის მნიშვნელოვან ორგანიზაციულ და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობასთან. ალ. ჯავახიშვილის ნაშრომები ძირითადად ეხება საქართველოს ფიზიკურ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ _ კომპლექსურ საკითხებს, გეოგრაფიული მეცნიერების სტრუქტურას და მის კავშირებს საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებთან. იგი, ჯერ კიდევ საუკუნის წინ, ზუსტად განსაზღვრავს გეოგრაფიის ადგილს მეცნიერებათა სისტემაში, მიმოიხილავს თანამედროვე გეოგრაფიულ პრობლემებს და აკეთებს სამომავლო პროგნოზებს.
ალ. ჯავახიშვილმა 1935 წელს პირველად შეადგინა ლანდშაფტმცოდნეობის კურსის პროგრამა და რაც მეტად საყურადღებოა, ამავე საგანში კითხულობდა ლექციებს თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მასვე ეკუთვნის საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტების დახასიათების ცდა, აგრეთვე ლანდშაფტების ტიპების კლასიფიკაცია. ამასთან, იგი გამოყოფს ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტებს და მათში ანსხვავებს ელემენტარულ და სინთეზურ ტიპებს. საქართველოს ცალკეული მხარეების დახასიათებისადმი მიძღვნილ სტატიებში, იგი იძლევა საკმაოდ ღრმა და საფუძვლიან გეოგრაფიულ, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ დახასიათებას. ამასთან, ქობულეთისა და მახარაძის (ამჟამად ოზურგეთის) რაიონების ლანდშაფტური კვლევის მასალების საფუძველზე, 1937-38 წლებში ალ. ჯავახიშვილი პირველად ქმნის საქართველოში რეგიონული (კომპლექსური) ფიზიკურ-გეოგრაფიული კვლევის ნიმუშებს და ამით ქმნის ლანდშაფტური ნაშრომების პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობის პრეცედენტს.
ალ. ჯავახიშვილის სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კარტოგრაფიულ ხასიათის ნაშრომებს, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით განხორციელდა საქართველოს პირველი (1964) გეოგრაფიული ატლასის შედგენა-გამოცემა (ქართულ და რუსულ ენებზე).
ალ. ჯავახიშვილის ნაშრომები ასევე ეხება ფიზიკურ-გეოგრაფიულ დარაიონების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, მან 1947 წელს, გენეტური პრინციპის გათვალისწინებით საქართველო დაყო 3 ოლქად და 11 რაიონად. მოგვიანებთ (1964) მან თავის კოლეგებთან (დ. უკლება, მ. სანებლიძე, ქრ. ჯაყელი) ერთად, შეადგინა საქართველოს საშუალომასშტაბიანი (1:600 000) ლანდშაფტური რუკა და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების სქემა.
აკად. ალ. ჯავახიშვილს არც საშუალო სკოლის გეოგრაფია დარჩენია ყურადღების მიღმა და მისი ავტორობით მრავალჯერადად გამოიცა საქართველოს გეოგრაფიისა და საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, რომელზედაც აღიზარდა გეოგრაფთა არაერთი თაობა.
კუკური თავართქილაძე,
პროფესორი,
თბილისის სახალმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: kuktav@mail.ru
მოხსენების სათაური: ზღვის ზედაპირის და ხმელეთის მიწისპირული ჰაერის ტემპერატურული რეჟიმი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე
ავტორი(ები): კ. თავართქილაძე, გ. მეტრეველი
მომხსენებელი: კ. თავართქილაძე
საკვანძო სიტყვები: ტემპერატურა, რეჟიმი, კორელაცია, ცვლილება.
აბსტრაქტი:
შესწავლილია ზღვის ზედაპირისა და ხმელეთის მიწისპირული ჰაერის ტემპერატურული რეჟიმი შავი ძღვის აღმისავლეთ სანაპიროზე ბათუმისა და ფოთის მრავალწლიურ მონაცემებზე დაყრდნობით. განსაზღვრულია ზღვის ზედაპირისა და მიმდებარე მიწისპირული ჰაერის შიდაწლიური ტემპერატურული რეჟიმი. შესწავლილია და დადგენილია ტემპერატურული ველის ცვლილება ზღვის ზედაპირსა და მიმდებარე ატმოსფეროს მიწისპირულ ფენაში. გამოკვლეულია სინქრონული ტემპერატურული ვარიაციების თავისებურებანი ზღვის ზედაპირსა და მიმდებარე მიწისპირული ჰაერის ტემპერატურებს შორის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
მარატ ციცქიშვილი,
პროფესორი,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: eco_marat@rambler.ru
მოხსენების სათაური: ეკოლოგიის გენეზისის საკითხისათვის
ავტორი(ები): მარატ ციცქიშვილი, მარიამ ციცქიშვილი
მომხსენებელი: მარატ ციცქიშვილი,
საკვანძო სიტყვები: ეკოლოგია, გენეზისი, ტრიადა, ბუნებრივი რესურსი
აბსტრაქტი:
“ეკოლოგია” ფაქტობრივად მე-XX საუკუნის მიწურულს ხელახლა ჩამოყალიბებული თანამედროვე მრავალდარგოვანი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ცივილიზაციის არსებობის ყველა ასპექტს, დაწყებული საარსებო გარემოსთან ყოველგვარი ცოცხალის (უჯრედული დონიდან პოპულაციურამდე) ურთიერთქმედებიდან, დამთავრებული ადამიანის არსებობა-დანიშნულე¬ბის მორალურ – ზნეობრივ – ეთიკურ - ფილოსოფიური პრობლემებით. “ეკოლოგია” ამჟამად სიცოცხლის შენარჩუნების ქმედების გლობალური სტრატეგიაა. თანამედროვე ეკოლოგია ვიწრო ბიოლოგიური მეცნიერებიდან გადაიქცა ცოდნის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად, თითქმის ყველა არსებული მეცნიერებების (განსაკუთრებით ბიოლოგიისა და გეოგრაფიის, გეოლოგიის და ქიმიის, ფიზიკის და მატემატიკის, სოციოლოგიის და თეოლოგიის) მეთოდოლოგიური შერწყმით და ახალი თვალთახედვის შექმნით. ამგვარი ეკოლოგია სრულებით აღარაა ბიოლოგია; ის ცოდნის ახალი დარგია, ისეთი და შეიძლება, უფრო ფართოც, როგორც მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. ალბათ უნდა ჩამოვაყალიბოთ კრიტერიუმი თვისებრივი სხვაობისა ეკოლოგიურ კვლევებსა და, ვთქვათ, გეოგრაფიულ ან ბილოგიურ კვლევებს შორის. ეს ძალზე ძნელია, ვინაიდან არსებობს მჭიდრო კავშირი ამ მეცნიერებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგია (თავისი მეთოდოლოგიით) წარმოადგენს ეკოლოგიის “მშობელს”, გეოგრაფია გაცილებით უფრო ახლოა მასთან, ვინაიდან ასევე მულტიდისციპლინარული - სინთეზური მიდგომით ხასიათდება და ვინაიდან ორივეს ქვაკუთხედი არის აქცენტი გარემოზე. ეკოლოგიური მეცნიერების ძირითადი და აუცილებელი კრიტერიუმია (პროფ. მ. ციცქიშვილის მიხედვით) ტოლგვერდა “თანაბარუფლებიანი” სამკუთხედის - ტრიადის “ობიექტი - გარემო - ადამიანი” არსებობა. ეს ტოლგვერდა სამკუთხედი აუცილებელია. მესამე ელემენტი _ “ადამიანი”, თავისი ბიო-ფიზიკური ან სოციო-ფილოსოფიური ან ფარულ-ვირტუალური არსებობით აუცილებლად (პირდაპირ ან არაპირდაპირ) უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ ერთი ელემენტი მაინც ამ ტრიადიდან ამოვარდნილი ან არასაკმარისად “გაშუქებული”, მაშინ ეს უკვე აღარაა ეკოლოგია, თუმცა შესაძლოა ძალზე ახლოს იყოს მასთან, ვთქვათ ლანდშაფტოლოგია ან კურორტოლოგია, სამედიცინო გეოგრაფია ან ბიოგეოგრაფია, და ა.შ. ამგვარად “ეკოლოგია” სხვა მეცნიერებებთან შედარებით “3D” მეცნიერების წარმომადგენელია.
მიუხედავად სხვადასხვა მეცნიერებების “ეკოლოგიზაციის” სწრაფად მიმდინარე პროცესისა და ახალი მომიჯნავე მეცნიერებების ჩამოყალიბებისა, სულ უფრო და უფრო იხვეწება თვით ეკოლოგია - მრავალდარგოვანი, მრავალი ობიექტებისა და არეების მომცველი. მისი დიფერენციაციის პროცესთან ერთად (ცხოველთა, მცენარეთა, ხმელეთის, ზღვის, ჰიდროსფეროს, ტყის, ჩრდილოეთის, მაღალმთიანეთის ეკოლოგიები და ასე უსასრულობამდე) მიმდინარეობს ერთიანი მეთოდოლოგიის და თვალთახედვის დახვეწა-ჩამოყალიბება, რომელსაც ჩამოყალიბებული “ტრიადის პრინციპის” განუხრელი დაცვა უდევს საფუძვლად. თანამედროვე ეკოლოგიის განვითარება, მისი კონცეპტუალური აპარატისა და მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, მისი საბოლოო გამოყოფა ვიწრო-ბიოლოგიური მეცნიერებების ოჯახიდან და მრავალდარგობრივ პოლისინთეტურ მეცნიერებად ჩამოყალიბება ხდება ძირითადად მე-XX საუკუნის მეორე ნახევარში.
მას მერე ბევრი დრო გავიდა. ალარმისტული ლოზუნგები - „ხელი არ ახლოთ! ბუნებამ უკეთ იცის” და ა.შ - მოძველდა. ჩვენ უფრო ღრმად გავერკვიეთ არა მარტო ზოგად პრიორიტეტებში, არამედ ზოგიერთ კონკრეტიკაშიც. ჩვენ უკვე ვიცით, რომ:
- ყველაზე დიდ ზიანს ბუნებას ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისები აყენებენ;
- ბუნებაში ყველაფერი მჭიდრო ურთიერთკავშირშია და ლოკალურ ქმედებასაც გლობალური ანალიზი უნდა;
- ამა თუ იმ რეგიონის ეკოლოგიური მოწესრიგება აუცილებლად ემყარება ეკონომიკურ საფუძვლებს;
- მთიანი ეკოსისტემები თავისი ბუნებრივი არამდგრადობის გამო მუდმივ შველასა და ყურადღებას ითხოვენ; ამიტომ გარემოსდაცვითი საქმიანობა ჩვენისთანა მთიანი რეგიონებისათის ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობად უნდა განიხილებოდეს, როგორც ეს ოდითგანვე იყო გლეხის კარმიდამოში.
„კაცობრიობის გადარჩენის სტრატეგია“ უწოდა თანამედროვე ეკოლოგიას ცნობილმა მეცნიერმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ ა. ბ. იაბლოკოვმა.
საქართველოს ბუნებრივი რესურსების შორის “ეკოლოგიურ რესურსებს” სავსებით განსაკუთრებული ადგილი უკავია. ერთის მხრივ, ამ ცნებით შესაძლებელია რეალურად შეფასდეს ამა თუ იმ ბუნებრივი რესურსის ის წილი, რომლის ეკოლოგიურად უსაფრთხო ათვისებაც შესაძლებელია “მდგრადი განვითარების” პრინციპებიდან გამომდინარე, ანუ ამა თუ იმ რესურსის “ეკოლოგიური მდგრადობა” მისი ოტიმალური ექსპლუატაციის პირობებში. მეორეს მხრივ, ეკოლოგიური რესურსის სახელით ჩვენ განვიხილავთ ბუნებრივი გარემოების არეების იმ პარამეტრებს, როლებიც აყალიბებენ ეკოლოგიურად სუფთა საარსებო გარემოს და იძლევიან ჯანმრთელი ცხოვრების საშუალებას.
თენგიზ ურუშაძე,
პროფესორი,
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მ.საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: t_urushadze@yahoo.com
მოხსენების სათაური: კამბისოლების გეოგრაფიული ასპექტები აჭარის მაგალითზე
ავტორი(ები): თ.ურუშაძე, თ.ქვრივიშვილი, ე.სანაძე
მომხსენებელი: თ.ურუშაძე
საკვანძო სიტყვები: კამბისოლი, კამბიკი, ჰუმიკი, ეუთრიკი, კვალიფიკატორი
აბსტრაქტი:
კვლევის მიზანს წარმოადგენდა კამბისოლების არეალის დადგენა აჭარის ტერიტორიაზე, რომელიც განხორციელდა ყომრალი ნიადაგების და კამბისოლების კორელაციის საფუძველზე. კამბისოლები შედარებით ახალგაზრდა ნიადაგებია, რომლებიც მიეკუთვნებიან ნიადაგების საერთაშორისო კლასიფიკაციის ე.წ. ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის (WRB) ერთ-ერთ ჯგუფს. კამბისოლების პროფილის განვითარება შეზღუდულია სხვადასხვა ფაქტორებით: ფერდობების დაქანება, დაბალი ტემპერატურა, არასაკმარისი ნალექები, ნიადაგწარმომქმნელი ქანების გამოფიტვისადმი მდგრადობა.
საკვლევ ობიექტებად შერჩეული იქნა ხულოს რაიონის სოფელ დიოკნისეს მიდამოებში გავრცელებული ყომრალი ნიადაგები. კერძოდ, საველე და ლაბორატორიულ პირობებში, შესწავლილი იქნა სამი პროფილი (ჭრ.7,ჭრ.8 და ჭრ.9). კვლევა მოიცავდა ორ ძირითად ეტაპს: 1)ველზე განხორციელდა ნიადაგების პროფილების წინასწარი კორელაცია დიაგნოსტიკური ჰორიზონტების და ნიშან-თვისებების მაკრომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით, 2)ნიადაგების საბოლოო კლასიფიკაციისთვის და ტაქსონომიური თავისებურების დადგენის მიზნით, ანალიზური კვლევების შედეგად, ნიადაგის ნიმუშებში განისაზღვრა: მექანიკური შედგენილობა (ნატრიუმის პიროფოსფატის და პიპეტის მეთოდით), აქტუალური რეაქცია (წყლის გამონაწურში 1:2,5), გაცვლითი მჟავიანობა (1 n KCl გამონაწურში 1:2,5), ორგანული ნახშირბადის და ჰუმუსის შემცველობა (სველი დაწვის მეთოდით), გაცვლითი ფუძეების ჯამი (ტრილონომეტრული მეთოდით), ჰიდროლიზური მჟავიანობა (ძმარმჟავანატრიუმის მეთოდით), გაცვლითი კათიონების ტევადობა და ფუძეებით მაძღრობის ხარისხი (გაცვლითი ფუძეების ჯამისა და ჰიდროლოზური მჟავიანობის მაჩვენებლების მიხედვით).
მორფოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საკვლევი ყომრალი ნიადაგების პროფილებში, ჰუმუსოვანი ჰორიზონტები გამოირჩევიან შედარებით მუქი შეფერილობით (10YR 3/2 და 10YR 3/1.5), კოშტოვანი და კოშტოვან-კაკლოვანი სტრუქტურით, პროფილის სიღრმეში ხირხატიანობის მომატებით. Yყომრალების პროფილები გამოტუტულია კარბონატებისგან და გამოირჩევიან მძიმე მექანიკური შედგენილობით. В ჰორიზონტი შეესაბამება კამბიკ ჰორიზონტს, რომელშიც შეიმჩნევა რიგი თვისებების ტრანსფორმაცია ნიადაგწარმომქმნელ ქანთან შედარებით.
ანალიზური მონაცემების მიხედვით ყომრალებისთვის დამახასიათებელია მჟავე და სუსტად მჟავე რეაქცია. Aაქტუალური და გაცვლითი მჟავიანობის მაჩვენებლები შედარებით მაღალია ზედა ჰორიზონტებში და სიღრმეში თანდათანობითი კლების ტენდენციით ხასითდებიან. ჰიდროლიზური მჟავიანობა 8,0-30,6 მგ. ექვივალენტს შეადგენს 100გ ნიადაგში. ჰუმუსოვან ჰორიზონტებში ორგანული ნახშირბადის შემცველობა შეადგენს 2,68-4,30% და საკმაოდ მკვეთრად მცირდება მათი რაოდენობა სიღრმეში- 0,42-1,64%-მდე. Yყომრალი ნიადაგებისთვის დამახასიათებელია გაცვლითი კათიონების მაღალი ტევადობა-34,29-38,05 მგ.ექვ. 100 გ ნიადაგში.Nნიადაგები ფუძეებით მაძღარია, რომლის ხარისხიც აღემატება 90%-ს.Yყომრალ ნიაადგებს ახასიათებთ მძიმე მექანიკური შედგენილობა. ფიზიკური თიხის რაოდენობა შეადგენს 56-66%, ხოლო ლექის ფრაქციის_20-28%. ცნობილია, რომ ყომრალი ნიადაგების ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ნიშანს წარმოადგენს გათიხება, რომელიც ყველაზე მეტად შესამჩნევია პროფილის შუა ნაწილში.
ყომრალი ნიადაგების პროფილების შუა, თიხით გამდიდრებული ჰორიზონტები, შეესაბამებიან დიაგნოსტიკურ კამბიკ ჰორიზონტს.კამბიკის ძირითად კრიტერიუმებს წარმოადგენს: ლითოგენური სტრუქტურის ტრანსფორმაცია პედოგენურში, ფერის წითელი ინგრედიენტები, არაილუვირებული თიხის მომატება.
სწორედ, კამბიკ დიაგნოსტიკური ჰორიზონტის არსებობის საფუძველზეა შესაძლებელი, რომ ყომრალი ნიადაგის შესწავლილი პროფილები მივაკუთვნოთ კამბისოლების ნიადაგურ ჯგუფს. Yყომრალი ნიადაგების საკვლევი პროფილის 20-100 სმ სისქის უმეტეს ნაწილში, ფუძეებით მაძღრობის 50%-ზე მაღალი მაჩვენებლები, მიუთითებენ ეუთრიკ კვალიფიკატორის არსებობაზე. ზოგიერთ პროფილში დაფიქსირდა ჰუმიკ კვალიფიკატორი, რაც გულისხმობს იმას, რომ ზედაპირიდან 50 სმ სიღრმემდე, ორგანული ნახშირბადის რაოდენობა, არ არის 1%-ზე დაბალი.
ამრიგად, აჭარის საკვლევად შერჩეულ ტერიტორაზე გავრცელებულია კამბისოლები, რომლებსაც მიეკუთვნებიან ყომრალი ნიადაგები. კერძოდ, ჭრ.7 და ჭრ.9 პროფილები კლასიფიცირდებიან ეუთრიკ კამბისოლებად, ხოლო ჭრ. 8 პროფილი - ჰუმიკ კამბისოლად.
ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი,
ფილოლოგიის დოქტორი,
საქართველოს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: nana_xocholava@yahoo.com
მოხსენების სათაური: საერთო ლექსიკური ძირები ქართველურ მცენარეთა სახელებსა და ტოპონიმებში
ავტორი(ები): ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი
მომხსენებელი: ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი
საკვანძო სიტყვები: ტოპონიმები, ფიტონიმები, ხალხური რწმენა-წარმოდგენები
აბსტრაქტი:
განსხვავებულ (ხშირად არამონათესავე) მცენარეთა ომონიმური სახელების ან საერთო ლექსიკური ძირების არსებობა განპირობებულია ერთი და იგივე მოტივაციით.
გამოიყოფა ქართველურ ფიტონიმთა და მათგან წარმომდგარ ტოპონიმთა ერთი წყება, რომლებშიც ხელშესახებად დასტურდება საერთო ლექსიკური ძირები, რომლებიც დაკავშირებულია მცენარის ეკლოვანებასა და ხალხურ რწმენა-წარმოდგენებთან.
ამ დაკვირვების საფუძველზე, მოხსენებაში ახლებურად არის წარმოდგენილი ერთი რიგის ქართველურ ტოპონიმთა (ძეგვი, საძეგური, ძაგნაკორა/ძეგნაკორა, ბაზგირეთი, ცაგერი და სხვ.) ეტიმოლოგიები.
დარეჯან კირთაძე,
ფილოლოგიის დოქტორი, მასწავლებელი,
მე–100 საჯარო სკოლა,
თბილისი,
საქართველო
იხილეთ სრულად
ელ-ფოსტა: darejan.kirtadze@gmail.com
მოხსენების სათაური: ტოპონიმით სახელდებულ ობიექტთა ლოკალიზაცია-ეტიმოლოგიის საკითხი V-X სს. აგიოგრაფიული ძეგლებისა და საისტორიო წყაროების მიხედვით
ავტორი(ები): დარეჯან კირთაძე
მომხსენებელი: დარეჯან კირთაძე
საკვანძო სიტყვები: ტოპონიმია, აგიოგრაფიული ძეგლები, ლოკალიზაცია, ეტიმოლოგია
აბსტრაქტი:
ქართული ონომასტიკის საკითხებით დაინტერესება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. უპირველესად, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა საკუთარი სახელის რაობასა და ფუნქციებზე, მისი შესწავლის ისტორიაზე, ონომასტიკის ძირითად ცნებებსა და ტერმინებზე, კვლევა-ძიების ხერხებსა და მეთოდებზე. მეორე საყურადღებო მომენტი ისაა, რომ მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წარსულის მრავალი საიდუმლო სწორედ საკუთარ სახელებში, განსაკუთრებით ტოპონიმებში, არის შემონახული და არა მხოლოდ არქეოლოგიურ, ეპიგრაფიკულ ძეგლებში, არამედ სალიტერატურო და საისტორიო წყაროებში. ქართული საკუთარი სახელების შესწავლისათვის დიდი მუშაობაა გაწეული: გარკვეულია პირის სახელის ერთი ნაწილის სემანტიკა და სტრუქტურა; დადგენილია ტოპონიმთა აგებულება, შემადგენელი ნაწილების ურთიერთმიმართება, ეტიმოლოგია, მაგრამ ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. კერძოდ, შესასწავლია ზოგიერთი პირის სახელის წარმომავლობა, მნიშვნელობა, ფონეტიკური ცვლილებების გამომწვევი მიზეზები; დასადგენია ზოგი ტოპონიმის ლოკალიზაცია, თავდაპირველი მნიშვნელობა და სხვ.
ტოპონიმიის მკვლევრები აღიარებენ ტოპონიმთა წარმოქმნის ორ ძირითად გზას: 1. აპელატივის ტოპონიმიზაცია დერივაციის გარეშე (რასაც სემანტიკური სიტყვათწარმოება ეწოდება: იცვლება ლექსემის სტატუსი, ხოლო ფორმა უცვლელი რჩება) ან დერივაციის საშუალებით. 2. საკუთარი სახელის ტრანსონიმიზაცია, რაც გულისხმობს როგორც საკუთარი სახელის გადასვლას ერთი ონიმური კლასიდან მეორეში (მაგ., ანთროპონიმი "ტოპონიმი), ისე ტრანსტოპონიმიზაციას, ტრანსჰიდრონიმიზაციას, ტრანსოიკონიმიზაციას და ა. შ. პირველი (ტოპონიმიზაციის) მეთოდით წარმოქმნილ ტოპონიმებს უწოდებენ პირველად ტოპონიმებს, ხოლო მეორე (ტრანსონიმიზაციის) მეთოდით წარმოქმნილებს – მეორეულ ტოპონიმებს.
ამჯერად, ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს V-X საუკუნეების აგიოგრაფიულ ძეგლებსა და საისტორიო წყაროებში ტოპონიმით სახელდებულ ობიექტთა ლოკალიზაცია-ეტიმოლოგიის მწერლისეულ გააზრიანებაზე დაკვირვება და სემანტიკური თავისებურებების ჩვენება. საკვლევ თხზულებებში ავტორები გვაწვდიან არა მარტო ცნობებს ამა თუ იმ გეოგრაფიული სახელის ადგილმდებარეობის შესახებ, არამედ, გვთავაზობენ ზოგიერთი მიკროტოპონიმის ახსნა-განმარტების საინტერესო ცდებსაც. მწერლისეული ეტიმოლოგიის ექსტრალინგვისტური და ლინგვისტური საბუთიანობა ყველა შემთხვევაში მეცნიერულია, მოტივაცია დამაჯერებელი. განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს: ,,წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების’’ (X ს.) ერთ მონაკვეთში აღწერილია სერაპიონისა და ძმათა მისთა მიერ სამცხეში მონასტრის ასაშენებელი ადგილის ძიების ამბავი. ავტორი, ბასილი ზარზმელი, ასახელებს იმ პირთა და გეოგრაფიულ ადგილთა სახელებს, რომელთაც გზადაგზა ხვდებოდნენ. ეპიზოდი პირველი: სერაპიონი იკითხავს: ,,რაი ეწოდების ადგილსა ამას?’’ მასპინძელი (სახელად ია) უპასუხებს: ,,რამეთუ არს ესე შესაკრებელი ნადირთა ველისათაი და ბაკთა ეწოდების.’’ ტოპონიმი წარმოქმნილია საზღვრული კომპონენტის დაკარგვით: ბაკთა ! ადგილი ბაკთა. ეპიზოდი მეორე: სამონასტრე ადგილის მაძიებელნი მიეახლნენ ტბას. ია განმარტავს: ,,ესე არს ტბაი მღვრიე ყოვლადვე, რომელსა ეწოდების სათახუე და არს ამას შინა სიმრავლე თახვთა.’’ აქ ტოპონიმი (ჰიდრონიმი) მოტივირებულია ფუძისეული ლექსემითა და დანიშნულების აფიქსებით. სათახვე წარმოქმნილი სახელწოდებაა. ეპიზოდი მესამე: სერაპიონი დაინტერესდება მთით, რომელიც მის წინ აღიმართება. მასპინძელი განმარტავს: ,,მთაÁ ესე მაღალი არს თავი ყოველთა ამათ ქედთაი, რომელსა ჰრქვიან თავი შეშათაი: რამეთუ თავი არს ყოველთა ამათ მაღნართაი, ამისთვის შეშის-თავ ეწოდების.’’ შეშისთავი ტყის თავს ნიშნავს. სახელდებისათვის გამოყენებულია სიტყვათშეერთების მეთოდი. ამავე ძეგლში საყურადღებოა ტოპონიმ ზარზმის მწერლისეული ეტიმოლოგია: ,,რამეთუ ეწოდა ზარზმა ერთა მათგან, რომელნი ზარითა და შიშითა მიუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს.’’
ნაშრომში გამოყენებულია ლინგვისტური კვლევის დესკრიფციული და შედარებითი მეთოდები. გეოგრაფიულ სახელებში მომხდარი ცვლილებები განხილულია სინქრონიულადაც და დიაქრონიულადაც.
საკვლევ თხზულებებში განხილული მაგალითების საფუძველზე ცხადად ჩანს, რომ ქართული მხატვრული და საისტორიო მწერლობის უძველეს ძეგლებშივე არის მსჯელობა ტოპონიმთა წარმოშობის გზებსა და საშუალებებზე. გაანალიზებულ ეპიზოდებში გამოკვეთილია ტოპონიმიკური სიტყვათწარმოების ძირითადი პრინციპი – სახელწოდების შინაარსი შეესაბამება სახელდებულ ობიექტს. ეს მიიღწევა რამდენიმე გრამატიკული საშუალებით: 1. ელიპტირებით (მოკვეცილია საზღვრული ან მსაზღვრელი კომპონენტი: წერტაისნი ! ადგილნი წერტაისნი, ბაკთა ! ადგილი ბაკთა); 2. წარმოქმნით (სათახვე – სტრუქტურული თვალსაზრისით დერივაციული ფორმაა); 3. სიტყვათშეერთებით (შეშისთავი, ზარზმა, გარეჯა შედგენილობით რთული ორკომპონენტიანი ერთეულებია).
|
|